რა დროს არის საჭირო საწველი აპარატის გამოყენება

06-08-2024

თუ ლაქტაციას გეგმავთ ან უკვე გყავთ პატარა, აუცილებლად დაგჭირდებათ საიმედო საშუალება, რომელიც ბევრ რთულ სიტუაციაში გაგიწევთ დახმარებას. სტატიაში შეიტყობთ, როგორ უნდა შეარჩიოთ რძის გამოსაწველი ტუმბო, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როდის არის საჭირო რძის გამოსაწველი აპარატის გამოყენება. 

Lansinoh-ს ფირმის რძის გამოსაწვლი აპარატები ბევრად აადვილებს პროცესს, რადგან ის შექმნილია ქალის მკერდის ყველა ანატომიური მახასიათებლის გათვალისწინებით. როდესაც გეგმავთ აპარატის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს  მძლავრი, შეეძლოს გამაგრების დაშლა, უკვე დარეგულირებული რძის გამოწველა,ასევე, ხელმისაწვდომი იყოს მისი სათადარიგო ნაწილების შეძენა ადგილობრივ აფთიაქებში, ზუსტად ერგებოდეს თქვენი ძუძუს თავის  ზომას და ჰქონდეს გარანტია. 

lansinoh, ლანსინო,

როდის შეიძლება დაგჭირდეთ რძის გამოსაწველი აპარატი? 

სიტუაციები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ აპარატი. გამოწველა არ არის ყველასთვის სავალდებულო პროცედურა და არ არის საჭირო ყოველი კვების შემდეგ გამოწველა, რადგან ქალის სარძევე ჯირკვლებში ზუსტად იმდენი რძე იწარმოება, რამდენიც საჭიროა ბავშვის გამოსაკვებად გარკვეულ ასაკში. რამდენ რძესაც მოიხმარს ბავშვი ერთი კვების დროს, იმდენი რძე ჩადგება მკერდში მომდევნო კვებისას. თუმცა, არის მომენტები, როდესაც საჭიროა რძის რაოდენობის გაზრდა, გამქრალი რძის მობრუნება, გამაგრების დაშლა, რძის მარაგის შექმნა. ამ დროს საუკეთესო დამხმარე გახლავთ გამოსაწველი აპარატი. 

•    თუ თქვენი პატარა ძუძუთი იკვებება, თქვენ კი გიწევთ მისი დატოვება რამდენიმე საათით, თქვენ შეგიძლიათ რძის გამოსაწველი აპარატით შექმნათ რძის მარაგი, გამოწველილი რძე დაუტოვოთ პატარას და ის ბოთლიდან მიირთმევს მას. საწველი აპარატის გამოყენება იდეალური ვარიანტია, როდესაც დედა დეკრეტიდან აქტიურ სამსახურს უბრუნდება და სურს ისევ გააგრძელოს ძუძუთი კვება.
•    საწველი აპარატი ერთადერთი საშუალებაა რძის შესანარჩუნებლად, როდესაც დედა ბავშვისგან მოშორებით არის და პატარა ვერ ახერხებს ძუძუთი კვებას. მაგალითად ახალშობილთა რეანიმაციაში, როდესაც პატარა დღენაკლული იბადება. ამ დროს სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გამოკვებას დედის რძით.  
•    არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ძალიან სუსტი წოვის რეფლექსი აქვს და ვერ ხერხდება ძუძუთი კვება. ამ დროს ბავშვს ზონდით ან სხვა დამხმარე საშუალებებით მიეწოდება დედის რძე. ასეთ დროსაც საუკეთესო გამოსავალია რძის ტუმბოს გამოყენება.
•    ხშირიად დედას უკვე გამქრალი რძის დაბრუნება სურს, რელაქტაცია შესაძლებელია საწველი აპარატის და ხშირი წველის, ე.წ. ფაუერ ფამფინგის გამოყენებით. 
•    ძუძუთი კვების დროს, არასწორი მოჭიდების გამო, ხშირია ძუძუს თავების დახეთქვა. ლაქტაცია ხდება მტკივნეული და რძის შესანარჩუნებლად საწველი აპარატის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია. 
•    ჰიპერლაქტაციის დროს სასურველია რძის გამოწველა შემსუბუქებამდე. ასეთ დროსაც დიდ დახმარებას გაგიწევთ რძის გამოსაწველი აპარატი, რათა არ მოხდეს რძის დაგროვება და არ განვითარდეს ლაქტოსტაზი, მასტიტი და სხვა გართულებები. 
•    არსებობს გარკვეული მიზეზები, როდესაც რძე იწარმოება არასაკმარისი რაოდენობით. ეს შეიძლება იყოს სტრესი, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ. ამ დროს გამოწველა  ხელს უწყობს ლაქტაციის ნორმალიზებას  და კრიზისის დროს  უზრუნველყოფს სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოების ზრდას. 

არსებობს როგორც მექანიკური, ისე ელექტრო და სამედიცინო სიმძლავრის აპარატები. თუ დროის დაზოგვა გსურთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ორთავიანი ელექტროგამოსაწველი. 

lansinoh, ლანსინო,


Lansinoh-ის 2-1-ში ორმაგი ელექტრო მკერდის ტუმბო შექმნილია დედებისთვის, რომლებსაც სურთ კომფორტი, მოქნილობა და ეფექტურობა. აპარატი არ საჭიროებს დენის წყაროს, რაც მის გამოყენებას გზაში და სახლიდან შორ მანძილზეც კომფორტულს ხდის. მას გააჩნია რძის გამოწველის ორი ფაზა, რაც უზუნველყოფს ბავშვის ბუნებრივ წოვასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პროცესს. ფაზების ცვლილება შეიძლება დაგჭირდეთ მაშინ, როდესაც გსურთ უფრო ინტენსიურად გამოიწველოთ რძე, მაგალითად „
ფაუერ-ფამფინგის“დროს. ეს მეთოდი აძლიერებს ორგანიზმში რძის წარმოქმნის პროცესს. მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებსაც რძის მარაგის გაზრდა სჭირდებათ და სურთ რელაქტაცია, გამქრალი რძის დაბრუნება. ფაუერ ფამფინგისთვის რეკომენდებულია ელექტროგამოსაწველი აპარატის გამოყენება, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა სიხშირით მოგიწევთ გამოწველა, შეიძლება ხელები მალე დაგეღალოთ.

რა განსხვავებაა მექანიკურ და ელექტრო, სამედიცინო და არასამედიცინო გამოსაწველ აპარატებს შორის?

მექანიკური საწველით გამოწველისას, გამოწველის პროცესი არის ხანგრძლივი და მკერდი ბოლომდე არ იცლება. გამაგრების შემთხვევაში მექანიკური საწველი ნაკლებად ახერხებს გამაგრებების დაშლას. მექანიკური ტიპის საწველი მარაგის გასაზრდელად და შესაქმნელად არაკომფორტულია. თუმცა, მისი გამოყენება გადავსებული მკერდის გამოსაწველად გამოგადგებათ, ისე რომ გამოიწველოთ შემსუბუქებამდე და ბოლომდე არ დაცალოთ ძუძუ. 

lansinoh, ლანსინო,

მექანიკური გამოსაწველი აპარატისგან განსხვავებით, ელექტრო აპარატს აქვს გამოწველის სხვადასხვა რეჟიმი. თუ რძის მარაგის შეგროვება გსურთ, გიწევთ ხშირი გამოწველა, გსურთ დროის დაზოგვა, ამ შემთხვევაში ელექტრო საწველი ბევრად ეფექტურია, გამოწველის ხანგრძლივობა კი ბევრად ნაკლები. სამედიცინო სიმძლავრის ელექტრო საწველის შემთხვევაში ბევრად ეფექტურად და სწრაფად, მძლავრად ხდება რძის გამოწველა, სარძევე ჯირკვლის სტიმულაცია და რძის რაოდენობის ზრდა. თუმცა, ასეთი საწველები არ არის საჭირო ჰიპერლაქტაციის დროს.  

Lansinoh მსოფლიოში ფართოდ  ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ძუძუთი კვებისა და ბავშვის მოვლის საშუალებებზე. 
ბრენდის  მთავარი დანიშნულებაა ორსულების და მეძუძური დედების მხარდაჭერა, ჩვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. ლანსინო ორიენტირებულია ძუძუთი კვების პოპულარიზაციასა და დედების მხარდაჭერაზე პროდუქციის  შეძენა შეგიძლიათ PSP აფთიაქებში. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: Lansinoh