მშობელს სურს, ბავშვის ავადმყოფობის დროს ექიმისგან მიიღოს კონკრეტული ინსტრუქცია, შეიძლება თუ არა ამ დროს ბავშვის გასეირნება. თუ შეიძლება, როდის და რამდენი ხანი. თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ მსგავს შემთხვევებში უნივერსალური რჩევები და რეკომენდაციები არ არსებობს.
მთავარი ფაქტორი, რომელიც აღნიშულ დროს განსაზღვრავს რეკომენდაციას, არის არა ამინდი, არამედ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბებია-ბაბუების და მშობლების მზარდყოფნა თავის გასაწირად, არამედ ბავშვის აღზრდის მეთოდი. მოგიყვანთ ერთ მარტივ მაგალითს. ადამიანის სხეულს აქვს ორი უმთავრესი რეფლექსოგენური ზონა - ფეხის ტერფი და ყური. თუ ბავშვი მიჩვეულია ფეხზე წინდის და თავზე ქუდის ხმარებას, მაშინ სიცივე პირდაპირ იმოქმედებს მასზე და დიდი ალბათობით გამოიწვევს მის გაციებას. ხოლო თუ ბავშვი ჩვილობიდანავე გაკაჟებულია, მიჩვეულია ფეხშველა სირბილს სახლში და არც ქუდია მისი მთავარი და განუყრელი ატრიბუტი, მაშინ ჰაერის ტემპერატურის მიმართ მისი მგრძნობელობა ნამდვილად არ იქნება მაღალი და მას გაციების საშიშროება არ დაემუქრება.
სეირნობის დროს მთავარი საშიშრობა არის გადაციება ან გადახურება. ბავშვებში ეს უფრო ადვილად იჩენს თავს, ვიდრე დიდებში, რაც განპირობებულია მოზარდის ორგანიზმით, რომელშიც საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული თერმორეგულაციის სისტემა. ამ დროს შეფასების მთავარი კრიტერიუმი თავად ბავშვის საქციელია. არც გადაციება და არც გადახურება არ იჩენს თავს უცაბედად, რომ ბავშვი უცბად გადახურდეს ან ძალიან შესცივდეს. თუ ბავშვი არაფერს უჩივის, არ სცხელა, რაც გადხურების პირველი ნიშანია, გააგრძელეთ მშვიდად სეირნობა, სანერვიულო არაფერია. რაც უფრო ექსტრემალურია ამინდი, მით ნაკლებად სასურველია ბავშვის სასეირნოდ მარტო გაშვება, უფროსების გარეშე.
ახლა კი ორიოდე სიტყვა გაციების შესახებ. სურდო არის ავადმყოფობა, რომელიც თავს იჩენს გადაციების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი და თქვენი შვილის ყელში ბინადრობს მიკრობი სახელად სატფილოკოკი (ის მართლა ბინადროს ადამინების 100%-ში). ამ მიკრობის გამრავლებას აკავებს ადამიანის იმუნური სისტემა და ამიტომ სტაფილოკოკის და ადამიანების თანაცხოვრება მშვიდად გრძელდება წლების განმავლობაში. გადაციების შედეგად კი ადამიანის იმუნური სისტემა სუსტდება და სტაფილოკოკიც იწყებს თავისუფლად გამრავლებას, რაც იწვევს ავადმყოფობას. გასაგებია, რომ გაციება ეს არ არის ინფექციური, გადამდები დაავადება, არამედ ცალკეული ადმიანის კონკრეტული პრობლემაა.
შემდეგ რა ხდება? მიკრობი მრავლდება, სხეული გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს და დაავადება იხევს უკან. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთხელ გავცივდებით? სტაფილოკოკი ისევ იწყებს გამრავლებს, თუმცა ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები შემორჩენილი გაქვთ და ან აღარ დაავადდებით ან ეს ავადმყოფობა ძალიან მსუბუქად ჩაივლის. სწორედ ამაში მდგომარეობს გაკაჟების არსი. გაკაჟების დროს ადამიანი შეგნებულად ააქტიურებს ორგანიზმში მიკრობებს, საბოლოოდ კი იმუნიტეტი იმ უმაღლეს კონდიციამდე მიჰყავს, რომ გაციებას უკვე აღარ შეუძლია მის ორგანიზმში ავადმყოფობის გამოწვევა.
დასკვნა: თუ ბავშვი ოდნავი შეციების შედეგად ცივდება და ავად ხდება, კარგად გახდომის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ სახლში.
ავადმყოფი ბავშვის სასეირნოდ გაყვანა კი არ არის მიზანშეწონილი, თუ მას სიცხე აქვს, უმჯობესია დაელოდოთ ბავშვის გამოჯანმრთელებას. ზოგადად კი სიტუაცია, როდესაც ბავშვის სასეირნოდ გაყვანა არ შეიძლება, იმაზე მეტად იშვიათად გვხვდება, ვიდრე სიტუაცია, როდესაც ბავშვის სასეირნოდ გაყვანა უბრალოდ აუცილებელია.
ჩვილი ბავშვის გასეირნება
მშობელი უნდა ეცადოს, ზუსტად იცოდეს, სად გაასეირნებს ბავშვს. ჩვილი ბავშვისთის აივანიც მისაღებია, ან ეზო, თუ კერძო სახლი გაქვთ. საქმე რთულდება იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე. თუმცა ნებისმიერი გასეირნება მოითხოვს მშობლის მუდმივ ყურადღებას და ეს იმ დროს, როდესაც დედას უამრავი საქმე აკვს. თუ აივანი გაქვთ, ნამდვილად არ ღირს ეტლის ეზოში ჩატანა და შემდეგ მისი უკან ამოტანა, ეს ნამდვილად ფუჭი წვალება იქნება. არც ის არის კარგი, ჩვილი ხალხმრავალ ადგილას თუ აღმოჩნდება.
ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა მიაჩვიოთ სუფთა ჰაერზე გაჩერებას, დაიწყეთ 5 წუთით და გაზარდეთ დრო ყოველდღიურად, ადით ნახევარ, ერთ საათამდეც კი, ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს თქვენს ბავშვზე.
ერთი თვის ასაკისთვის შეგიძლიათ ბავშვი აივანზე უფრო დიდხანს გყავდეთ, თუ ამინდი იძლევა ამის საშუალებას. სხვათა შორის, ცუდი ამინდი, თუ ქარი და წვიმა არ არის, ბავშვზე დადებითად უფრო მოქმედებს. ვიდრე უარყოფითად, თუ ბავშვი სათანადოდ იქნება ჩაცმული.
სუფთა ჰაერზე სეირნობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი შვილი უკეთ დაიძინებს და ჭამის მადაც უკეთესი ექნება.
წყარო: ევგენი კომაროვსკი