მეტროთი, ესკალატორით ადამიანები ძალიან ხშირად ვსარგებლობთ, არადა, ცოტას თუ უფიქრა იმაზე, რამდენად საშიში და სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც ესკალატორი ბავშვებისთვის.
არადა, ამ უსაფრთხოების წესების შესახებ აბსოლუტურად ყველა ასაკის ბავშვის მშობელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ან ბავშვი, რომ თავიდან აიცილოს ტრავმა ესკალატორით სარგებლობის დროს?
თუ ბავშვი ეტლშია
უსაფრთხოების წესების თანახმად, არ შეიძლება ბავშვიანი ეტლის ესკალატორზე გადაყვანა, ჯობს ბავშვი აიყვანოთ ხელში და ეტლი ისე შედგათ ესკალატორზე. ესკალატორი მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს, გაიჭედოს, აძიგძიგდეს, რა დროსაც ეტლი შესაძლოა გადაბრუნდეს. თუ სავაჭრო ცენტრში ბრძანდებით, ამ დროს უმჯობესია ლიფტით ისარგებლოთ.






