როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი შვილები - კომაროვსკის რეკომენდაცია 

19-10-2021

რაც უნდა იყოს, ბავშვის ოთახთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულება საკმაოდ მარტივია - ტემპერატურის რეგულაცია, ოთახის დატენიანება, ოთახის სველი წესით დალაგება, განიავება. დიახ, ტემპერატურის რეგულირება და ჰაერის დატენიანება, არანაირი გამათბობელი ბავშვის ოთახში, სწორედ მშრალი და თბილი ჰაერი იწვევს ბავშვებში უამრავ დაავადებას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მშობელია დარწმუნებული იმაში, რომ მისი შვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მარტო ექიმია, მთელი პასუხისმგებლობა მკურნალ ექიმზე გადადს. დაგვერწმუნეთ, ექიმი და წამალი ყველაზე ნაკლებად საჭირო საშუალებაა თქვენი შვილის ჯანმრთელობის შესანრჩუნებლად. თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელი იყოს, მოუსმინეთ ბუნებას და ნუ ეცდებით ბავშვის მისგან დაცვას. ბავშვი არასწორი მეთოდებისგან დაიცავით. 

რისგან უნდა დაიცვათ? 
აბა, გაიხსენეთ როგორ ახვევენ დედები ბავშვბეს სახვევებში ისე, რომ არ აძლევენ განძრევის საშუალებას, აცმევენ ძალიან თბილად, აიძულებენ ბავშვს, იყოს ზედმეტად გამთბარ ოთახში, დედის რძის მაგვრად რას არ აჭმევენ, თან დარწმუნებულები არიან იმაში, რომ დედის რძე საკმარისი არ არის და ხელოვნური დამატება ბევრად ეფექტურია. 
თანამედროვე დედებს ურჩევნიათ, ეზოში სეირნობის ნაცვლად ბავშვი სახლში იყოს და უცხო ენები შეისწავლოს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს გაეცნოს. სამაგიეროდ, როგორ დაელაპარაკება უცხოელს...

მაგრამ ისმის მთავარი შეკითხვა, ბედნიერი და ჯანმრთელია ბავშვი?
ყველა დედამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაითავისოს, რომ ბავშვზე ზრუნვა კარგი საკვებით, ძვირფასი სათთამაშოებითა და გემრიელი შოკოლადებით როდი გამოიხატება. ბავშვზე ზრუნვა მასთან ერთად მაქსიმალურად დიდი დროის გატარება, სეირნობა და თამაშია.  თუ ბავშვი ავად გახდება, მოდური პრეპარატები კი არ განაპირობებს ზრუნვის ხარისხს, არც ყველაზე პოპულარული ექიმი, ამ დროს დედამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და არ უნდა მისცეს ბავშვს ზედმეტი წამლები, მხოლოდ ის აუცილებელი, რაც საჭიროა. ბავშვი სუფთა ჰაერით და საკვების შემცირებით უნდა განკურნოთ. შეცვალეთ დამოკიდებულება ავადმყოფობის მიმართ და შეცვალეთ ცხოვრების სტილი და ნახავთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ ბავშვის გაციება ქვეყნის დასასრული სულაც არ არის. ბოლოს ნახავთ, რა იშვიათად გაცივდება თქვენი ბავშვი და თუ გაცივდება და სიცხე აუწევს, ე.ი. მისი ორგანიზმი იბრძვის და უნდა დავაცადოთ იმუნიტეტს თავისი საქმის გაკეთება.