- ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს 6 თვიდან ესაჭიროება საკვების დამატება, ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფს 4,5-5 თვიდან.
- ახალი საკვები მიაწოდეთ მცირე რაოდენობით მაგ. 2-3 ჩაის კოვზი და თანდათან გაზარდეთ ულუფა;
- თავიდან ბავშვს მხოლოდ ერთი სახეობის საკვები შესთავაზეთ.
- თუ ბოლომდე ვერ ჭამს, ნუ დააძალებთ. თუ ვერ კმაყოფილდება, შეგიძლიათ ცოტა საკვები კიდევ დაუმატოთ;
- საკვები მიეცით კოვზით და არა საწოვარათი!
- საკვები უნდა მომზადდეს სისუფთავის ყველა წესის დაცვით;
- თავდაპირველად ბავშვს საკვები თხელი პიურეს სახის უნდა იყოს. ასაკის მატებასთან ერთად შეგიძლიათ საკვების მასა გაამკვრივოთ, რომ პატარა ღეჭვასაც შეეჩვიოს;
- თუ ბავშვი ძუძუზეა, ჯერ ძუძუ შესთავაზეთ, შემდეგ დამატებით საკვები, 9 თვიდან კი პირიქით, ჯერ საკვები და შემდეგ ძუძუთი ჩაატკბარუნებინეთ პირი.
- ხელოვნური კვების დროს ერთი კვება, თანდათან, მთლიანად იცვლება დამატებითი საკვებით;
- დამატებით კვებებს შორის აუცილებელად დაიცავით ინტერვალი 3,5 – 4 სთ. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება, მაგალითად, ხილ-ფაფის მიწოდება;
- თქვენ ხომ უკვე იცით, რომ საკვების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს. ყოველდღიურად მიაწოდეთ პატარას საკვების, თუნდაც, მცირე ულუფა თითოეული ჯგუფიდან.
- მიმართეთ ექიმს, რომელიც აგიხსნით, თუ როდის და რომელი საკვები უნდა დაუმატოთ პატარას.
გახსოვდეთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ აჭმევთ კვერცხის ცილას, თაფლსა და ციტრუსებს. 9 თვემდე კი ძროხის განუზავებელი რძის მიცემაც არ არის სასურველი.
წყარო unicef „ძუძუთი კვების სასწაული“