2001 წელს, ბავშვის კვების BLW მეთოდზე (ბავშვის მიერ მართული კვების მეთოდზე) საუბარი პირველმა, მაშინ ექთანმა, ახლა კი პროფესორმა ჯილ რიპლიმ დაიწყო. ამ მიმართულებით იგი არაერთი წიგნის ავტორია, პროფესორ ემი ბრაუნთან ერთად. ატარებს ლექციებს და ონლაინ სემინარებს მშობლებისთვის და პედიატრებისთვის. გიზიარებთ ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუს ჯილ რიპლისთან.
ბავშვის მიერ მართული კვების BLW მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. რას ფიქრობენ პედიატრები ამ თემასთან დაკავშირებით? რამდენად უწევენ ისინი ამ მეთოდს რეკომენდაციას?
ეს ინფორმაცია პირდაპირ პედიატრებისგან არ მაქვს, თუმცა, ზოგი მათგანი დასწრებია ჩემს ლექციებს. მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც მშობლები მეუბნებიან. როგორც ჩანს, პედიატრები (ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები) ამ თემაზე შეთანხმებულნი არ არიან. ზოგი მათგანი რეკომენდაციას უწევს მას; ზოგი კი - არა. ბევრი ამ მეთოდს ეწინააღმდეგება, რადგან ვერ ხვდება, რა არის მისი არსი და რატომ არის ის სასარგებლო.
მინდა შევახსენო ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, რომ ბავშვის მიერ მართული კვების მეთოდი ახალი არ არის: მათმა ბევრმა პაციენტმა (განსაკუთრებით მათ, ვისაც სამი ან მეტი ბავშვი ჰყავს) ეს მეთოდი უკვე აღმოაჩინეს და მიმართავენ კიდეც. თუმცა, რადგან მისი სახელი არ იციან, მის შესახებ არც საუბრობენ. ბავშვის მიერ მართული კვება, ალბათ, ადამიანთა მოდგმის გაჩენის დღიდანვე არსებობს. სინამდვილეში, ახალი კოვზით კვება და პიურეებია.
როდის დაიწყეთ ამ მეთოდით მუშაობა და რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?
მე მირჩევნია, მას მიდგომა ვუწოდო და არა მეთოდი. ეს იმიტომ, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე კვებისას კოვზზე ან პიურეებზე უარის თქმა. ის შეიცავს ჯანსაღ საკვებს, ოჯახთან ერთად სადილობას და ბავშვის მადის და არჩევანის პატივისცემას.
ბავშვის მიერ მართულ კვებაზე ფიქრი ჯანმრთელობის ვიზიტორად მუშაობის დროს დავიწყე. ჯანმრთელობის ვიზიტორის თანამდებობა ბევრ ქვეყანაში არ არსებობს. გაერთიანებულ სამეფოში ჯანმრთელობის ვიზიტორი მშობლებს რჩევებს აძლევს ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარების შესახებ დაბადებიდან 5 წლამდე. ისინი მშობლებს ხვდებიან კლინიკაში ან სახლში და ესაუბრებიან იმუნიზაციაზე, დაავადებებზე, ბავშვების მოვლაზე, განვითარებაზე, თამაშზე და კვებაზე. ჩემი სამუშაოს შემადგენელმა სამმა კომპონენტმა ღრმად ჩამაფიქრა ბავშვების მყარ საკვებზე გადაყვანის პროცესზე: მე შევხვდი ბევრ მშობელს, რომლებსაც ბავშვის კვებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. თავიდან, მყარ საკვებზე გადასვლისას, ყველაფერი კარგად იწყებოდა, მაგრამ, დაახლოებით 8 თვის ასაკში, ბავშვი საკვებზე უარს აცხადებდა. ჩემთვის გასაგები იყო, რომ პრობლემა საკვებში არ იყო, არამედ იმაში, თუ როგორ ექცეოდნენ ბავშვს. ბავშვისთვის ნებართვის მიცემა, მიირთვას დამოუკიდებლად, როგორც ჩანს, ამ პრობლემას ჭრის.
მე დაინტერესებული ვიყავი ძუძუთი კვებით და დავაკვირდი, რომ ძუძუთი კვებისას პატარები დამოუკიდებლად მოქმედებენ. მათ იციან, როგორ უნდა მოეჭიდონ ძუძუს და რა რაოდენობის რძე უნდა მიიღონ. დედის როლი კვების შეთავაზებას მოიცავს, გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ პატარაზეა. უცნაურია არ არის ის, რომ ახალშობილს შეუძლია კვების პროცესი დამოუკიდებლად წარმართოს, მაგრამ უფრო მოზრდილ ბავშვს კვებისას სხვისი დახმარება და პორციის ზომის უფროსის მიერ განსაზღვრა სჭირდება?
როდესაც 6 თვის ბავშვების განვითარებას ვაფასებდი, ვამოწმებდი შეეძლოთ თუ არა მათ დამოუკიდებლად ან მინიმალური ხელშეწყობით წამოჯდომა, საინტერესო ნივთებთან მიწვდომა და მათი პირში ჩადება. გავიაზრე, რომ ეს დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო ქცევებია. ამან მიკარნახა, რომ 6 თვიდან უმეტეს ბავშვს უკვე შეუძლია მყარი საკვების დამოუკიდებლად მიღება.
რა უნარები უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ ბავშვის ამ გზით კვება დაიწყოს?
სასურველია, თუ მშობლები საოჯახო კერძებს ახალი, ნატურალური ინგრედიენტებით მოამზადებენ, იმ ელემენტების დამატების გარეშე, რომელთა მიღებაც ბავშვს არ შეუძლია ესენია:
• დაშაქრული და დამარილებული საკვები.
• ზედმეტად გადამუშავებული საკვები, ჰიდროგენიზებული და ტრანს-ცხიმები, ხელოვნური დანამატები.
• თაფლი.
• მოუმზადებელი კიბოსნაირები.
• დიდი მტაცებელი თევზები (ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის გამო).
• ზედმეტად ბევრი უჯრედისი.
• გადაცდენის რისკი შემცველი საკვები, მაგალითად, მთლიანი თხილის გული.
ეს მთელ ოჯახს აძლევს საშუალებას ერთი და იგივე კერძები ერთდროულად მიირთვან. თუმცა, უნარებზე მეტად მშობლებს სწორი დამოკიდებულება სჭირდებათ. ისინი უნდა ენდონ ბავშვს და დაიჯერონ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა თავად. ეს თავიდან აგარიდებთ ბავშვზე ზეწოლას, მიიღოს მხოლოდ გარკვეული ტიპის საკვები ან მიირთვას საჭიროზე მეტი ან უფრო სწრაფად, ვიდრე მას სურს.ყველა მშობელმა უნდა გაიაროს ჩვილის პირველადი დახმარების კურსი, რათა ამოიცნონ დახრჩობის ნიშნები და დაეხმარონ ბავშვს. ეს მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, თუ კვების რა სტილს აირჩევთ.
როგორ მივხვდე, რომ ჩემი პატარა მზადაა ბავშვის მიერ მართული კვებისთვის?
თქვენი შვილი მზად არის, თუ ის:
- დაახლოებით 6 თვისაა.
- ნორმალური განვითარების არის.
- შეუძლია თავის და ტორსის დაჭერა და საგნებზე მიწვდომისას არ ეცემა.
- ინტერესდება, რას მიირთმევენ უფროსები.
- მიაქვს ნივთები და სათამაშოები პირთან.
არ გაგიკვირდეთ, თუ ის პირველი რამდენიმე კვირა არაფერს შეჭამს. 6 თვის ასაკში მისი საჭიროებები დედის რძით ან ხელოვნური საკვებით ჯერ კიდევ სრულყოფილად კმაყოფილდება. ამიტომ, დასაწყისში, კვების პროცესისთვის უფრო მნიშვნელოვანია ხელით - პირში მოძრაობების და ღეჭვის ათვისება. თუ თქვენი შვილის განვითარება ტიპურად არ მიმდინარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის დამოუკიდებელი კვება მიუწვდომელია. თუმცა, შეიძლება მას მცირე ადაპტაცია დასჭირდეს. რჩევისთვის კვების თერაპევტს მიმართეთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს გადაცდება ან გულისრევა დაეწყება?
გულისრევის რეფლექსის გამოწვევა ბავშვებში ძალიან გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით, თუ მათ მყარი საკვების მიღება ახლახანს დაიწყეს. ეს მათ ეხმარება ისწავლონ, რომ არ უნდა გადაივსონ პირი და საკვები დაღეჭვის გარეშე არ გადაყლაპონ. მშობლებისთვის შეიძლება ეს რთული საყურებელი იყოს, მაგრამ ბავშვისთვის თითქმის არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. ღებინების, გაგ რეფლექსი და ხველა ნორმალური დაცვითი მექანიზმებია. ხველა მაშინ გამოიწვევა, როცა საკვების ნაწილაკი ძალიან უკან ხვდება ხახაში. ბავშვს ამ ნორმალურ რეაქციებთან გამკლავება დამოუკიდებლად შეუძლია. მშობლის მოვალეობაა, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ბავშვიც დაამშვიდოს.
გადაცდენა და დახრჩობა მოსალოდნელია, თუ ღებინების რეფლექსი ან ხველა არ ირთვება, ან არაპროდუქტიულია. დახრჩობის დროს ბავშვი ხმას, როგორც წესი, ვერ გამოსცემს, რადგან მისი სასუნთქი გზები დახშულია. ამ დროს ბავშვს დაუყოვნებელი დახმარება სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებელია რომ მშობელმა იცოდეს პირველადი დახმარების გაწევა, ეს არ ეხება მხოლოდ კვებას და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მეთოდით კვებავთ ბავშვს.
რა შეგიძლიათ თქვათ უსაფრთხოებაზე? რამდენად უსაფრთხოა ბავშვის მიერ მართული კვება?
კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მეთოდის შედეგად რკინის დეფიციტი ან არასაკმარისი ზრდის ნიშნები არ აღინიშნება. ასევე, გადაცდენის და დახრჩობის რისკიც არ არის გაზრდილი, თუ გაითვალისწინებთ უსაფრთხოების ზოგად წესებს:
საკვები უნდა დაჭრათ დაახლოებით 5-8 სმ. სიგრძის ზოლებად.
ბავშვისთვის დამოუკიდებლად კვების უფლების მიცემა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მას შეიძლება იცავდეს კიდეც გადაცდენისგან და დახრჩობისგან.
რა მოწყობილობები დამჭირდება ბავშვის მიერ მართული კვებისთვის?
ბავშვის მიერ მართული კვების დადებითი მხარე ის არის, რომ ამ პროცესში სპეციალური მოწყობილობები არ დაგჭირდებათ, როგორიცაა ბლენდერი ან ყინულის დასამზადებელი ფორმები. დასაწყისში, შეიძლება თეფშები, ჯამები ან დანა-ჩანგალიც კი არ დაგჭირდეთ. ბავშვს შეუძლია მშობლის კალთაში იჯდეს (ზოგ ბავშვს ასე ურჩევნია). თუმცა, მაღალი სკამი კარგი ინვესტიციაა. იდეალურია, თუ სკამი:
წინსაფარი დაგეხმარებათ ტანსაცმლის სისუფთავის შენარჩუნებაში, მაგრამ შეიძლება ჭამისას ბავშვს ხელი შეუშალოს. ბევრი მშობელი ბავშვს მხოლოდ საფენებში და საცვლებში ტოვებს კვების დროს.ასევე კარგი იდეაა, ბავშვის ქვემოთ, იატაკზე საფენი დააფინოთ. ეს იატაკის გაწმენდას გააიოლებს და თუ საფენი სუფთა იქნება, შეგიძლიათ გადაგდებული საკვები პატარას ისევ შესთავაზოთ.
რა არის ბავშვის მიერ მართული კვების დადებითი მხარეები?
ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს ჯანსაღი კვების ხანგრძლივად შენარჩუნებას. ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად იკვებებიან, ასევე უფრო დიდხანს იკვებებიან დედის რძითაც მას შემდეგ, რაც მყარ საკვებს გასინჯავენ.
ასევე ვარაუდობენ, რომ ეს მიდგომა მეტყველების განვითარებას და სახის და კბილების თანწყობის უკეთესად ფორმირებასაც უწყობს ხელს.
მშობლებისთვის კი საკვების მომზადება უფრო მარტივია და კვების პროცესი არანაირ ძალდატანებას და უსიამოვნებას არ მოიცავს.
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან