მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » წელიწადში რამდენჯერ „აქვს უფლება“ ბავშვს, გახდეს ავად

წელიწადში რამდენჯერ „აქვს უფლება“ ბავშვს, გახდეს ავად

წელიწადში რამდენჯერ „აქვს უფლება“ ბავშვს, გახდეს ავად? ეს კითხვა ხშირად აწუხებთ ბავშვის ავადმყოფობით გადაღლილ მშობლებს. ამ საკითხზე გვესაუბრება ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი.

თუ ბავშვი დადის საბავშვო ბაღში, აბსოლუტურ ნორმად მიიჩნევა, თუ წელიწადში 6-12-ჯერ გადაიტანს ვირუსს. ეს ბავშვის სუსტ იმუნიტეტზე სულაც არ მიუთითებს, ეს ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვი 12-ჯერ დაავადდა, ის თორმეტჯერ გამოჯანმრთელდა. ხშირი ავადობა დაბალ იმუნიტეტზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ ბავშვი სათანადოდ არ არის დაცული ვირუსისგან.

რეალურად დაბალ იმუნიტეტზე კი შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, თუ ჩვეულებრივი ვირუსი ხშირად ბაქტერიული გართულებებით დასრულდება, გართულების ყველაზე ხშირი და რეალური მიზეზი კი ავადმყოფი ბავშვის არასწორად მოვლა გახლავთ.

დასკვნა: რეალურად იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატი არ არსებობს, ეს გულუბრყვილო ბებიებისა და ბიზნესმენების გამონაგონია, რომლებიც დიდი წარმატებით ყიდიან ე.წ. იმუნიტეტის ასამღლებელ წამლებს. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს, ისწავლეთ პროფილაქტიკური წესების დაცვა. ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, სისტემატურად, გააკაჟეთ, არ შეფუთოთ, ნუ დააძალებთ საკვებს, ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი საიმისოდ, რომ მშობლის სიზარმაცე სუსტი იმუნიტეტით არ გაამართლოთ.

თქვენი პატარა ხშირად ავადობს? მაშინ წაიკითხეთ კომაროვსკის რჩევები ვრცლად დააჭირეთ აქ

აკლიმატიზაცია ბავშვებში: სიმპტომები, როგორ ავიცილოთ თავიდან

ბანაობის მნიშვნელობა ბავშვისთვის – კომაროვსკის რჩევები

ევგენი კომაროვსკის მიმართვა უჭმელი ბავშვების მშობლებს

საბავშვო ბაღი და ვირუსები – ვთქვათ თუ არა უარი ბაღზე