სიბნელის შიში ბავშვებში - როგორ დავეხმაროთ მათ

28-08-2022

რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? 

ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რაღაც ეტაპზე სიბნელის არ ეშინია. სიბნელის შიში ბავშვებში თავს იჩენს დაახლოებით 3 წლის ასაკში. მართალია, ეს დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, თუმცა ეს შიში დროებითია, გარდამავალია, ნორმალურია და იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი იზრდება და ვითარდება. ამიტომ ამ შიშს გაგებით უნდა მოეკიდოთ და მშვიდად დაეხმაროთ ბავშვს მის გადალახვაში. გვერწმუნეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს ის საერთოდ არ ემახსოვრება. 

სიბნელის შიში, სიბნელე, ღამის შიშები,

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ეშინია? 

თუ ადრე ბავშვი დასაძინებლად უპრობლემოდ წვებოდა და ბოლო დროს დიდხანს ვერ იძინებს, წრიალებს, ღამე ტირილით იღვიძებს,  ჭირვეულობს საღამოობით, ძილის წინ, ე.ი. ბავშვს ეშინია, იგონებს  რიტუალებს, ითხოვს წიგნის წაკითხვას მეათედ, წელავს დროს, ითხოვს ანთებული შუქის  დატოვებას... სხვათა შორის, ბევრი დედა დროის უკმარისობის გამო მსგავს საქციელს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, არ აღიქვამს სერიოზულად მსგავს ქცევას.

ამ დროს მნიშვნელოვანია არ გაუბრაზდეთ ბავშვს, გახსოვდეთ, რომ მისთვის ეს სერიოზულია და თქვენ მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი ამ შიშის დაძლევაში. 
შესთავაზეთ ისეთი თამაშები, რომელიც ნელ-ნელა დაეხმარება სიბნელესთან ადაპტირებაში, მაგალითად დამალობანა. ეცადეთ დღის განმავლობაში მეტი დრო გაატაროთ ერთად და ეს დრო იყოს ეფექტური და ნაყოფიერი.  წაუკითხოთ წიგნები იმაზე, თუ როგორ ამარცხებს რომელიმე პერსონაჟი სიბნელეს. ჩაურთეთ ღამე პატარა სანათი და კარი დაუტოვეთ ღია. აუხსენით, რომ ბავშვობაში მშობლებსაც ეშინოდათ სიბნელის. ეცადეთ არ გამოიყენოთ ფრაზები „იქ ბნელა და საშიშია“ და ა.შ. 

ძილის შიშები ეწოდება ეპიზოდს, რომლის დროსაც ბავშვი უეცრად და ნაწილობრივ იღვიძებს ღრმა ძილიდან, ყვირის, არის ძალიან შეშინებული და ბოლომდე გამოღვიძებას ვერ ახერხებს. ხშირად ეს ეპიზოდები კოშმარებში ერევათ. - ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია: ღამის შიშები ბავშვებში