სურდოს მკურნალობის მთავარი წესები

03-10-2022

სურდოს სიმპტომური მკურნალობის მთავარი წესები 

ექიმი კომაროვსკი გვირჩევს: 

მთავარი გახლავთ ის, რომ ცხვირიდან გამონადენს, ლორწოს გამოშრობის საშუალება არ მივცეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თხევადი მასა შესქელდეს? რა ფაქტორები მოქმედებს ამაზე?

1. ეს გახლავთ ჰაერი, რომლითაც ბავშვი სუნთქავს. რაც უფრო გამომშრალია ჰაერი, მით აქტიურად  შედის მასში წყალი ლორწოდან, რაც უფრო თბილია ჰაერი, მით მალე აშრობს ლორწოვან გარსს. ასე რომ, პირველი და მთავარი წესი სურდოს სამკურნალოდ გახლავთ ჰაერის ტენიანობის და ოთახის გრილი ტემპერატურის კონტროლი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი

სურდო, კომაროვსკი, ჰაერის დამატენიანებელი,

2.სისხლის რეოლოგია
როდესაც სისხლი შესქელებულია, შესაბამისად შენელებულია სისხლის მიმოქცევის პროცესი, ეს ეხება ლორწოვან გარსსაც, რაც აფერხებს ლორწოს გამოყოფას. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო სქელია სისხლი, მით უფრო სქელია ლორწოც. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ სისხლის გასქელება? პასუხი მარტივია  - მივიღოთ მეტი სითხე. ასე რომ, მეორე წესი - მეტი სითხის მიღება. 

ეს ორი წესი გახლავთ უმთავრესი სურდოს სიმპტომური მკურნალობის დროს. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: