ტოქსიკური ფრაზები, რომლებსაც ბავშვი კვებით აშლილობამდე მიჰყავს

07-05-2023

ამ ფრაზებს, არც მეტი, არც ნაკლები, ბავშვი კვებით აშლილობამდე მიჰყავს. იმისათვის, რომ თქვენს შვილს საკვების მიმართ ჯანმრთელი და ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს, გირჩევთ ეს ფრაზები საერთოდ ამოიღოთ ხმარებიდან. რაოდენ ადეკვატურები და შეგნებულებიც არ უნდა იყვნენ თანამედროვე მშობლები, ისინიც კი აჟღერებენ ხოლმე ისეთ ტოქსიკურ ფრაზებს, რომელმაც შესაძლოა ბავშვს მთელი ცხოვრება დაუნგრიოს.  

„თუ წვნიანს არ შეჭამ, ტკბილს არ მიიღებ“
 

ჭამის დაძალება, კვებითი აშლილობა,

როდესაც დიალოგს ამ პრინციპით აწყობთ, „თუ არ შეჭამ, არ მიიღებ“, შედეგად იღებთ იმას, რომ ბავშვს  უჩნდება დამოკიდებულება, რომ საჭმელი არასდროს არის გემრიელი და ის უბრალოდ დაბრკოლებაა მისთვის სასურველი ნივთის მისაღებ გზაზე.  ასევე, ბავშვი მისთვის სასურველ საკვებს აღიქვამს ჯილდოდ, რაც სამომავლოდ აუცილებლად იქონიებს გავლენას საკვებისადმი დამოკიდებულებაზე. დიდი ალბათობით, მომავალში ის საკუთარ თავს  საკვებით დააჯილდოებს ხოლმე და თავისუფალ დროსაც ჭამით გაინებივრებს თავს. და ბოლოს, ის უბრალოდ ვერ აღიქვამს საკვების გემოებს და იცხოვრებს სქემით, რომ თუ უგემურ საჭმელს შეჭამს, ის ამის გამო დასაჩუქრდება.  

„სანამ ბოლომდე არ შეჭამ, სამზარეულოდან ფეხს ვერ გაადგამ“

მშობლები ხშირად ზღუდავენ ბავშვს რაღაცებში, ფიქრობენ, რომ კეთილი ზრახვებით ხელმძღვანელობენ, თუმცა ამ დროს ავიწყდებათ, რომ ბავშვები  დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომელთა აზრიც გასათვალისწინებელია. ამიტომ, ულტიმატუმის ფრაზის ნაცვლად, შეეცადეთ აუხსნათ იმ კერძის სარგებელი, რომლის მირთმევასაც აძალებთ. 

ჭამის დაძალება, კვებითი აშლილობა,

„ამ მულტფილმის ყურებას მხოლოდ ჭამის დროს შეძლებ“ 

ნებისმიერ აქტივობასთან შერწყმული კვების პროცესი უარყოფითი შედეგით მთავრდება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. საქმე ს გახლავთ, რომ ამ დროს ყურადღება ფოკუსირებულია არა კვების პროცესზე, არამედ  სხვა რამეზე და  ვრისკავთ ვჭამოთ იმაზე მეტი,  ვიდრე რეალურად გვსურს.  ჩვენ ვახშობთ სისავსის გრძნობას, ასევე ჭამის სიამოვნებას და, შედეგად, ვჭამთ ზედმეტს, ვაფართოებთ კუჭის მოცულობას.

„ვისთვის მოვამზადე“

ბავშვში დანაშაულის ჩანერგვა, იმ შემთხვევაშიც  კი, თუ გულწრფელად ხართ შეშფოთებული ან აღშფოთებული რამის გამო, საუკეთესო ვარიანტი არ არის. ხშირად ამ მანიპულაციას მიმართავენ მშობლები, რომლებსაც სურთ აიძულონ ბავშვი, რაიმე გააკეთოს. თქვენს ფრაზას შეიძლება ჰქონდეს სასურველი ეფექტი, მაგრამ ის თქვენს შვილს დაუცველს გახდის სხვა ადამიანების მანიპულაციების მიმართ. არსებობს რისკი, რომ ის საერთოდ ვერ ისწავლის იმის გაგებას, თუ რა სურს სინამდვილეში თავად და იმოქმედებს სხვების ბრძანებით.

ჭამის დაძალება, კვებითი აშლილობა,

„ჩქარა ჭამე, ვაგვიანებთ“

კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ცვლის თქვენი შვილის დამოკიდებულებას საკუთარი მადის მიმართ. ბავშვი ხედავს მხოლოდ საჭმლის სწრაფად დასრულების აუცილებლობას, მაგრამ არ აინტერესებს, სურს თუ არა მისი დასრულება. გარდა ამისა, საკვების სწრაფად  ჭამა გამორიცხავს კვების პროცესისგან სიამოვნების მიღებას. ამ ფრაზის ნაცვლად უმჯობესია  ასწავლოთ ბავშვს  დროის ეფექტური დაგეგმვის ტექნიკა,  პირველ რიგში საკუთარ მაგალითზე. 

ასევე დაგაინტერესებთ: