რატომ იღებენ უკან ბავშვები დედის რძეს და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?

12-03-2022

როდესაც ბავშვს პირველად აქვს რძის, ნერწყვის ან საკვების რეგურგიტაცია (ამოქარვება, ამოღებინება), მშობლები, როგორც წესი, ამაზე ძალიან ღელავენ. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ეს ბავშვებში ნორმალურია. მაგრამ მაინც რა არის ამის მიზეზი?  მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს და მათი უმეტესობა სრულიად უვნებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი დედის რძეს მიირთმევს თუ ხელოვნურ საკვებს, რძის ნაწილის ამოღება ბავშვებს ორივე შემთხვევაში ახასიათებთ. 

რა იწვევს ამოღებინებას?

ნაწილობრივ განვითარებული სარქველი. როდესაც საკვებს ან სასმელს ვიღებთ, მიღებული მასა საყლაპავის გავლით კუჭში ჩადის. კუჭში მას კუჭის მჟავე წვენი ერევა, მუშავდება და გადადის ნაწლავებში, სადაც მონელების პროცესი გრძელდება. საყლაპავსა და კუჭს შორის მოთავსებულია სარქველი, რომელიც საკვების ნარჩენებს არ აძლევს საშუალებას კუჭიდან საყლაპავში დაბრუნდეს.
სარქველი კუნთოვანი სტრუქტურაა, რომელიც ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში ჯერ არ არის სრულად განვითარებული, რის შედეგადაც ხდება კუჭიდან საკვების საყლაპავში გადასროლა (ჩვილ ბავშვთა რეფლუქსი, ანუ გასტროეზოფაგური რეფლუქსი). შედეგად ვიღებთ მიღებული საკვების ნაწილის ამოღებას.

რეფლუქსი, ამოქარვება,

მცირე მოცულობის კუჭი

დაბადებისას ბავშვის კუჭის მოცულობა ძალია მცირეა და ის ნელა იზრდება. ჩვილ ბავშვებს კუჭი რძით ძალიან მალე ევსებათ და უფრო დიდი ულუფის მიღების შემთხვევაში, კუჭიდან რძის რეფლუქსი მარტივად ხდება.

ჰაერის ჩაყლაპვა

კვებისას ბავშვი ყლაპავს ჰაერსაც. კუჭში დაგროვებული აირი გამოიდევნება საყლაპავში და მასთან ერთად მიღებული რძის ულუფაც გამოდის.

სხვა გამომწვევი მიზეზები

•    სარძევე ჯირკვლის გადავსების პირობებში შეიძლება ჩვილმა რძის ძალიან დიდი ნაკადი მიიღოს, რამაც კუჭის მალე გადავსება და დიდი რაოდენობით ჰაერის ჩაყლაპვა გამოიწვიოს.
•    ზოგი ბავშვი უფრო მეტად იღებს საჭმელს უკან, კბილების ამოსვლის დროს, მყარი საკვების მიღების დაწყების დროს ან ხოხვის სწავლის დროს.
•    ასევე პროცესი უფრო ინტენსიურია, როცა ბავშვი ახველებს, ტირის ან ძალას ატანს რაიმე აქტივობას.
ეს გამომწვევი მიზეზები ნორმას შეესაბამება, არ უქმნის ბავშვს დისკომფორტს და განვითარების პროცესის საფეხურებია. თუ ბავშვი განაგრძობს წონაში ნორმალურად მატებას, საშიშიც არაფერია. ჩვილი ბავშვისთვის წონაში ნორმალური ნამატი წარმოადგენს კვირაში 170 გრამს. მას ასევე უნდა სჭირდებოდეს სველი საფენის გამოცვლა ყოველ 6 საათში.

რეფლუქსი, ამოქარვება,

მოღებინება ხდება კვებიდან მცირე დროში:

•    ყველაზე ხშირად ეს არის  1-2 სუფრის კოვზი რძე, რაც სრულიად ნორმალურია.
•    უფრო დიდი რაოდენობით რძის ამოღება შეიძლება მოხდეს ბავშვის ჭარბად კვების შემთხვევაში.
•    მცირე რაოდენობით რძის ამოღება ხდება წამოქაფების დროს.
•    ნორმაში ამოღებინების გამო ბავშვი არ ტირის.
•    ზოგჯერ რძე გადმოდის ცხვირიდანაც.

სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ:

•    ამოღებინება ხშირად კვებას მოჰყვება, მაგრამ შეიძლება კვებიდან 1-2 საათის შემდეგაც მოხდეს.
•    0-3 თვის ბავშვების 50% დღეში ერთხელ მაინც იღებს უკან საჭმელს.
•    ამოღებინება ყველა ხშირად 2-4 თვის ასაკში ხდება.
•    უმეტესად ბავშვები ამას წყვეტენ 7-8 თვის ასაკში.

რა განსხვავებაა ამოქარვებასა და ღებინებას შორის?

ამოღებინება, ამოქარვება ძალდაუტანებელი პროცესია, მასში არ არის ჩართული კუნთების მოქმედება და საკვები მარტივად გადადის კუჭიდან საყლაპავში. ეს პროცესი ბავშვისთვის დიკომფროტს არ იწვევს. სრული ღებინების დროს ჩართულია რამდენიმე კუნთის აქტივობა, ეს არის უფრო ძალისმიერი პროცესი, რაც იწვევს დისკომფორტს. თუ ბავშვი ტირის და შეწუხებულია, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ღებინებასთან. ღებინება კვების შემდეგ მალევე ხდება და გამოყოფილი სითხის მოცულობაც უფრო მეტია.

შეიძლება ჭარბმა ამოღებინებამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდაზე?

რეგულარული ამოღებინება არავითარ გავლენას არ მოახდენს ბავშვის განვითარებაზე, თუ ის არ განიცდის დისკომფორტს, იკვებება ადეკვატურად და წონის ნამატი ნორმას შეესაბამება.

რეფლუქსი, ამოქარვება,

ნორმალურია, როცა ბავშვი სუფთა სითხეს იღებს უკან?

სუფთა, განმჭვირვალე სითხის ამოღება სრულიად ნორმალურია.კვების შემდეგ ან ამოქაფებასთან ერთად რძის მინარევების შემცველი სითხე ამოდის. გამჭვირვალე სითხის ამოღების დროს, სავარაუდოდ, ბავშვი მხოლოდ ნერწყვს გამოყოფს. თუმცა ამ შემთხვევაში უმჯობესია გაიაროთ პედიატრთან კონსულტაცია და დარწმუნდეთ, რომ ბავშვს რაიმე სამედიცინო პრობლემა არ აქვს.

შესაძლებელია ამოქარვების შემცირება?

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამოქარვების სრულიად შეწყვეტა შეძლოთ, მაგრამ შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხით შეამციროთ ის:
1. დაიკავეთ ბავშვი გამართულ პოზიციაში
ბავშვი დაიჭირეთ გამართულ პოზიციაში კვების დროს და შეინარჩუნეთ ეს პოზიცია კვებიდან 15-30 წუთის შემდეგაც.
2. არ გამოკვებოთ ბავშვი მწოლიარე პოზიციაში
არასოდეს გამოკვებოთ ბავშვი, როცა წევს. ამან შეიძლება გადაცდენა და უფრო ინტენსიური რეფლუქსი და ამოღებინება გამოიწვიოს.
3. შეამცირეთ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები
ბავშვი გამოკვებეთ მშვიდ გარემოში, სადაც არ არის ბევრი ხმაური ან გადაადგილება. თუ ბავშვს კვებისას ყურადღება გაფანტული აქვს, უფრო მეტი შანსია, რომ ჰაერს ჩაყლაპავს.
4. ბოთლის თავი
თუ ბავშვი ბოთლით იკვებება და ბოთლის თავი საკვებს ძალიან წვრილი ხვრელიდან ატარებს, შეიძლება გაუჭირდეს რძის გამოწოვა და მეტი ჰაერი ჩაყლაპოს. ასევე ხვრელი არ უნდა იყოს ძალიან ფართო, რათა საკვების ნაკადი არ იყოს ზედმეტად ინტენსიური.
5. არ მისცეთ ბავშვს საკმარისზე მეტი საკვები
თუ ბავშვი ყოველი კვების შემდეგ რძის რაღაც ნაწილს იღებს, მაშინ შანსია, რომ მას საკმარისზე მეტ საკვებს აძლევთ. ხშირი და მცირე ულუფებით კვება უკეთესია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
6. დაეხმარეთ ბავშვს ამოქარვებაში  -  წაიკითხეთ სტატია 
დაეხმარეთ ბავშვს ამოქაფებაში კვების განმავლობაში და კვების შემდეგ, რათა გათავისუფლდეს კვების პროცესში მიღებული აირებისგან.
7. არ მოახდინოთ ზეწოლა მუცელზე.
ჩააცვით ბავშვს ტანზე თავისუფალი ტანსაცმელი. არ გაუკეთოთ ძალიან ვიწრო საფენი. არ წაიყვანოთ კვების შემდეგ მანქანით. ჯდომისას მუცელზე ზეწოლა გარდაუვალი იქნება.
8. დაძინებისას დააწვინეთ ბავშვი ზურგზე - წაიკითხეთ სტატია 
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ზურგზე ეძინოს, რათა შემცირდეს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. თქვენ შეიძლება გეშინოდეთ, რომ ზურგზე წოლისას შეიძლება ამოაქარვოს და ამოღებული სითხე გადასცდეს, მაგრამ ამის შანსი არ არსებობს.
11. შეამცირეს საწოვარას გამოყენება
საწოვარას მუდმივი წოვის შედეგად ბავშვი ყლაპავს დიდი რაოდენობით ჰაერს.
12. გაციება
გაციების დროს ბავშვი ყლაპავს დიდი რაოდენობით ლორწოვან გამონადენს და შედეგად აქარვებს უფრო ინტენსიურად.


როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს?

ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი:

o    არ იმატებს წონაში.
o    აქარვებს ძალისმიერად.
o    გამოყოფს სისხლიან, ყავისფერ ან მწავე შეფერილობის სითხეს. 
o    ამოქარვებას წინ უძღვის ხველა ან გადაცდენა.
o    რეგულარულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე.
o    ამოქარვება დაიწყო 6 თვის ან უფრო დიდ ასაკში.
o    ნორმაზე მეტ საფენს ასველებს.
o    განავალს მოჰყვება სისხლი.
o    უჭირს სუნთქვა.
o    აქვს მუცლის შებერილობა ან ყაბზობა.

გამოკვლევები, რომლებსაც ამ დროს ატარებენ 

ექიმი მდგომარეობას ანამნეზისა და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე შეაფასებს. სისხლის ანალიზი და რენტგენული კვლევა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება საჭირო.

როდის წყვეტს ბავშვი ამოღებინებას?

ბავშვები ამოღებინებას 6-7 თვის ასაკში წყვეტენ, ან მაშინ, როცა დამოუკიდებლად ჯდომას სწავლობენ. იშვიათ შემთხვევაში ამოქარვება 1 წლის ასაკამდეც გრძელდება.
ზრდასთან ერთად ბავშვის კუნთოვანი სისტემაც იზრდება და ძლიერდება. შედეგად საკვები კუჭიდან საყლაპავში აღარ გადაადგილდება და რეფლუქსი წყდება.

წყარო:momjunction

ასევე დაგაინტერესებთ: