საბავშვო ბაღი და ვირუსები - ვთქვათ თუ არა უარი ბაღზე

17-10-2023

ექიმი კომაროვსკი გვესაუბრება, როდის შეიძლება ვთქვათ საბოლოოდ უარი საბავშვო ბაღზე გამუდმებული ვირუსის გამო

თუ ბავშვი მუდმივად ავადმყოფობს, ლოგიკურია, რომ მშობელი ფიქრობს იმაზე, ბავშვი  მუდმივი ინფექციის წყაროს მოაშოროს. ფაქტია, რომ ბავშვთა კოლექტივი ვირუსების ბუდეა.  სოციალიზაციის მეორე მხარე  დაუსრულებელი ავადმყოფობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის წელიწადში 6-12 ვირუსი ნორმად მიიჩნევა, მშობლებს ეს ვერ ამშვიდებს. აბა, როგორია,  3 დღე ბაღში სიარულის შემდეგ ბავშვი 3 კვირა სახლში უნდა იყოს. გასაგებია, რომ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის იმუნური სისტემა, მაგრამ თუ ბავშვის  ავადმყოფობა გართულდა ისე, რომ მას ანტიბიოტიკების მიღებაც კი უხდება, იქნებ უმჯობესია, რომ  ბაღი დროებით საერთოდ დავივიწყოთ? სწორედ ეს კითხვა აწუხებთ ხოლმე მშობლებს ყველაზე ხშირად და ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ცნობილი ექიმის, კომაროვსკის მოსაზრება.

საბავშვო ბაღი, კომაროვსკი,

რას გვირჩევს კომაროსვკი?

გაციების, სურდოს, ვირუსის დროს, თუ მშობელი სწორად მიუდგება საკითხს, სულაც არ არის საჭირო ბავშვისთვის რაიმე მედიკამენტის, მით უმეტეს ანტიბიოტიკის  მიცემა. მშობლის მიერ სათანადო, ადეკვატური მიდგომის შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმი ვირუსს თავად გაუმკლავდება, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე. ექსპერტების აზრით, ასეთ ინფექციებს არანაირი მკურნალობა არ სჭირდება. ექიმ კომაროვსკის არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ მსგავს შემთხვევაში საუკეთესო, რაც დედამ შეიძლება გაუკეთოს შვილს, არის ოთახის ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება, ასევე ბავშვისთვის ბევრი სითხის მიცემა  და ადეკვატურად ჩაცმა - არც ძალიან თბილად ჩაცმა ვარგა და არც ძალიან თხლად. ერთადერთი, რაც აფთიაქიდან შეიძლება დაგჭირდეთ, არის ფიზიოლოგიური  

როდის არ შეიძლება ავადმყოფი ბავშვის გასეირნება?

ხსნარი, რეჰიდრატაციის საშუალება და ტემპერატურის აწევის შემთხვევაში სიცხის დამწევი. 


თუ მკურნალობის დროს ამ ჩარჩოდან არ ამოვარდებით, მაშინ ბაღში სიარული შესაძლებელიც არის და საჭიროც, - ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი კომაროვსკი. 
თუ მწვავე რესპირატორული ინფექცია ხდება მრავა

ლი მედიკამენტის  დანიშვნის მიზეზი, თუ ის მიმდინარეობს გართულებებით, თუ სამ თვეში ერთხელ საჭირო ხდება ანტიბიოტიკების დანიშვნა, მაშინ ნამდვილად დასაფიქრებელია არა ის, რამდენად მიზანშეწონილია საბავშვო ბაღში სიარული, არამედ ის, თუ რას აკეთებთ შეცდომით. ექსპერტები ცალსახად აღნიშნავენ -  ხშირი ვირუსული ინფექციები, თუ ის წამლების გარეშე იმართება, არ არის იმის მიზეზი, რომ უარი თქვათ საბავშვო ბაღში სიარულზე. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: