მშობიარობის დროს პარტნიორის მთავარი დანიშნულება მშობიარის მხარდაჭერა და გამხნევებაა. ამისთვის პარტნიორმა უნდა იცოდეს, რას ელოდოს, ჰქონდეს ინფორმაცია მშობიარობის სტადიების შესახებ, იმაზე, თუ როდის უნდა წაიყვანოს მშობიარე საავადმყოფოში და წინასწარ უნდა ჰქონდეს გარკვეული მშობიარობასთან დაკავშირებული საკითხები. აუცილებელია, რომ ამ დროს პარტნიორმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, იყოს თავდაჯერებული და მზრუნველი. მშობიარობის დრო მეუღლის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რთული იყოს შენი საყვარელი ადამიანის ტკივილის ყურება, თუმცა, შვილის დაბადება ყველაზე ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ, რათა მშობიარობის დროს სათანადო მხარდაჭერა გაუწიოთ თქვენს საყვარელ ქალს.
იყავით მოქნილი მშობიარობის გეგმასთან მიმართებაში
მშობიარობის ყველა სტრატეგია ყველა ქალზე ერთნაირად არ მოქმედებს. თქვენ და თქვენს პარტნიორს ალბათ გექნებათ თქვენი მოლოდინები და წარმოდგენები მშობიარობის პროცესზე. მშობიარობის დღემდე განიხილეთ ყველა მშობიარობასთან დაკავშირებული საკითხი და შეიმუშავეთ მშობიარობის გეგმა.თუმცა, იცოდეთ, რომ საუკეთესოდ დაგეგმვის შემთხვევაშიც კი შეიძლება მოულოდნელობები შეგხვდეთ. ამ დროს თქვენი მოვალეობაა გააკეთოთ არჩევანი და სწრაფად შეცვალოთ მოქმედების გეგმა იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება საუკეთესო მშობიარესთვის.
მოამზადეთ თქვენი, საკუთარი ჩანთა სამშობიაროში წასაღებად
ორსული ქალები მშობიარობამდე ბევრად უფრო ადრე ალაგებენ სამშობიაროში წასაღებ ჩანთას, მაგრამ თუ თქვენ მასთან ერთად აპირებთ ამ დღეების გატარებას, სპეციალურ პალატაში, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენც მოგიწევთ სამშობიაროში დიდი დროის გატარება, ამიტომ უნდა ჩაალაგოთ თქვენთვის საჭირო ნივთები.
დაიცავით თქვენი პარტნიორის ინტერესები
• მშობიარობის დროს ქალი არ არის საუკეთესო პოზიციაში, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებები. თქვენ, როგორც პარტნიორს, გევალებათ ამ სიტუაციებში აიღოთ ინიციატივა. შეიძლება მოგიწიოთ მისი დახმარება სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.
• ექიმი, ბებიაქალი და ექთნები ყველა მობილიზებული იქნება, რათა თქვენს პარტნიორს დაეხმარონ მშობიარობისას, თუმცა, თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა შეუფასებელია. დაეხმარეთ მას, თავი კომფორტულად იგრძნოს და გამოთქვას თავისი სურვილები.
• თუ მას გადაწყვეტილი აქვს ძუძუთი კვება, დაეხმარეთ, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდეს ბავშვის დაბადებისთანავე და მოიყვანეთ დამხმარე, თუ თავად ვერ გაართმევს თავს.
არაფერი მიიღოთ პირადად
ქალი მშობიარობისას შეიძლება მოწყდეს გარე სამყაროს და თავის თავში ჩაიკეტოს. მშობიარობა რთული, მძიმე პროცესია და ზოგი ქალი საკუთარ თავში ჩაძირვით უკეთ უმკლავდება ამ გამოწვევას. ამ დროს მან შეიძლება თქვენ იგნორირება გაგიკეთოთ. ასევე შეიძლება გაღიზიანებული იყოს და უხეშად მოგმართოთ. შეიძლება მას თქვენი შეხება აღარ უნდოდეს და სიჩუმე მოითხოვოს. მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის დროს მისი საქციელი არ აღიქვათ უარყოფად და შეუსრულოთ ყველა პირობა, რომელიც თავს უკეთ აგრძნობინებს.
დაუსვით სამედიცინო პერსონალს შეკითხვები
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ყოველთვის ახსნას პროცედურა, სანამ მის შესრულებას დაიწყებს, თუმცა, ისინი ხშირად ასე არ იქცევიან. არ მოგერიდოთ სამედიცინო პროცედურების ან ზოგადად მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ შეკითხვების დასმა. ეს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს თავს თქვენს პარტნიორს, თუ მას თავად არ შეუძლია კითხვების დასმა იმ მომენტში.
დაეხმარეთ კონცენტრირებასა და მოდუნებაში
ზოგჯერ რთულია მოიფიქრო, რა უთხრა ადამიანს მშობიარობისას, განსაკუთრებით, როცა სიტუაცია იძაბება და ჭინთვები იწყება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი საქმეა გაჭინთვა, თქვენი კი - მისი წახალისება.გაახსენეთ და შესთავაზეთ უკვე ნასწავლი რელაქსაციის ტექნიკები, შესთავაზეთ პოზის შეცვლა და სუნთქვის ვარჯიშის გაკეთება, ფეხის ან ხელის მასაჟი და გაამხნევეთ, როცა ის იფიქრებს, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია.
იცოდეთ თქვენი საზღვრები
სამშობიარო ბლოკში ძალიან ბევრ რამ ხდება. თქვენ უნდა იცოდეთ, რასთან გამკლავება შეგიძლიათ თავად და რა უნდა ანდოთ პროფესიონალებს.
თუ სისხლის ან მშობიარობის პროცესის დანახვა თავს შეუძლოდ გაგრძნობინებთ, იცოდეთ, რომ მზერის არიდება შეგიძლიათ და ეს სირცხვილი არ არის. მთავარია, კონცენტრირდეთ პარტნიორზე,
წყარო: babycenter.com