კოვიდპანდემია თითქოს მინელდა, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება, გაიხსნა სკოლები და ბაღები, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კოვიდი და სხვა ვირუსები გაქრა და ფრთხილად არ უნდა ვიყოთ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა უნდა ასწავლოს ბავშვს საიმისოდ, რომ მაქსიმალურად აარიდოს ვირუსული ინფექციები.
- მიაჩვიეთ ბავშვს ხელების საგულდაგულოდ დაბანას. თუ წყლის და საპნის გამოყენების საშუალება არ არის, მაშინ სანიტაიზერით ისარგებლოს. აქციეთ ეს პროცესი სასიამოვნო თამაშად, როგორც წესი, 2-3 წლის ბავშვები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ.
- რაც შეეხება მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მიაჩვიეთ დახველების ან დაცემინების დროს ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებას, რომელსაც მაშინვე გაანადგურებს.
- აუხსენით ბავშვს, რომ ცხვირთან, თვლებთან ან პირთან მხოლოდ სუფთა ხელის მიტანაა დასაშვები.
- იყავით ბავშვისთვის მაგალითი, მათ ძალიან მოსწონთ და უყვართ მიბაძვა.
- ეცადეთ შენობაში ტენიანობა შეინარჩუნოთ.გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახები და დაალაგეთ სველი წესით.
- ასწავლეთ ბავშვებს, დისტანცია დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ახველებს ან აცემინებს.
- აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი 🙂
ასევე დაგაინტერესებთ:
-
ბავშვის სეირნობა ავადმყოფობის დროს – კომაროვსკის რჩევები
-
სურდოს მკურნალობის მთავარი წესები
-
ხშირად მოავადე ბავშვი – როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
-
როგორ გავაკაჟოთ ბავშვი