BLW მეთოდი - ბავშვის მიერ მართული კვება

04-09-2021

BLW მეთოდი, რომელიც ბავშვებს კვებას აყვარებს! 

2001 წელს გილ რაფლიმ, ბრიტანელმა ექთანმა შეიმუშავა ბავშვების მყარ საკვებზე გადაყვანის, BLW მეთოდი, რომელიც პიურეს და კოვზით კვებას ანაცვლებს ბავშვის მიერ მართული კვებით. ეს მეთოდი თანდათან იხვეჭს პოპულარობას, განსაკუთრებით იმ მშობლებში, რომლებსაც სურთ თავიანთი შვილები რაც შეიძლება დამოუკიდებლად აღზარდონ.
დასაწყისში, მშობელმა უნდა ამოიცნოს, როდის არის ბავშვი მზად მყარი საკვების მისაღებად და მიჰყვეს პატარას მინიშნებებს კვების პროცესში. ამ მეთოდისთვის მისაღებია ბავშვების საერთო სასადილო მაგიდასთან დასმა და მათი ოჯახური სადილებში მონაწილეობა. ბავშვს ნებას რთავენ, მიირთვას  თითებით, დამოუკიდებლად და მიღებული საკვების რაოდენობაც თავად განსაზღვროს. ამ დროს პატარები განაგრძობენ ძუძუთი კვებას  და თავად წყვეტენ, როდის უნდა შემცირდეს მიღებული რძის რაოდენობაც.

baby led weaning, blw, ბვლ, კვება, მყარი კვება, თვითკვება,

BLW მეთოდის დამოუკიდებელი კვების დადებითი მხარეები

ამ მეთოდის ეფექტურობა ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. თუმცა, უკვე ცნობილია მისი რამდენიმე დადებითი თვისება. ამ მიდგომაში მთავარი ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაა - ის სწავლობს დამოუკიდებლად ჭამას და აკონტროლებს, რას და რამდენს მიირთმევს. ბავშვები, რომლებსაც საკუთარ კვებაზე ასეთი კონტროლი აქვთ, ნაკლებად წუნიები და პრეტენზიულები არიან, როდესაც საქმე საკვებს ეხება. ასევე, საკუთარი კვების პროცესში თავიდანვე აქტიურად ჩართვა პატარას მეტს შანსს აძლევს განივითაროს მოტორული და ორალური უნარები: ყლაპვა, ენის მოძრაობები და ნატიფი მოტორული უნარები, რომლებიც სხვადასხვა ზომის ნაჭრების თითებით აღებისთვისაა საჭირო.

საბოლოოდ, კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც მყარი საკვების მირთმევას დამოუკიდებლად იწყებენ, არ აქვთ გადაცდენის და დახრჩობის მეტი რისკი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებსაც კოვზით კვებავენ. თუმცა, სასურვლია რომ მშობელმა იცოდეს გადაუდებელი დახმარება გადაცდენის შემთხვევაში და მოქმედების წესი ბავშვის გაგ-რეფლექსის დროს. ინფორმციას ამ საკითხზე შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ. 

baby led weaning, blw, ბვლ, კვება, მყარი კვება, თვითკვება,

კიდევ რა სარგებელი მოაქვს BLW მეთოდს?

•    BLW მეთოდით მადის კონტროლი: ბავშვი აკონტროლებს, რამდენს მიირთმევს და სწავლობს გაჩერებას, როდესაც ნაყრდება.
•    BLW მარტივია: ბავშვი იმას მიირთმევს (უმეტესად), რასაც თქვენ. მისთვის ცალკე კერძის მომზადება არ მოგიწევთ.
•    BLW მრავალფეროვნება: ბავშვს შეუძლია მიირთვას ბევრი ტექსტურის და გემოს საკვები, რაც მას ნაკლებად წუნიას ხდის.
•    BLW ნაკლებად ძვირია: ბავშვი მიირთმევს ნაკლებად გადამუშავებულ საკვებს. არანაირი ძვირად ღირებული ქილების და ბლენდერების შეძენა არ მოგიწევთ.
•    ოჯახური სადილები: ბავშვი თქვენთან ერთად მიირთმევს, როგორც ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
•    სახლის გარეთ სადილობა: უფრო ადვილია რესტორანში სადილობა, რადგან ბავშვს ჩვეულებრივი საკვების მიღება შეუძლია.
•    BLW - სახალისოა: ბავშვი სხვადასხვა გემოს და ტექსტურის მქონე საკვების დათვალიერებითა და გასინჯვით ერთობა.

baby led weaning, blw მეთოდი, მეთოდი, კვება, მყარი კვება, თვითკვება,

 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან

 

წყარო: solidstarts.com