როგორ დავეხმაროთ ბავშვს პროფესიის შერჩევაში

19-08-2023

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საგანმანათლებლო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ 16-17 წლის მოზარდებს ცხოვრების მთავარი საქმიანობის შერჩევა უწევთ. როგორ შეიძლება დაეხმაროს ამ დროს მშობელი შვილს გადაწყვეტილების მიღებაში?

პროფესიის არჩევა,

შეისწავლეთ ინტერესების სპექტრი

დაუჯექით ბავშვს და გაიხსენეთ, რა გამოსდიოდა ბავშვობიდან ყველაზე კარგად, რაზე ოცნებობდა და რაში სურდა საკუთარი თავის რეალიზაცია. ვიღაცას ნამდვილად გამოუვა ზოგადი ინტერესების სფეროს განსაზღვრა, ვინც არ იცის რა უნდა, შეუძლია გადავიდეს შემდეგ პუნქტზე. 

სცადეთ ყველაფერი

მშობლის ამოცანაა შვილს ამომწურავი ინფორმაცია მიწოდოს ყველა პროფესიის შესახებ. მოუყევით ყველაფერი, რაც იცით, ატარეთ სხვადასხვა დაწესებულებაში, თუ ამის საშუალება იქნება, მიეცით შანსი ამა თუ იმ სფეროში გამოცადოს საკუთარი თავი. ჩაწერეთ ახალ-ახალ სექციებსა თუ წრეებზე. ეცადეთ, რომ გაეცნოს სხვადასხვა პროფესიის შიდა სამზარეულოებს. 

პროფესიის არჩევა,

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ფულზე

მშობლების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომაა პროფესიის ანაზღაურების მიხედვით შერჩევა. ფულის მომტანმა პროფესიამ შესაძლოა საერთოდ არ მიანიჭოს თქვენს შვილს სიამოვნება. მთავარია ადამიანს უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს და ამ შემთხვევაში ის დიდი ალბათობით უფრო წარმატებული და ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. პროფესიის არჩევის დროს ფული თვითმიზანი არ უნდა იყოს. 

არ მოახდინოთ ზეწოლა

ბავშვმა პროფესია თავად უნდა შეარჩიოს. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ, ურჩიოთ, გაუწიოთ რეკომენდაცია, თუმცა რამის დაძალებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ. ეცადეთ ყოველთვის დარჩეთ თქვენი შვილის მხარდამჭერად ნებისმიერ სიტუაციაში და კარგად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრება თქვენი საკუთრება არ არის, თქვენ მას ვერც განაგებთ და ვერც გადაწყვეტთ, თქვენ უბრალოდ გვერდში უნდა ედგეთ და დაეხმაროთ. საბოლოო გადაწყვეტილების უფლება ბავშვს მიეცით, დაე, მან თავად გააკეთოს თავისი ცხოვრების მთავარი არჩევანი. 

ასევე დაგაინტერესებთ: