როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პატივისცემა - 6 რჩევა

08-05-2024

ახსნა-განმარტება
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ მისი სურვილი და მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული და შესრულებული. 

არ დასაჯოთ 
აუხსენით ქცევის წესები და ასწავლეთ დისციპლინა არა იმიტომ, რომ დასაჯოთ, არამედ იმიტომ, რომ ისწავლოს მოქცევა. ასწავლეთ ბავშვს, მიეცით მაგალითი, როგორ უნდა სცეს პატივი სხვას მაშინაც კი, თუ ის სწორად არ იქცევა, ყველა ადამიანი ხომ უშვებს შეცდომას. 

აღიარეთ საკუთარი შეცდომები  
უფროს ადამიანს უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ბოდიშის მოხდაც, თუკი მან შეცდომა დაუშვა. დაანახეთ ეს ბავშვს. 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
არ არის საჭირო ყველა შეუფერებელი საქციელის გამო ემოციურად რეაგირება. ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ გაიგოს, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია. 

მიეცით მაგალითი
ადამიანი ვერ გამოხატავს პატივისცემას იმ შემთხვევაში, თუ თავად არ გრძნობს მის მიმართ პატივისცემას, როგორც ადამიანის, რომელსაც აქვს საკუთარი აზრები და შეხედულებები. მიეცით ბავშვს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.   

დაიმსახურეთ პატივისცემა
ნუ მოსთხოვთ ბავშვს თქვენს პატივისცემას მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ მისი მშობელი ხართ. ნამდვილი პატივისცემა  ადამიანმა შეიძლება დაიმსახუროს და არა მოითხოვოს.