როდის არ შეიძლება ავადმყოფი ბავშვის გასეირნება?

13-02-2023

როდის არ გავასეირნოთ ბავშვი?

გაგიკვირდებათ და სიტუაცია, როდესაც ბავშვის გასეირნება არ შეიძლება, ათასჯერ ნაკლებად გვხვდება, ვიდრე სიტუაცია, როდესაც ბავშვის გასეირნება აუცილებელია. 
•    არ შეიძლება მწვავე ინფექციური დაავადებების  დროს, როდესაც ბავშვი თავს რეალურად ცუდად გრძნობს, აქვს მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და ტკივილი. 
•    არ შეიძლება ზოგიერთი იშვიათი დაავადების დროს, როდესაც მკაცრი წოლითი რეჟიმი უბრალოდ აუცილებელია. 
•    ბავშვის გასასეირნებლად გაყვანა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მისი ავადმყოფობა გადამდებია (თუმცა არა ყოველთვის, ტყეში ან ისეთ ადგილას, სადაც ხალხი არ იყრის თავს, სეირნობა დასაშვებია).  

რაში გვეხმარება სეირობა ავადმყოფობის დროს? 

სუფთა ჰაერი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს, ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია სასუნთქი გზების დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ლარინგიტი). მაგალითად, ბავშვს აქვს ფილტვების ანთება. დაიწყეთ მკურნალობა, ტემპერატურა დასტაბილურდა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მოძრაობა, არამედ სუფთა ჰაერის სუნთქვა. უბრალოდ აივანზე დგომა და ღრმად სუნთქვაც აბსოლუტურად საკმარისი იქნება. 

გახსოვდეთ, ცივი ჰაერის ჩასუნთქვის დროს, სისველე კონდენსირება ცხელ სასუნთქ გზებზე და იწვევს ლორწოვანი გარსის დატენიანებას. თუ სეირნობის დროს ბავშვს დაეწყო სველი ხველა, რომელიც სახლში არ აღენიშნებოდა, ეს ძალიან დადებით ნიშანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს აქვს სასუნთქ გზებში გაჩენილი ლორწოს ამოხველების შანსი.

თუმცა ხშირად ხდება, რომ მსგავსი სიმპტომის დროს, თუ ბავშვი გარეთ დაახველებს, მშობლებს სასწრაფოდ სახლში მიჰყავთ. ამ დროს რა ხდება - ლორწო დატენიანდა, შესაბამისად მოცულობაში გაიზარდა, თუ სეირნობას შეწყვეტთ და ბავშვს სახლში გამოკეტავთ, ბავშვს გაუჭირდება სუნთქვა და მშობლების მიერ საბოლოო დასკვნაც დაიდება - აი, გარეთ გავიყვანეთ თუ არა, მდგომარეობაც დამძიმდა. ამიტომ, ან დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ ან საერთოდ არ დაიწყოთ. სასუნთქი გზების ძალიან ბევრი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ჭარბი ლორწოს გამოყოფა, ცივი ჰაერი ბევრად ეფექტურია, ვიდე ბევრი წამალი. 
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ნებისმიერი დაავადების დროს, რომელიც სასუნთქ გზებთან არის დაკავშირებული, სუფთა ჰაერი (ექიმის მოსვლამდე) უებარი წამალი და გადაუდებელი დახმარებაა.  
საბოლოო დასკვნის გამოტანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ: ბუნებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზმში ირთვება ადაპტაციის ბუნებრივი მექანიზმი. ამიტომ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აკრძალოთ სუფთა ჰაერზე სეირნობა, თუ ბავშვს რაიმე სასწაული დაავადება არ აქვს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ბავშვის სეირნობა ავადმყოფობის დროს - კომაროვსკის რჩევები