ყველა ადამიანი ოცნებობს დიდ, მყარ ოჯახზე, სადაც ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით - დედმამიშვილებს შორის ჰარმონიაა. ამიტომაც, ადრე თუ გვიან თავს იჩენს ერთი ლოგიკური შეკითხვა, როგორი უნდა იყოს იდეალური სხვაობა ბავშვებს შორის, საერთო ინტერესები და კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდეთ.
ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ეს სხვაობა 2 წლამდეა. ასე ბავშვები ადვილად დამეგობრდებიან, მათ ექნებათ საერთო ინტერესები და დღის რეჟიმიც შედარებით მარტივი დასაგეგმი იქნება. თუმცა აქ მინუსიც ბევრია. დედისთვის ეს კოლოსალური დატვირთვაა. ორი ბავშვის დაბანა, გამოკვება, ჩაცმა, გასეირნება ძალიან რთულია. სასეირნოდ გაყვანა თავისი სათამაშოებით, ეტლით ხომ ნამდვილი ხელოვნებაა.
დედას ამ დროს საკუთარი ცხოვრება პრაქტიკულად არ აქვს. პირადი დრო უბრალოდ არ გააჩნია. აღნიშნულ სხვაობას ექიმები არ მიესალმებიან, ისინი თვლიან, რომ ამ მოკლე დროში, 2 წელიწადში, შეუძლებელია დედის ორგანიზმმა მოახერხოს ძალების აღდგენა. ამიტომ გართულებული ორსულობის ალბათობაც იზრდება.
იდეალური ასაკია 2-დან -4 წლამდე. ბავშვებს აქვთ საერთო ინტერესები, თუმცა უფროსი უკვე სწავლობს დამოუკიდებლობას, ის შესაძლოა პატარისთვის ყურადღების მიქცევაშიც კი დაეხმაროს დედას. გარდა ამისა, ამ დროს უმცროსი შედარებით სწრაფად ვითარდება გამომდინარე იქიდან, რომ ცდილობს ყველაფერში უფროსს მიბაძოს. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი სხვაობის არსებობის შემთხვევაში ბავშვები მეტად განვითარებულები არიან. დედის ორგანიზმიც მეტად მომზადებულია შემდეგი ორსულობისთვის.
სხვაობის ერთადერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ეჭვიანობა
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოიქცევიან უფროსები. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს მარტოობა. ყურადღება ორივე ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. მშობლები აუცილებლად ობიექტურები უნდა იყვნენ კონფლიქტურ სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს შორის ურთიერთობა დაიძაბება.
ამ დროს უფროსი ბავშვი უკვე დამოუკიდებელია და ძირითადად სკოლაში ან ბაღშია. დედას აქვს საშუალება, მეტი დრო დაუთმოს პატარას და ამავდროულად სათანადო ყურადღება მიაქციოს უფროსს. არის საშუალება, დედამ დღე რაციონალურად გადაანაწილოს.
თუმცა ფსიქოლოგები ამ სხვაობას იდეალურად არ მიიჩნევენ გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ვერ ექნებათ საერთო ინტერესები და ხშირად ხდება ხოლმე, რომ უფროსს პატარას ძიძად აქცევენ ხოლმე, რაც კატეგორიულად მიზანშეუწონელია.
ამ დროს უფროსი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, საკუთარი ადგილი აქვს დამკვიდრებული ოჯახში, ეს ადგილი ცენტრალურია და ამ დროს ჩნდება პატარა, რასაც შესაძლებელია, მოჰყვეს პროტესტი. თავდაპირველად უფროსი შესაძლოა დიდი სიამოვნებით ეხმარებოდეს დედას, ერთობოდეს ახალი გასართობით, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დახმარება მორჩილებაში გადაიზრდება.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მშობლებს დასჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა ორ ბავშვს შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს, ოჯახში იყოს სითბო და მეგობრული ატმოსფერო, სადაც ორივე ბავშვისთვის მოიძებნება დრო. ხშირად ხდება, რომ ოჯახში პატარა ბავშვის გაჩენის შემდეგ დედებს ავიწყდებათ უფროსი ბავშვი, მისის ინტერესები, მისი ემოციები, რაც შემდგომში, მოზარდობის პერიოდში, მშობლებსა და მოზარდს შორის სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ეს ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს.
საბოლოოდ კი დასკვნა ასეთია, ცხოვრებას ბოლომდე ვერ დაგეგმავთ, ოჯახი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი წევრის მისაღებად. იმდედან დიდი დიდი მნიშვნელობა არ აქვს სხვაობას ასაკს შორის, რამდენადაც ყურადღების და სითბოს გადანაწილებას. მნიშვნელოვანია სითბო და სიყვარული, რომელიც უნდა იყოს ყველა ოჯახში.