მასტიტი და მასთან გამკლავების გზები - მკერდის თერაპიის პაკეტები

25-09-2024

რა არის მასტიტი?

მასტიტი მკერდის ქსოვილის ანთებაა. მასტიტის დროს სარძევე სადინრები შუპდება და მათი სანათური ვიწროვდება, დაზიანების კერა ხდება მტკივნეული, ჩვეულებრივზე თბილი და იცვლის ფერს. ინფექციური მასტიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის გამომწვევი არღვევს ორგანიზმის მიკრობიომს. ინფექციური მასტიტი არ არის გადამდები და დაავადების მიმდინარეობისას სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის დედის რძით კვება, არ არის საჭირო დედის რძის რაიმე დამატებითი გზით სტერილიზაცია. მასტიტს ახასიათებს სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება და გულისცემის გახშირება.

მკერდის თერაპიის პაკეტები, ლაქტაცია, ძუძუთი კვება,

მკერდის თერაპიის პაკეტები დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში

მკერდის თერაპიის პაკეტების მეშვეობით ტარდება ცივი თერაპია მკერდის შეშუპების, ჩაკეტილი სადინარებისა და მასტიტის შესამსუბუქებლად. ცხელი თერაპია კი ხელს უწყობს რძის დაშლას ამოტუმბვის დროს.

მკერდის თერაპიის პაკეტები, ლაქტაცია, ძუძუთი კვება,

ის არის ერთგვარი დამხმარე ხელსაწყო რძის გამოსაწველი ტუმბოსთვის.  გაციება შესაძლებელია მკერდის თერაპიის პაკეტების  საყინულეში მოთავსებით, ხოლო გათბობა - მიკროტალღურ ღუმელში. არ საჭიროებს ადუღებას. Lansinoh-ს მკერდის თერაპიის პაკეტების რბილი და მოქნილი ფორმა კომფორტულად ერგება ნებისმიერი ტიპის მკერდს. თითოეული პაკეტი ინდივიდუალურად უნდა გაცხელდეს მიკროტალღურ ღუმელში, რბილი მეწამული საფარის გარეშე. ნუ გააცხელებთ შეფუთვას  25 წამზე მეტი ხნის განმავლობაში. ყოველთვის დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ შეფუთვის ტემპერატურა გამოყენებამდე. არ გამოიყენოთ 20 წუთზე მეტხანს ერთ სესიაზე. მოათავსეთ რბილ საფარში და დაიდეთ მკერდზე. თქვენი ძუძუსთავი უნდა იყოს შეფუთვის ცენტრში. შესაძლებელია რძის გამოტუმბვის პარალელურად გამოყენება.
Lansinoh-ს ბრენდის პაკეტების შეძენა შესაძლებელია PSP-ში, რომელიც ბრენდის ოფიციალური შემომტანია საქართველოში. 

მკერდის თერაპიის პაკეტები, ლაქტაცია, ძუძუთი კვება,
 

როგორია მასტიტის მკურნალობისა და პრევენციის სტრატეგიები?

•    შეინარჩუნეთ ძუძუთი კვების ან რძის გამოწველის რეგულარული გრაფიკი.
•    დაზიანებულ უბანზე მოითავსეთ ცივი კომპრესი.
•    ატარეთ კომფორტული, თქვენზე კარგად მორგებული ბიუსტჰალტერი.
•    ჩაიტარეთ მკერდზე ნაზი ლიმფური თვითმასაჟი (ხელსმა), რაც დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში.
•    გამოიყენეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი შეშუპებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად. თუ მასტიტის სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
•    ღრმა მასაჟი არ არის რეკომენდებული მკერდის ქსოვილზე, რადგან ის აძლიერებს ანთებას და აუარესებს სხვა სიმპტომებსაც.
•    მიიღეთ მზესუმზირის ლეციტინი.
•    ნაკლებად გამოიყენეთ მკერდის ძლიერი გამოსაწველი აპარატი. თუ შეგაწუხებთ რძე, მცირედით გამოიწველეთ ხელით ან დაიხმარეთ ჰააკა (აქ გაილინკება თქვენი სტატია ჰააკაზე). აუცილებლად კვებეთ ბავშვი მოთხოვნის შესაბამისად. 
•    მოერიდეთ მკერდის ქსოვილის გათბობას. 
•    მოერიდეთ მასაჟორებს, ელექტრო კბილის ჯაგრისებს ან სხვა ვიბრაციულ მოწყობილობებს. 
•    მოერიდეთ მკერდის კანის დატენიანებას, აბუსალათინის ზეთით ან რაიმე სხვა აქტიური ნივთიერებით.

Lansinoh-ს პროდუქციის დათვალიერება შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე.