მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს და დიდ დისკომფორტს იწვევს. თუ თქვენს პატარას მეტეორიზმი აწუხებს ის იქნება გაღიზიანებული, გაუჭირდება ღამით დაძინება და იტირებს უფრო ხშირად და უფრო მეტს, მისი დამშვიდება შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ.
მეტეორიზმის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მასაჟია. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი მასაჟის სხვადასხვა ტექნიკების შესახებ.
როგორ გავუკეთოთ მასაჟი ჩვილ ბავშვს?
მუცლის მასაჟი მეტეორიზმის სამკურნალოდ
მუცლის უბნის სტიმულირება ნაწლავებში დაგროვებული აირების გამოდევნას უწყობს ხელს. მასაჟის მთავარია მიზანია რომ გაზები და ნაწლავის სხვა შიგთავსი სწორი ნაწლავისკენ გადაადგილდეს.
მუცლის მასაჟი უნდა დაიწყოთ მუცლის მარჯვენა ქვედა კუთხიდან და დაასრულოთ მუცლის მარცხენა ქვედა კუთხეში. როდესაც თქვენ პირით ბავშვისკენ ხართ შებრუნებული ეს ნიშნავს, რომ იწყებთ თქვენგან მარცხნივ და გადადიხართ მარჯვნივ.
ქვემოთ ჩამოთვლილია მასაჟის ზოგიერთი ტექნიკა:
→ საათის ისრები წარმოიდგინეთ ბავშვის მუცელზე მოთავსებული საათი. დაიწყეთ 7 ან 8 საათის პოზიციიდან და მარცხნიდან მარჯვნივ მოხაზეთ ნახევარმთვარე, ნაზად დააჭირეთ და ამოძრავეთ ხელი საათის ისრის მიმართულებით. ერთი ხელი მეორეს უნდა მიჰყვეს.
→ პედალები. ხელის მტევნის გარეთა კიდე მოათავსეთ ჰორიზონტალურად ბავშვის ნეკნთა რკალის დონეზე და ჩააცურეთ ხელი ქვევით, მუცლის სიგრძის გასწვრივ. მეორე ხელი უნდა მიჰყვეს პირველს.
→ დატკეპვნა. მოათავსეთ ორივე ცერა თითი ბავშვის მუცლის გასწვრივ, ჭიპის ზემოთ. ნაზად დააწექით მუცელს და გაასრიალეთ თითები მუცლის კიდეებისკენ, ერთმანეთისგან მოშორებით.
→ ''მიყვარხარ''(I love you). დაიწყეთ ჭიპის მარჯვენა კიდიდან და მოხაზეთ ლათინური ასო “I”. შემდეგ დაიწყეთ ჭიპის მარცხენა კიდიდან და მოხაზეთ ასო-ბგერა “L”. ბოლოს მოხაზეთ ამობრუნებული ასო “U”, დაიწყეთ მუცლის მარცხენა ქვედა უბნიდან, გადაკვეთეთ მუცლის მთელი სიგანე ჭიპის ზემოთ და დაბრუნდით მარჯვენა მხარეს.
“მუნვოქი”. დაიწყეთ ჭიპის მარცხენა მხრიდან, ნაზად გადაატარეთ თქვენი საჩვენებელი და შუა თითი ბავშვის ტორსის გასწვრივ მარჯვენა მხარემდე.
ფეხის მასაჟი მეტეორიზმის სამკურნალოდ
რეფლექსოლოგიის თანახმად ფეხის მასაჟმა შეიძლება გააუმჯობესოს საჭმლის მონელების პროცესი და შეამციროს მეტეორიზმი. ნაწლავთან დაკავშირებული უბნები ფეხის ტერფზე განლაგებულია ტერფის შუა ნაწილში, ქუსლისა და ფალანგების შემაღლებებს შორის. ტერფის შუა ნაწილის ნაზი მასაჟი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დაგროვილი გაზების გამოსადევნად.
მასაჟი კოლიკის სამკურნალოდ
კოლიკის გამოწვევი მიზეზი დღემდე არ არის ზუსტად დადგენილი. ნაწლავებში აირების დაგროვება კოლიკის ერთ-ერთი გამომწვევ მიზეზადაა მიჩნეული, თუმცა მეტეორიზმისგან გათავისუფლება კოლიკის ყველა სიმპტომს არ ხსნის. კოლიკის დროს ბავშვს ბევრი დამამშვიდებელი ტექნიკის ჩატარება სჭირდება და მათ შორის მასაჟისაც.
თუ შეამჩნევთ რომ ბავშვი აბოყინებს, აქვს ძლიერი რეგურგიტაცია, ან ღებინება, თუ ბავშვი დისკომფორტს ამჟღავნებს კვების დროს, ან განიცდის ტკივილს აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
პედიატრი გამორიცხავს დისკომფორტის ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
სხვა რჩევები მეტეორიზმის სამკურნალოდ
თუ მასაჟი ეფექტური არ არის შეგიძლიათ სხვა მრავალი ხერხი სცადოთ:
• ზურგზე დაწოლილი ბავშვის ფეხები ჰაერში ამოძრავეთ ისე თითქოს ველოსიპედს ატარებს. ამ მოძრაობებით სტიმულირდება ნაწლავების მოქმედება და აირების გადაადგილება.
• ფრთხილად გადაუწიეთ ბავშვს ფეხები და თეძოები ჯერ ერთ მხარეს, შემდეგ კი მეორე მხარეს.
• წამოქაფების მცდელობას დაუთმეთ მეტი დრო, რათა კვების დროს გადაყლაპული ჰაერი მთლიანად გამოთავისუფლდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
• თუ ბავშვი ბოთლით იკვებება შეამოწმეთ ბოთლის თავის სიგანე. თუ რძე ძალიან დიდი ნაკადით გამოდის ბავშვი შეიძლება იძულებული ხდებოდეს კვებისას სწრაფ-სწრაფად გადაყლაპოს და მეტი ჰაერი ჩაყლაპოს.
• შეიძინეთ იმ ბრენდის ბოთლები, რომლებსაც აირების გამფილტრავი ფუნქცია აქვს.
healthline.com