ახალშობილზე ზრუნვის კენგურუს მეთოდი

05-09-2021

კენგურუს მეთოდი შემუშავებულია დღენაკლული ან დაბადებისას მცირე წონის მქონე ახალშობილებისთვის. დედის ზრუნვის კენგურუს მეთოდი იცავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ ახალშობილებს და ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად დასტაბილურებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2021 წლის 27 მაისს გამოცემული რეკომენადაციის თანახმად,რეკომენდირებულია კენგურუს მეთოდის გამოყენება მას შემდეგ რაც ნაადრევად დაბადებული ბავშვის მდგომარეობა ინკუბატორში ყოფნისას დასტაბილურდება, ახალი კვლევების თანახმად, კენგურუს მეთოდს შეუძლია გადაარჩინოს წელიწადში მინიმუმ 150 000 ახალი სიცოცხლე. 

რას გულისხმობს ეს მეთოდი?
ახალშობილზე ზრუნვის კენგურუს მეთოდი დედასა და ახალშობილს შორის უწყვეტ კანით-კანთან კონტაქტს და ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას გულისხმობს. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დღენაკლული და დაბალი წონის მქონე ბავშვების გადარჩენის შანსს.ახალი კვლევების თანახმად, კენგურუს მეთოდი უმჯობესია გატარდეს ბავშვის დაბადებისთანავე, მისი ინტენსიურ განყოფილებაში წოლისას.უფრო ზუსტად კი, კვლევების შედეგები ასეთია: ახალშობილზე ზრუნვის კენგურუს მეთოდი ჰოსპიტალიზებული, 2 კგ-ზე დაბალი წონის მქონე ჩვილების გადარჩენის შანსს 40%-ით ზრდის. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი 25%-ით უფრო მეტია, როდესაც კენგურუს მეთოდი დაბადებისთანავე ტარდება. ერთ-ერთი მკვლევარის, ექიმ ქვინ დუბის მიხედვით, ახალშობილის დედისგან დაშორება ზრდის ორივე მათგანის სტრესის დონეს და უფრო მოწყვლადს ხდის მათ, მაშინ როცა ერთმანეთთან სიახლოვე ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დედათა და ბავშვთა ერთობლივი ინტენსიური თერაპიის განყოფილებები
ზოგ ქვეყანაში უკვე შექმნილია დედათა და ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, სადაც დედებს დაბადებისთანავე შეუძლიათ კენგურუს მეთოდით იზრუნონ შვილებზე, მათ შორის საქართველოშიც. ამავდროულად, თავად დედებსაც იქვე უტარდებათ მშობიარობის შემდგომი მკურნალობა. ისეთ განყოფილებებში დედაზე და ჩვილზე ერთობლივად ზრუნავს მეან-გინეკოლოგი და ნეონატოლოგი. 

ახალშობილზე ზრუნვის კენგურუს მეთოდის სხვა დადებითი მხარეები
გადარჩენის შანსის გაზრდასთან ერთად, კენგურუს მეთოდი ახალშობილთა ინფექციებისა და ჰიპოთერმიის რისკს ამცირებს. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე ადრეული ძუძუთი კვების წახალისებაა.

წყარო: who.int