მთავარი » აღზრდა/განვითარება » ფსიქოლოგია » ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობის წესები ბავშვებისთვის

ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობის წესები ბავშვებისთვის

ქუჩაში მარტო გადაადგილების სწავლა ადრე თუ გვიან ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს

დგება დრო ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მათ ქუჩაში გადაადგილება დამოუკიდებლად უწევეთ.

ეს საკმაოდ სახიფათოა, თუმცა გარდაუვალი. იმისათვის, რომ მშობელი მშვიდად იყოს, არსებობს რამდენიმე სპეციალური წესი, რომელიც ბავშვს უნდა ასწავლოთ.

ბავშვი, მშობელი, უსაფრთხოება, გზაზე გადასვლა, მარტო,

სანამ ბავშვს ქუჩაში მარტო გაუშვებთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ და აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვმა თქვენი დარიგება გაიგო. გაამეორებინეთ, რა უთხარით, რა ასწავლეთ.

  • აუცილებლად გქონდეთ იმის საშუალება, რომ ეკონტაქტოთ ტელეფონით, ამიტომ საუბარი იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა მას თან ტელეფონი, არც კი განიხილება. თქვენი ტელეფონის ნომერი მისთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გარდა ამისა, უფრო მშვიდად რომ იყოთ, გირჩევთ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, რომლითაც გააკონტროლებთ ბავშვის ადგილსამყოფელს.
  • რამდენჯერმე ერთად გაიარეთ იმ გზით, რომლის გავლაც ბავშვს მარტოს მოუწევს.
  • აუხსენით ბავშვს, რომ მაქსიმალურად აარიდოს თავი მისთვის უცხო ადამიანებთან კონტაქტს. განსაკუთრებით ვინმეს გაყოლა და ლიფტში ვინმესთან ერთად შესვლა არის მისთვის სახიფათო, ეს ხშირად უმეორეთ.
  • გააგებინეთ ბავშვს, რომ არ არის ნორმალური, თუ ქუჩაში უფროსი მიმართავს დასახმარებლად, როგორც წესი, უფროსები დახმარებას ბავშვებს არ სთხოვენ.
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მას ქუჩაში უფროსთან დალაპარაკება მოუწევს, აუცილებლად უნდა დაიცვას დისტანცია, 2 მეტრი მაინც. ასეთ დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს მას ადვილად შეეძლება გაქცევა.
  • აუხსენით ბავშვს, რომ საშიშროების დროს ნუ მოერიდება და წარმოთქვას ხმამაღლა „მე შენ არ გიცნობ, მომშორდი“ . გააფრთხილეთ არ ინერვიულოს და თუ შეეშინდება და ამის საჭიროება იქნება, შეუძლია იყვიროს კიდეც.
  • ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს უცხიო ადამიანს უფლება, მას შეეხოს ან უყუროს თვალებში.
  • საშიშროების დროს, მაგალითად თუ ბავშვი დაიკარგა, მან უნდა იცოდეს, ვის შეიძლება მიმართოს დასახმარებლად – იპოვოს საიმედო უფროსი, თუ პოლიციელი იქნება, ძალიან კარგი. დარჩეს იქ, სადაც არის, რომ ადვილად იპოვონ ან უსაფრთხო ადგილას შევიდეს, იქნება ეს კლინიკა, მაღაზია, სალონი, ბანკი და ა.შ. და თანამშრომლებს ან დაცვის წევრებს სთხოვოს დახმარება.

ბავშვი და ძაღლი – რა უნდა იცოდეთ, თუ ძაღლის ყოლას აპირებთ

რატომ არის საშიში ესკალატორი? – წესები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

მათ ყველაფერი ესმით

1 წლის ბავშვი – რა უნდა იცოდეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს