ვინ არის დოულა და რა ტიპის დახმარებას უწევს ის მომავალ დედებს

15-09-2021

ვინ არის დოულა და რა ტიპის დახმარებას უწევს ის ორსულებს, მშობიარეებს და მეძუძურ დედებს? ეს პროფესია ძალიან პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ნელ-ნელა ჩვენთანაც აქტუალური და საჭირო ხდება. ვინ არის დოულა? რა არის მისი დანიშნულება? როდის შეგიძლიათ მიმართოთ მას დახმარებითვის? ამ თემაზე პროფესიონალ დოულთა ასოციაციის დამფუძნებელი, ეკატერინა მარიპოსა გვესაუბრება. 

ვინ არის დოულა?

დოულა გახლავთ პროფესიონალი დამხმარე მშობიარობის დროს, ასევე - ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი რთული პერიოდის დროს. ის არ არის მედიკოსი, არ აფასებს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ სვამს დიაგნოზს, არ მკურნალობს, თუმცა,  აქვს პროფესიონალური განათლება და ძალიან კარგად იცის ქალის ფიზიოლოგია და ყველაფერი მშობიარობის შესახებ. ის ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მშობიარეს და არის შეუცვლელი დამხმარე, მედდა და დედაც კი. მე დოულას კურსები კანადაში მაქვს გავლილი 2015 წელს, რის შემდეგაც თავად შევქმენი პროფესიონალ დოულთა ასოციაცია. ჩემი მიზანია დავეხმარო სხვადასხვა ეროვნების დედებს, გახდნენ პროფესიონალები ბავშვის აღზრდის საკითხში. ჩემი კურსები გახლავთ პირველი პროფესიონალური მოსამზადებელი კურსები მშობიარობისთვის.

რა არის დოულას დანიშნულება?

დოულა ქალს მრავალმხრივ და შეუცვლელ დახმარებას უწევს. სიტყვა დოულა მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავს დამხმარეს, სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი სამსახურის მთავარი არსი: დახმარება საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, ინფორმაციის მიწდება თანამედროვე კვლევების შესახებ, დედის დახმარება უახლესი ინფორმაციების მოპოვების მხრივ, ახსნა მისთვის, რა ცვლილებებს განიცდის მისი ორგანიზმი, ექიმის დანიშნულების მარტივი ენით ახსნა. ერთი სიტყვით, დოულას მთავარი სამიზნე და ცენტრი დედა და მისი კომფორტია. ფიზიკური დახმარება გულისხმობს იმას, რომ დოულა მუდმივად იმყოფება მშობიარე ქალის გვერდით, შეუძლია დაეხმაროს მას თუნდაც პოზის შეცვლაში, მიაწოდოს საკვები თუ სასმელი, გაიყვანოს საპირფარეშოში, დაუზილოს წელი, შეუქმნას სიმყუდროვე და დაამშვიდოს, მიანიჭოს ახალნამშობიარებ ქალს და ასევე მშობიარეს ფიზიკური თუ სულიერი კომფორტი, ასევე მამას, თუ ის ესწრება მშობიარობას. დოულა ხელს უწყობს მშობიარე ქალის ურთიერთობას ექიმთან, ბებიაქალთან, სხვა სამედიცინო პერსონალთან და მის მეუღლესთანაც კი. მრავალი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ დოულას არსებობა მნიშვნელოვნად უმარტივებს ქალებსაც და ექიმებსაც მშობიარობის პროცესს, ქალები კი მშობიარობს შემდეგ თავს ბევრად კარგად გრძნობენ.

დოულა, ორსულობა, მშობიარობა,

როდის შეუძლია ორსულს მიმართოს დოულას?

დოულას დაქირავება შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. ეს მხოლოდ ორსულის მოთხოვნილებასა და სურვილზეა დამოკიდებული. ვიღაცას დახმარება ექიმის შერჩევის დროს სჭირდება, ზოგს ორსულობის მეორე ნახევარში.

როგორ ეხმარება დოულა მშობიარეს?

დოულა ქალის გვერდით იმყოფება იმ მომენტიდან, როდესაც მას ეძახიან და რჩება ორსულთან ერთად იმ მომენტამდე, როდესაც ბავშვი ძუძუს წოვას დაიწყებს. ზოგჯერ დოულას საოპერაციოშიც კი უშვებენ.  მშობიარობის შემდეგ დოულა ეხმარება ქალს ძუძუთი კვების პრინციპების სწორად ათვისებაში, ასწავლის სწორ მოჭიდებას, უხსნის მის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს.   ასწავლის დედებს, როგორ უნდა მოიქცნენ ლაქტაციის დროს და როგორ მოუარონ საკუთარ თავს და ახალშობილს. დოულას მიზანია, ახალბედა დედებს ფსიქოლოგიური დახმარებაც აღმოუჩინოს.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფეისბუქ გვერდზე: pregnantgeorgia და საიტზე: treslunas.tilda.ws @mariposa_psydoula