რა არის მასტიტი?
მასტიტი არის მკერდის ქსოვილის ანთება. ანთებითი მასტიტის დროს ხდება სარძევე სადინრების შეშუპება და მათი სანათურის შევიწროვება, დაზიანების კერა ხდება მტკივნეული, თბილი და იცვლის ფერს. ინფექციური მასტიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის გამომწვევი არღვევს ორგანიზმის მიკრობიომს. ინფექციური მასტიტი არ არის გადამდები და დაავადების მიმდინარეობისას სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის დედის რძით კვება და არ არის საჭირო დედის რძის რაიმე დამატებითი გზით სტერილიზაცია. მასტიტს ახასიათებს სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება და გულისცემის გახშირება.
მასტიტის სხვა, ადგილობრივ სიმპტომებს მიეკუთვნება:
შეშუპება ჩვეულებრივ წარმოიშობა მშობიარობდან 3-5 დღის შემდეგ, მაშინ როცა ე.წ. „რძის ჩადგომა“, ანუ ლაქტოგენეზის მეორე ფაზა იწყება. მკერდის შეშუპება, როგორც წესი, მშობიარობიდან 9-10 დღემდე ვადაში გაივლის. შეშუპების სიმპტომები მოიცავს მკერდის ტკივილს და გამკვრივებას. მართალია, ეს სიმპტომები მასტიტის სიმპტომების მსგავსია, თუმცა, მშობიარობის შემდგომი შეშუპება ფართოდ გავრცელებული და მოკლევადიანი მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია მკრედში რძის მოცულობის გაზრდასთან, ინტერსტიციულ შეშუპებასა და სისხლის ნაკადის გაძლიერებასთან. როდესაც ჩამოყალიბდება ძუძუთი კვების რეგულარული გრაფიკი, შეშუპება ქრება. მასტიტის განვითარების შემთხვევაში კი პირიქით ხდება - სიმპტომების ინტენსივობა იზრდება.
სარძევე სადინარების დახშობა მკერდის დაზიანებულ უბანში რძის ნაკადის შემცირებას იწვევს. ადრე ითვლებოდა, რომ სადინარის დახშობის მიზეზი შესქელებული რძე იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ არის პრობლემის საწყისი მიზეზი. ამჟამინდელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ პრობლემას იწვევს რძის სადინარების შევიწროვება, რაც ანთების გამო ვითარდება. როდესაც რძე სადინრებში თავისუფლად ვერ მიედინება, მასში არსებული ცხიმის გლობულები ერთმანეთს ეკვრის და იქმნება საცობი, რომელიც, ისედაც შევიწროებული სადინარების ფონზე, რძის გამოდევნას კიდევ უფრო ართულებს. დახშული სარძევე სადინარები იწვევს მკერდის ტკივილს, დაზიანებული უბნის გამკვრივებას, გაცხელება და კანის გაუფერულებას.
აბსცესი მასტიტის გართულებული ფორმაა, რომელიც მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის ან არასათანადო/დაგვიანებული მკურნალობის შედეგად ყალიბდება. აბსცესი არის ინფიცირებული სითხისა და ჩირქის შემცველი გამკვრივებული უბანი მკერდზე. აბსცესი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას და ინფიცირებული სითხის დრენირებას.
2023 წლის წლის პირველი აპრილის განახლება.
წყარო: health.state.mn.us