რას კარგავს ბავშვი, როდესაც ხორცს არ მიირთმევს და როგორ უნდა მოვიქცეთ?

09-07-2023

თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხორცზე უარს და ხდება ვეგეტარიანელი.ამის მიზეზი შეიძლება იყოს რელიგიური მოსაზრება, ჯანმრთელობა, ეთიკური ან  ფილოსოფიური შეხედულებები, გარე სამყაროს დაცვა, შედარებით მსუბუქი საკვების მიღების სურვილი და ბოლოს, ეს შესაძლოა უბრალოდ მოდური ტენდენცია იყოს.  მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ხორცზე უარს ამბობს არა ზრდასრული ადამიანი, არამედ მოზარდი, საკუთარი ინიციატივით. საინტერესოა, მართლა შეიცავს თუ არა ხორცი შეუცვლელ ნივთიერებებს და შეიძლება თუ არა მისი სხვა რამით ჩანაცვლება. 
ვეგეტარიანელი ბავშვი, თუ ბავშვი ხორცს არ ჭამს, ხორცი,

რას შეიცავს ხორცი?

ხორცი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის  საჭირო ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ცილა, რკინა, რომელიც შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. ცხოველის ცილა შემადგენლობით ყველაზე ახლოს არის ადამიანის ცილასთან, ამიტომაცაა, რომ ადამიანი მას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე მცენარეულ ცილას. ანუ ხორცის ნაჭერში უფრო გემრიელი ცილაა იმიტომ, რომ უკეთ შეითვისება ადამიანის მიერ. 
 

რომელი საკვები პროდუქტით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ხორცი? 

ხორცის ცილის ჩანაცვლება შესაძლებელია ხაჭოთი და კვერცხით. ასევე მართებულია ამ დროს რაციონში სოიოს და პარკოსნების ჩართვა. ხორცი შეიცავს D ვიტამინს, რომელსაც არ შეიცავს მცენარეული პროდუქტი, ასევე ვიტამინ B12-ს რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის; თუთიას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მზარდი ორგანიზმისთვის. თუ ბავშვი არ მიირთმევს ხორცს, მაგრამ იღებს თევზს, რძის პროდუქტებს, კვერცხს, მაშინ მის ორგანიზმს  მინიმალური დანაკარგი აქვს. რადგან რკინის მიღება შესაძლებელია თევზისგან, ვაშლისგან წიწიბურასგან და სხვა პროდუქტისგან. D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი რძის პროდუქტები,  მაგალითად მაღალპროცენტიანი ნაღების კარაქი, ცხიმიანი თევზი. 

ვეგეტარიანელი ბავშვი, თუ ბავშვი ხორცს არ ჭამს, ხორცი,

თუ ბავშვი ვეგეტარიანტელია?

თუ მოზარდი პრინციპული ვეგეტარიანელია, ანუ არ მიირთმევს არანაირ პროდუქტს, რომელიც ცხოველური წარმოშობის არის, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ექიმის დახმარება.  ექიმი დაგეხმარებათ ისეთი რაციონის შედგენაში, რომელიც შეავსებს ბავშვის ორგანიზმს მისთვის საჭირო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. სპეციალისტები ვეგეტარიანელებს ყოველწლიურად სისხლის ანალიზის ჩაბარებას ურჩევენ, რათა მათ შეძლონ სისხლში ჰემოგლობინის დონის გაკონტროლება.

არის მეორე პრობლემაც, როდესაც ბავშვი არაფერს მიირთმევს ხორცის გარდა. ამ შემთხვევაში მშობელს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ დედა და მამა აყალიბებენ ბავშვს, მის ჩვევებს. თუ გარკვეული პერიოდი ბავშვს მხოლოდ ხორცს სთავაზობდით, რა თქმა უნდა, მას არ ექნება სურვილი მიირთვას ბოსტნეული. ისიც კარგად გახსოვდეთ, რომ ბავშვი ყალიბდება მშობლის ანალოგიით. თუ ის დაინახავს, რომ თქვენს ყოველდღიურ რაციონში შედის ბოსტნეული და თქვენ მას სიამოვნებით მიირთმევთ, დაგვერწმუნეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადც ასე მოიქცევა, აუცილებლად შეჭამს. 

ასევე დაგაინტერესებთ: