სიტყვა კოლიკა ყველა მშობელმა იცის. ის, რაც ადამიანებმა იციან კოლიკების შესახებ, ძირითადად სამ დებულებასთნ ასოცირდება:
თუმცა, მედიცინა კოლიკას შემდეგნაირად განსაზღვრავს:
ახალშობილის კოლიკა: ეს არის ბავშვის შეტევითი ხასიათის ამოუხსნელი ტირილი, რომელიც თავს იჩენს სრულიად ჯანმრთელ ბავშვებში, გრძელდება არანაკლებ სამი საათისა დღეში და მეორდება არაუმეტეს სამი დღისა კვირაში
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ კოლიკა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ფიქსირდება ბავშვების 20-25%-ში ყველაზე ხშირად სიცოხლის პირველი 3 (იშვიათად 4) თვის ასაკში.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ თუ ჩვილი ტირის და ვერ ამშვიდებთ 6 თვის განმავლობაში, ეს არ არის კოლიკა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამ შემთხვევაში პედიატრმა უნდა დასვას დიაგნოზი.
ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩნდება კოლიკა, დღესდღეობით არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებულია ჩვილის ნერვული სისტემის განვითარებასთან, რომელიც დაახლოებით 4 თვის ასაკისთვის მომწიფდება და პრობლემაც აღმოიფხვრება.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი თვის ჩვილს შესაძლოა ტირილის რეალური მიზეზი ჰქონდეს. მას შეიძლება შიოდეს, სწყუროდეს, სცხელოდეს ან სციოდეს, ჰქონდეს საკვების მონელების პრობლემა. დიაგნოზი კოლიკა ფიქსირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოჩამოთვლილი არანაირი პრობლემა არ არსებობს, ბავშვი კომფორტულ გარემოშია, მაგრამ მაინც ტირის. ლოგიკურია, რომ პრობლემების არქონა რეალურად უნდა შეაფასოს ექიმმა და დიაგნოზიც მანვე უნდა დასვას.
საშუალება, რომელიც გარანტირებულად მოაგვარებს თქვენი ჩვილის კოლიკას, არ არსებობს, თუმცა არსებობს საშუალებები, რომელიც ამ შეტევას შეამსუბუქებს.
წყარო:ევგენი კომაროვკსი