ყავასთან ერთად არ დაგვავიწყდეს “ ემოციების ჭიქის” შევსებაც.
წარმოიდგინეთ, რომ ყველა ბავშვს აქვს ჭიქა, რომელიც საჭიროებს შევსებას
- სიყვარულით;
- აღტაცებით;
- დაცულობის შეგრძნებითა;
- ყურადღებით.
როდესაც ეს ჭიქა ცარიელია, ბავშვები შემდეგი გზებით ცდილობენ მის შევსებას:
- იქცევა მიუღებლად და დესტრუქციულად, იმისთვის რომ მოიპოვოს თქვენი ყურადღება;
- თითქოს მათი ჭიქა ხდება უძირო და იმისთვის, რომ შეავსო, სჭირდება ზედმეტად აღმაფრთოვანებელი და მომნუსხველი გზა;
- სხვა ადამიანების ჭიქიდან მოპარვა, ანუ სხვისი ემოციების მითვისება, გათავისება;
- ფიქრობენ, რომ ყოველი შევსების დროს მათ სჭირდებათ ჩხუბი და კამათი;
- როდესაც ცარიელდება ჭიქა, მოზღვავებული ენერგიით “კედლებზე დადიან”;
რა ავსებს ბავშვის ემოციების ჭიქას:
- თამაში;
- მეგობრობა;
- ერთი ერთზე კომუნიკაცია;
- სიყვარული და დაფასება;
- კავშირები;
- წარმატება და მიღწევა;
- საყვარელი საქმის ან მათ მიერ არჩეული საქმის კეთება;
რა აცარიელებს ჭიქას:
- სტრესი და დაძაბულობა;
- თანატოლების მხრიდან უარყოფა;
- მარტოობა და იზოლაცია;
- ყვირილი და განსჯა;
- დამარცხება ;
- დაღლილობა;
- დაძალებით საქმის კეთება;
- მათთვის საძულველი საქმის კეთება;
დილა საუკეთესო დროა, რომ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჭიქების შევსებაზე
ფსიქოლოგი: მარიამ ფაცურია