როდის არის საჭირო ხველების წამალი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

24-10-2022

რა არის ხველა და რა იწვევს მას? 

ხველა სასუნთქი გზების გაწმენდის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მის გარეშე არა თუ ავადმყოფი, ჯანმრთელი ადამიანიც კი წარმოუდგენელია. თუ ბავშვი ახველებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სასუნთქი გზები გაწმენდას საჭიროებს, ე.ი. ფილტვებში არის რაღაც ისეთი, რაც ხელს უშლის სუნთქვას. ხველის გაძლიერება ამ შემთხვევაში გონიერი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მისი შეჩერება კი, როგორც თავად ხვდებით, არ არის მართებული, უფრო მეტიც, სახიფათოა, რადგან ხველის მიზეზი არსად გაქრება და ის თავს იჩენს სხვა დროს და შესაძლოა უფრო სერიოზული სიმპტომების სახით.

ხველა, კომაროვსკი, ხველების წამალი,

როდის არის საჭირო ხველების წამალი? 

თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ალბათ გიკვირთ, მაშინ რატომ იყიდება აფთიაქებში პრეპარატები, რომელსაც აწერია, რომ აქვს ხველის საწინააღმდეგო ეფექტი?  იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ხველა არ არის საჭირო, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიოლოგიურად მიზანშეუწონელია და მხოლოდ ვნებს ორგანიზმს. ეს ხდება მაგალითად პლევრიტის, ან ფილტვის ონკოლოგიური დაავადებების დროს.

პრინციპულად მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ხველების საწინააღმდეგო პრეპარატს, ნებისმიერ მათგანს,  არაფერი გააჩნია საერთო თვითმკურნალობასთან. თუ მაინც გადაწყვიტეთ თავად დაუნიშნოთ ბავშვს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი, კარგად გაეცანით ანოტაციას და თუ იქ მითითებულია, წერია, რომ პრეპარატი თრგუნავს ხველას ან აქვს ხველების საწინააღმდეგო ეფექტი, ნუ შეიძენთ ამ პრეპარატს.

განსაკუთრებით სახიფათოა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება წლამდე ბავშვებში, როდესაც ფილტვებში ლორწო წარმოიქმნება.  მსგავსი პრეპარატები კი, რომელიც აფერხებს ხველას,  ხელს უწყობს ფილტვებში სისველის გამრავლებას. სწორედ ამიტომ არ არის გამართლებული და მიზანშეწონილი ხველების წამლის თვითნებურად დანიშვნა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ევგენი კომაროვსკის რჩევები ბევრ სხვადასხვა თემაზე