მთავარი » აღზრდა/განვითარება » ჯანმრთელობა » როგორ ავწონოთ და გავიგოთ ჩვილის სიმაღლე თანამედროვე მეთოდით

როგორ ავწონოთ და გავიგოთ ჩვილის სიმაღლე თანამედროვე მეთოდით

ახალბედა დედები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ პატარამ სამშობიაროში წონაში დაიკლო. ეს სავსებით ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. პატარები დაბადებისას წონის 5-10% იკლებენ და დაბადების წონას 2 კვირაში აღიდგენენ. თუმცა რასაკვირველია, ყურადღება აუცილებელია და მშობელმა ეს საკითხი არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. ზოგადადაც, ჩვილი ბავშვის წონისა და სიგრძის მატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს, პირველ რიგში, სწორ განვითარებაზე. ამიტომაცაა, რომ პედიატრები პირველ პერიოდში ყოველ თვე წონიან და ზომავენ ბავშვებს და მშობლები ამას ხშირად შინაც აკეთებენ, თუ აქვთ შესაბამისი მოწყობილობა.

მოდით, პირველ საკითხს მივუბრუნდეთ და გავიგოთ,

რატომ იკლებენ ახალშობილები წონაში, პირველი დღეების განმავლობაში?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. მათი კანის ზედაპირიდან სითხე ორთქლდება
2. გამოყოფენ შარდს
3. გამოყოფენ მეკონიუმს, ანუ პირველ განავალს

აგუ ბეიბი, ჩვილის სასწორი, ჩვილის წონა, ჩვილის სიმაღლე, როგორ გავზომოთ ჩვილის სიმაღლე, როგორ ავწონოთ ჩვილი,

ამ დროს ბევრი დედა ფიქრობს, ჰყოფნის თუ არა პატარას მისი რძე? როგორ უნდა მივხვდეთ?

• კვების დროს ისმის ყლაპვის ხმა;
• შარდი გამჭვირვალეა, დღე-ღამეში 6-8-ჯერ კარგად სველდება პამპერსი;
• ბავშვი აქტიურია, როდესაც ღვიძავს;
• კვების დასრულების შემდეგ ცოტა დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახით ანებებს თავს ძუძუს;
• ვითარდება ასაკის შესაბამისად;
• ბოლო და ყველაზე უტყუარი ნიშანი – წონაში მატებაა (2 კვირაზე უნდა აღიდგინოს დაბადების წონა. შემდეგი აწონვა – ყოველი 1 თვის შემდეგ).

როგორ და როდის უნდა ავწონოთ ბავშვი და რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორი სასწორი უნდა გამოვიყენოთ?

იმისათვის, რომ სწორი პასუხი მიიღოთ, ბავშვის აწონვის დროს აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:
ბავშვი აუცილებლად უნდა აიწონოს შიშველი, პამპერსის გარეშე. ძალიან ხშირად ბავშვებს წონიან ტანსაცმლით და საფენით, შემდეგ კი აკლებენ გარკვეულ წონას, რაც არასწორია. ჩვილის წონისა და სიმაღლის მონიტორინგი აუცილებელია ყოველთვიურად.

აგუ ბეიბი, ჩვილის სასწორი, ჩვილის წონა, ჩვილის სიმაღლე, როგორ გავზომოთ ჩვილის სიმაღლე, როგორ ავწონოთ ჩვილი,

როგორი სასწორის გამოყენება არის ყველაზე კომფორტული?

რაკი წონისა და სიმაღლის მონიტორინგი ჩვილობისას განსაკუთრებულად აქტუალურია და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბევრად კომფორტულია ისეთი სასწორის გამოყენება, რომელიც წონასთან ერთად ბავშვის სიმაღლესაც ზომავს. ასეთია, მაგალითად პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდის AGU BABY Smart-სასწორი, სიმაღლის საზომით, რომელიც აპრობირებული, სანდო და ხარისხიანია. მას მსოფლიოში უამრავი მშობელი თუ პედიატრი ენდობა.

  • ზუსტად და სწრაფად ზომავს პატარას წონასა და სიმაღლეს (სიზუსტე ±5გ; ±2მმ).
  • იდეალურია ჩვილებისა და ახალშობილებისთვის (25კგ-მდე, 80.6 სმ-მდე).
  • ყველა გაზომვა ავტომატურად ინახება უნიკალურ აპლიკაციაში შექმნილ დღიურში, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად დააკვირდეთ დინამიკას ტელეფონის საშუალებით, ეს კიდევ დამატებითი კომფორტია მშობლისთვის.

Agu baby – ინოვაციური შვეიცარიული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ აქ

რისთვის არის საჭირო ცხვირის ნაზალური ასპირატორი და რატომ უნდა შეარჩიოთ სწორად?

მითები მაღალ ტემპერატურაზე და მისი გაზომვის ინოვაციური მეთოდი

რისთვის არის საჭირო ინჰალატორი და როგორ შევარჩიოთ სწორად?

რა არ უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს და როგორ უნდა გაზომოთ ტემპერატურა სწორად