როგორ ვესაუბროთ ბავშვს განქორწინებაზე

09-05-2023

მთავარია, რომ ამ  სიახლემ ტრავმა არ მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას. მშობლების დაშორების ფაქტი ბავშვებზე ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ პროცესს თან ახლავს კონფლიქტები და დედა და მამა ერთმანეთისთვის მტრები ხდებიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ გაშორებულ მშობლებს. თუ ბავშვის დედა და მამა ერთმანეთს ვერ უგებენ, მუდმივად ჩხუბობენ  და ერთმანეთს მტრად აღიქვამენ, ბავშვებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ. 

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვმა მათი დაშორება ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს?

აი, რა რეკომენდაციებს იძლევიან პროფესიონალი ფსიქოლოგები.

1. ბავშვს განქორწინების შესახებ ორივე მშობელმა ერთად უნდა უთხრას. 

მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ორივემ თანაბრად აიღოს პასუხისმგებლობა. 

2. ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები თქვენთვის დაიტოვეთ

ეს ტვირთი ბავშვმა არ უნდა ზიდოს. თუ მოზარდი გყავთ, გახსოვდეთ, რომ მას ვერაფერს გამოაპარებთ და გულახდილი საუბარი მასთან საუკეთესო გამოსავალი იქნება. 

განქორწინება,

3. მოემზადეთ ყველაზე უცნაური რეაქციებისთვის. 

თქვენ სწორედ ისე შეიძლება იყოთ შოკირებული ბავშვის რეაქციით, როგორც ის თქვენი დაშორების ამბით. ამის წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლოა ბავშვმა იტიროს, გაღიზიანდეს, დაიჭიროს რომელიმე მშობლის მხარე, ასევე შესაძლოა ეცადოს მშობლების შერიგება. 
რაც უნდა მოხდეს, აუცილებელია დაარწმუნოთ ბავშვი იმაში, რომ ეს მხოლოდ თქვენი, უფროსების პრობლემაა და რომ ბავშვი ამაში დამნაშავე არ არის.  

4. მოემზადეთ შეკითხვებისთვის

ლოგიკურია, რომ ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ ბავშვს გაუჩნდება გარკვეული შეკითხვები, მაგალითად, როგორ იცხოვრებს ის ამ ამბის შემდეგ, ვისთან და სად იცხოვრებს, ივლის თუ არა ისევ სკოლაში და ა.შ. მაქსიმალურად შეეცადეთ დაარწმუნოთ ბავშვი, რომ მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება და რომ მისი ჩვეული ცხოვრება ძველებურად გაგრძელდება.  

5. გააგრძელეთ საუბარი

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთხელ საუბარი საკმარისი არ იქნება. ბავშვთან ამის თაობაზე საუბარი ხშირად მოგიწევთ და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ. შესაძლოა 4 წლის ასაკში ბავშვმა რაღაც არ გკითხოთ, მაგრამ 14  წლის ასაკში აუცილებლად გკითხავთ, რატომ დაშორდით 10 წლის წინ. 

განქორწინება,

6. დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ

გახსოვდეთ, რომ ყოფილი ქმრის თუ ცოლის კრიტიკა ძალიან ცუდად აისახება თქვენი შვილის ფსიქიკაზე. ბავშვის გამო მშობლებმა ერთმანეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ, შესაძლოა ამის გაკეთება ადვილი არ არის, თუმცა უნდა ეცადოთ მაინც. ყოველ შემთხვევაში, არასდროს დაიწყოთ საქმის გარჩევა ბავშვის თანდასწრებით.

ასევე დაგაინტერესებთ: