როგორ ავიცილოთ თავიდან ბრტყელტერფიანობა

30-03-2023

 

ბრტყელტერფიანობა თავისთავად არც ისე საშიშია, თუმცა ტერფი ის ფუნდამენტია, რომელსაც მთელი ორგანიზმი ეყრდნობა. თუ სიარულის დროს სწორად არ დგას, დატვირთვა გადადის მუხლებზე, მენჯ-ბარძაყის სახსრებზე და შესაბამისად, ხერხემალზე. აი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა.

ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკის რა მეთოდები არსებობს?

ბავშვის ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდიდან იწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი დედის ცხოვრების წესი, მისი კვება. კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობამ შესაძლოა მომავალში ნაყოფის ბრტყელტერფიანობა გამოიწვიოს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკა ამ კუთხით გულისხმობს ფიზიკურ აქტივობასა და ორთოპედთან ვიზიტებს.

რა შემთხვევაში მივმართოთ ორთოპედს?

ორთოპედთან პირველი შეხვედრა 1 თვის ასაკში უნდა მოხდეს. ეს მოგცემთ საშუალებას გამორიცხოთ თანდაყოლილი დეფორმაციები და ჩონჩხის სხვა დეფექტები. მეორედ და მესამედ კონსულტაციები საჭიროა 2 და 6 თვის ასაკში. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება გაარკვიოთ, აქვს თუ არა ბავშვს რაქიტი. 1 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანია თარიღია, როდესაც ორთოპედთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს. ამ ასაკში ბავშვი აქტიურად გადაადგილდება და მოძრაობს და აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, სწორად ვითარდება თუ არა მისი ხერხემალი და სახსრები. შემდგომი ვიზიტები, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდებულია წელიწადში ან ნახევარ წელიწადში ერთხელ.

ბრტყელტერფიანობა, ბრტყელტერფიანობის მკურნალობა,

ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა

  • 2-3 წლის ბავშვებში სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი
  • მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის არა მხოლოდ ვიზუალი და ზომა, არამედ ტერფის სწორი მდებარეობა. ეცადეთ, ფეხსაცმელს ჰქონდეს რბილი სუპინატორი, მაგარი უკანა ნაწილი და 1-1,5 სმ ქუსლი.
  • მნიშვნელოვანია საიმედო მოჭერა, ეს შესაძლებელია იყოს თასმა ან სხვა სახის შესაკრავი, მთავარია, რომ მყარად აფიქსირებდეს ფეხს.
  • ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს რბილი და დრეკადი, რათა სახსრების მუშაობას სიარულის დროს ხელი არაფერმა შეუშალოს.
  • ეცადეთ თავი აარიდოთ მაგარ და ხელოვნურ მასალას.
  • ფეხსაცმლის ცხვირი უნდა იყოს განიერი და მრგვალი, რათა ფეხის თითები იყოს თავისუფლად.
  • ფეხსაცმლის ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის ცხვირს შორის უნდა იყოს დისტანცია 0,5, უმჯობესია - 1 სმ.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ სწორად შერჩეული უნდა იყოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო ფეხსაცმელი.

ბრტყელტერფიანობა, ბრტყელტერფიანობის მკურნალობა,

კიდევ ერთი ოქროს წესი - ბავშვს ახალი ფეხსაცმელები შეუძინეთ, და-ძმის ნახმარმა შესაძლოა მას ზიანი მიაყენოს. იაროს ბავშვმა ფეხშიშველმა ეცადეთ ბავშვმა ფეხშიშველმა იაროს არა მხოლოდ მყარ ზედაპირზე, როგორიც არის პარკეტი, არამედ, ხანდახან, ბალახზე და მიწაზეც. ფიზიკური აქტივობა ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა შესაძლოა მხიარულ ვარჯიშში გადაიზარდოს. სახალისო ვარჯიშებით ამის გაკეთება ნამდვილად კარგად გაართობს ბავშვს.

ასევე დაგაინტერესებთ: