როდის სჭირდება ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება

15-10-2022

როდის უნდა მიმართოთ დასახმარებლად ფსიქოლოგს? 

არ არსებობს ინსტრუქცია, როგორ აღვზარდოთ ბავშვი უშეცდომოდ. ლოგიკურია, რომ მშობლები ყოველთვის როდი უმკლავდებიან ამ ამოცანას შეცდომების გარეშე. ამ დროს საჭიროა პროფესიონალის დახმარება. ალბათ ძალიან ბევრ მშობელს აინტერესებს, მაინც როდის უნდა მიმართოს დასახმარებლად ფსიქოლოგს. თავად მშობლებს ზრდიდნენ იმ შეგნებით, რომ სულიერი განცდები მნიშვნელოვანი არ არის, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ამას თავად გაუმკლავდეს. თუ ვინმე ვერ უმკლავდება საკუთარ ემოციებს, ეს სისუსტედ მიიჩნეოდა. ამიტომ ბევრი მშობლისთვის უბრალოდ ძლიან რთულია განსაზღვროს, თუ როდის უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ცალსახაა - პროფესიონალის, ფსიქოლოგის დახმარება საჭიროა ნებისმიერ სიტუაციაში, თუ თვლით, რომ ამას თავად ვერ უმკლავდებით. 

ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგთან ვიზიტი,

ფსიქოლოგიურ დახმარებას ყველაზე ხშირად მშობლები საჭიროებენ. ფსიქოლოგი დაგეხმარებათ დაძლიოთ შფოთი და შიში, შემოგთავაზებთ მეთოდებს, როგორ შეიძლება დააკორექტიროთ ბავშვთან ურთიერთობა.ასე რომ, ფსიქოლოგს უნდა მიმართოს ჯერ მშობელმა, შემდეგ ბავშვმა. 

თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ბავშვს მართლა სჭირდება პროფესიონალის დახმარება. ყველაზე ხშირად ფსიქოლოგების დახმარებას მიმართავენ მაშინ, როდესაც თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:  

აგრესია და აუტოაგრესია

თუ მშობელი ვერ პოულობს აგრესიის მიზეზს და ვერ ახერხებს ამ აგრესიის კორექტირებას, ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელია. 

მორიდება და საკუთარი თავის დაცვის უნარი

ბავშვებს უჭირთ ხოლმე საკუთარი აზრის გამოხატვა და საკუთარი თავის დაცვა. ხშირად ეს ბევრი სხვა პრობლემის მიზეზიც ხდება ხოლმე. ასეთ დროს ბავშვს ფსიქოლოგი დაეხმარება. 

ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგთან ვიზიტი,

ცხოვრები წესის რადიკალურად შეცვლა

ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სკოლის გამოცვლა, მშობლების დაშორება, პატარა და-ძმის გაჩენა - ნებისმიერი ამ სიტუაციათაგანი ბავშვს გარკვეულწილად ტრავმას აყენებს, რომელთან გამკლავებაშიც მას ფსიქოლოგი დაეხმარება.

მოულოდნელი გაუცხოება და საკუთარ თავში ჩაკეტვა 

ბავშვებს უჭირთ ხოლმე მშობლებთან ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც არის ბულინგი ან სექსუალური ძალადობა. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც შიში, ისე მორიდება. ფსიქოლოგს აქვს გარკვეული მექნიზმები, რომელიც მას ემოციებისგან დაცლაში დაეხმარება. 

პრობლემები დედმამიშვილებს შორის ურთიერთობაში

ეჭვიანობა დედმამიშვილებს შორის ნორმალური მოვლენაა. მშობლებს ყოველთვის როდი აქვთ იმის რესურსი, რომ შვილებს შორის ურთიერთობები დაარეგულირონ. ამ შემთხვევაში უმჯობესია ფსიქოლოგს ბავშვებთან ერთად მშობლებმაც მიმართონ. 

ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგთან ვიზიტი,

ათვისებისა და განვითარების პრობლემა

თუ მშობელი ატყობს, რომ მისი შვილი ჩამორჩება განვითარების მის დონეს და უჭირს ამა თუ იმ საგნის თუ უნარ-ჩვევების ათვისება, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს.და ბოლოს, თუ მშობლის ინტუიცია გკარნახობთ, რომ თქვენს შვილს აქვს რაღაც სახის პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც თქვენ ვერ ეხმარებით ან უბრალოდ არ ხართ ამ საქმეში კომპეტენტური, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს. 

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის

განწყობა წარმატების ნახევარია. სანამ ბავშვს ფსიქოლოგთან მიიყვანთ აუცილებელია წინასწარ მოამზადოთ. როდესაც არ იცი, სად მიდიხარ და რისთვის, ითრგუნები, ასე სპეციალისტს გაუჭირდება ბავშვთან კონტაქტის დამყარება. არ არის საჭირო რამის გასაიდუმლოება, აუხსენით ბავშვს, რატომ მიგყავთ სპეციალისტთან. გაურკვეველობა ყოველთვის აბნევს ადამიანს. როდესაც ბავშვი შეკითხვებს დაგისვამთ, უპასუხეთ პირდაპირ, თუ რომელიმე შეკითხვაზე პასუხი არ გექნებათ, არ გინდათ რამის მოგონება, უმჯობესია გულახდილად უთხრათ, რომ არ იცით. პატივი ეცით ბავშვის აზრს და ეცადეთ დაიყოლიოთ ვიზიტზე, ძალით ექიმთან იყვანას არანაირი აზრი არ აქვს. ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ფსიქოლოგთან ვიზიტი არ უნდა იყოს პასუხისმგებლობის სხვა ადამიანზე გადატანის მცდელობა, მშობლის თანადგომა არანკლებ მნიშვნელოვანია. 

ასევე დაგაინტერესებთ: