სამგზავრო სავარძელი „ქარსითი“ არ არის აქსესუარი, ის ბავშვის სიცოცხლის დაცვის მთავარი ინსტრუმენტია ავტომობილში. მშობლისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შვილის უსაფრთხოება. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ისინი სახლში, ქუჩაში, ბაღში, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გარემო ბავშვისთვის არის ავტომობილი. ყოველდღიური მგზავრობა ბევრ ოჯახში ჩვეული პროცესია: დილაობით ბაღში ან სკოლაში წაყვანა, ექიმთან მისვლა, სტუმრობა, მოგზაურობა. ხშირად ეს ყველაფერი რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება და მშობლებს უჩნდებათ მცდარი განცდა, რომ „ცოტა გზაზე არაფერი მოხდება“. სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევების არც ისე მცირე ნაწილი სწორედ მოკლე მანძილზე და დაბალ სიჩქარეზე ხდება.
ამ რეალობაში სამგზავრო სავარძელი არ არის დამატებითი აქსესუარი — ის ბავშვის სიცოცხლის დაცვის მთავარი ინსტრუმენტია.
რატომ ვერ იცავს ბავშვს ხელში დაჭერა?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია: „თუ ბავშვს მაგრად ჩავეხუტები, დავიცავ“. ფიზიკის კანონები ამას გამორიცხავს. რამდენიმე კილოგრამიანი ჩვილი უცებ მძიმდება და ხელში შენარჩუნება ადამიანის ძალებს აღემატება. გარდა ამისა, შეჯახების ძალა ხომ უფროსზეც მოქმედებს?
ამიტომ:
- კალთაში ჩასმა
- ხელში დაჭერა
- ღვედის გარეშე უკანა სავარძელზე დასმა არის სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო.
ქარსითი სამშობიროდან გამოყვანისთანავე
რატომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი? ბევრი მშობელი სამგზავრო სავარძლის გამოყენებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ბავშვი გაიზრდება. ესეც შეცდომაა.
ქარსითი აუცილებელია:
- დაბადების დღიდანვე
- სამშობიაროდან გამოყვანის პირველივე დღიდან

ახალშობილის კისერი და ხერხემალი ძალიან სუსტია. მცირე შეჯახებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმა, თუ ბავშვი არ ზის სპეციალურად შექმნილ კალათის ტიპის სავარძელში.
სწორად შერჩეული ქარსითი:
- აფიქსირებს ბავშვის თავსა და ტორსს
- ანაწილებს დარტყმის ენერგიას
- იცავს კისერს, ხერხემალს და შინაგან ორგანოებს
ეს არის ერთადერთი გზა, რომ ახალშობილი უსაფრთხოდ გადაიყვანოთ ავტომობილით.
აზიანებს თუ არა ქარსითი ბავშვის ხერხემალს?
ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ დედებს. რეალობა ასეთია: ქარსითი იქმნება სპეციალურად ახალშობილის ანატომიის გათვალისწინებით.
მის შექმნაში მონაწილეობენ:
- პედიატრები
- ნეონატოლოგები
- ორთოპედები
- ინჟინრები
სერტიფიცირებული ქარსითი გადის მრავალრიცხოვან ტესტირებას — შეჯახების, გადაბრუნების, გვერდითი დარტყმის სიმულაციებს. თუ ქარსითი სწორად არის შერჩეული და სწორად დამაგრებული, ის არ აზიანებს ბავშვს, არამედ პირიქით — იცავს ყველაზე მგრძნობიარე ზონებს.
როგორ ავარჩიოთ ქარსითი, რომელიც რეალურად დაიცავს ბავშვს?
ქარსითის შერჩევა მხოლოდ ფერით ან დიზაინით დაუშვებელია. აქ საუბარია სიცოცხლეზე.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
ბავშვის მონაცემები: ასაკი, წონა, სიმაღლე. არა „რამდენი წლისაა“, არამედ რამდენი კილოგრამია და რა სიმაღლისაა.
არსებობს:
- 0–13 კგ — ახალშობილებისთვის
- 9–18 კგ
- 15–36 კგ
- კომბინირებული მოდელები
არ შეიძლება ბავშვის ჩასმა კატეგორიაზე დიდ ან პატარა სავარძელში.
სერტიფიკატი და ვადა
მნიშვნელოვანია სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ სანდო მაღაზიაში, სადაც აუცილებლად წარმოგიდგენენ ამ ორ მნიშვნელოვან დეტალს: ევროპული
უსაფრთხოების სერტიფიკატს და ვადას.
ვადაგასული ან დაზიანებული სავარძელი შესაძლოა შეჯახების დროს გატყდეს.
მეორადი სავარძელი — რატომ არის სარისკო?
მეორადი ქარსითი ხშირად გარედან კარგ მდგომარეობაშია, თუმცა:
- შეიძლება ჰქონდეს მიკრობზარები
- შეიძლება ერთხელ უკვე მოხვედრილა ავარიაში
- შეიძლება აკლდეს მნიშვნელოვანი დეტალი
ეს ყველაფერი ამცირებს უსაფრთხოებას. ამიტომ, მოერიდეთ მეორადი სავარძლის ყიდვას.
სად არის ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ავტომობილში?
ყველაზე მნიშვნელოვანი წესები:
- ქარსითი არასოდეს უნდა მოთავსდეს წინა სავარძელზე
- აირბაგი ბავშვისთვის ფატალურ საფრთხეს წარმოადგენს
- ბავშვი უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე
რეკომენდებულია:
- სავარძლის უკან დამონტაჟება
- კარის ავტომატური ჩამკეტის გააქტიურება
- ფანჯრებზე უსაფრთხო მზისგან დამცავების გამოყენება
რამდენ ხანს უნდა გამოვიყენოთ ქარსითი?
ქარსითი გამოიყენება მანამ, სანამ:
- ბავშვის სიმაღლე არ გახდება შესაბამისი ავტომობილის ღვედისთვის
- ღვედი არ გაივლის მკერდთან და არა კისერთან
ხშირად ეს ხდება დაახლოებით 11–12 წლის ასაკში. 8 წლიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუსტერი, რომელიც ბავშვს სწორ სიმაღლეზე აყენებს.
ყოველდღიური შეცდომები, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ
ყველაზე სახიფათო შეცდომებია:
- მგზავრობა ქარსითის გარეშე
- ღვედების თავისუფლად შეკვრა
- ქურთუკით ჩასმა სამგზავრო სავარძელში
- კვება მოძრაობის დროს
- ბავშვის გადმოწოლა ფანჯრიდან
- საჭესთან დასმა
განსაკუთრებით სახიფათოა ასფიქსიის რისკი კვების დროს და ის ფაქტი, რომ სქელი ტანსაცმელი ღვედებს ფუნქციას უკარგავს.
ქარსითი არ არის დროებითი კაპრიზი, უცხოური ტრენდი ან ზედმეტი ხარჯი.
ქარსითი არის:
- სიცოცხლის დამცავი სისტემა
- პასუხისმგებელი მშობლის არჩევანი
- ერთადერთი რეალური გზა, რომ ბავშვი დაცული იყოს ავტომობილში
ბავშვის უსაფრთხოება იწყება იმ წამიდან, როცა მანქანის კარი იხურება.
ქარსითის ქონა აუცილებლობაა, სწორედ ამიტომ ვიშლისთში მისი შეძენა 99 ლარიდან არის შესაძლებელი. იხილეთ კოლექცია





