საჭიროა თუ არა თუთია ჩვენი ორგანიზმისთვის?

10-07-2023

ზოგიერთი განსაკუთრებით ყურადღებიანი დედა ამ ელემენტს ბავშვის კრემსა თუ საფენის ქვეშ წასასმელი საცხის შემადგენლობაში შენიშნავდა.  რეალურად კი თუთია (ცინკი) ცხოვრებაში ბევრად ხშირად გვხვდება. ის ასობით სხვადასხვა ფერმენტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმისთვის  ძალიან მნიშვნელოვან რეაქციებში, მათ შორის იმუნური სისტემის, ზრდის ჰორმონის  და ასევე ინსულინის რეაქციაში, რომელიც ორგანიზმში გლუკოზის დონეს აკონტროლებს. 

მიკროელემენტის სახით თუთია ძალიან ბევრ პროდუქტში გვხვდება. ყველაზე დიდი რაოდენობით მას შეხვდებით კვერცხში, ხორცსა და საფუარში. მცენარეულ პროდუქტშიც გვხვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით, თუმცა იმ ფორმით, რომლითაც ადამიანის ორგანიზმი მას პრაქტიკულად ვერ შეითვისებს. ახალ-ახალი მცენარეებისგან მინიმალური დოზის მიღება მაინც არის შესაძლებელი,  მაგრამ გახსოვდეთ, მხოლოდ კულინარიული დამუშავების შემდეგ ადამიანის მიერ ამ ელემენტის შეთვისება პრაქტიკულად ნულის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული არ განიხილება, როგორც თუთიის  მიღების წყარო. სწორედ ეს მომენტი აფიქრებთ ხოლმე ვეგეტარიანელებს, ამიტომაც  არის, რომ მათთვის სპეციალური ბიოდანამატები იყიდება, რომელშიც  ბ12-ის, ფოლიუმის მჟავის და რკინის გარდა შედის თუთიაც. 
თუთიის  ნაკლებობამ ორგანიზმში შესაძლოა გამოიწვიოს რიგი პრობლემებისა, მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი. არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაში გირჩევთ შეიმოწმოთ თუთიის დონე ორგანიზმში:  
•    იმუნური სისტემის პრობლემა
•    კუჭ-ნაწლავის პრობლემა 
•    სიმაღლე
•    თმის ცვენა
•    გლუკოზის მიმოქცევა
•    კანის პრობლემები.

თუთია, თუთია ორგანიზმისთვის,
თანამედროვე ლაბორატორიებში თუთიის დონის განსაზღვრა ორგანიზმში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება თუთიის პრეპარატებს, არსებობს ორი სახლის პრეპარატები, ერთი გარეგანი გამოყენებისთვის, საცხის, კრემის სახით და მეორე -დასალევი, შინაგანი მოხმარებისთვის. საცხებს და კრემებს აქვს გამოშრობის, ეფექტი, ასევე ახდენენ დეზინფექციას. ადგილობრივად გამოიყენება ასევე თვალის წვეთები, კონიუნქტივიტის სამკურნალოდ.
გვინდა შეგახსენოთ და ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ უკვე ათ წელზე მეტია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაკუთრებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ თუთიის პრეპარატებია ძალიან ეფექტურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობის დროს, ამიტომ ამ პრეპარატის ჩართვა მსგავსი სახის პრობლემების მკურნალობის, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის დროს, პროტოკოლით არის გათვალისწინებული. 
როგორც წესი, სრულფასოვანი კვების დროს თუთიის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში არ ფიქსირდება ხოლმე, თუ ასეთ შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, სახეზეა ზემოჩამოთვლილი სიმპტომები, მხოლოდ ანალიზით არის შესაძლებელია საბოლოოდ იმის დადგენა, არსებობს თუ არა ორგანიზმში თუთიის პრობლემა და სჭირდება თუ არა მას დამატებითი პრეპარატები, რაც მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ანალიზის პასუხების მიხედვით.