ორსულობის პერიოდი ძალიან სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი დროა, თუმცა ზოგჯერ - სტრესულიც. იმაში დარწმუნება, რომ თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებთ, თავს მშვიდად და დაცულად გაგრძნობინებთ.
ნაადრევი მშობიარობა: ორსულობისას ნაყოფის ზრდისა და განვითარების მხრივ უამრავი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი გრძელდება მთელი ორსულობის განმავლობაში, ბოლო თვეებისა და კვირების ჩათვლით. როდესაც ახალშობილი მოსალოდნელ თარიღზე ორი ან სამი კვირით ადრე იბადება, იზრდება მნიშვნელოვანი გართულებების და განვითარების შეფერხების რისკი.
ფოლიუმის მჟავა: ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის ვიტამინების შემადგენლობაში შედის და მისი ნაკლებობა მნიშვნელოვანი განვითარების მანკების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, რომ ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში მიიღოთ დღეში 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავის პრეპარატი.
მოწევა: ორსულობის დადგომამდე მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანია, თუმცა, შეგიძიათ ეს ნაბიჯი ორსულობის დადგომიდან ნებისმიერ დროს გადადგათ. ამით თქვენ დაიცავთ თქვენი შვილის ჯანმრთელობას.
ალკოჰოლი: თქვენ მიერ მიღებული ალკოჰოლი ყველა შემთხვევაში გავლენას ახდენს განვითარებად ნაყოფზე. არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა, რომელიც ორსულობის დროს შეგიძლიათ მიიღოთ.
მარიხუანას მოხმარება: ორსულობისას მარიხუანას მოხმარებამ შეიძლება ავნოს ნაყოფის ჯანმრთელობას. მარიხუანაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები (განსაკუთრებით, ტეტრაჰიდროკანაბინოლი) აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევამდე და გავლენას ახდენს მის განვითარებაზე.
ვაქცინაცია: იცოდით, რომ ორსულობისას ბავშვი დედისგან იმუნური სისტემის დამცავ კომპონენტებს იღებს? ამ გზით დედა იცავს ბავშვს სხვადსხვა დაავადებებისგან, დაბადების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. თუმცა, დროთა განმავლობაში ამ იმუნური კომპონენტების მოქმედება მცირდება.
ინფექციები: ხანდახან შეიძლება წარმოდგენა არ გვქონდეს, რომ ჩვენს ორგანიზმში ინექციაა, რადგან ზოგიერთი სახის ინფექციას სიმპტომები არ ახასიათებს. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმ ინფექციების შესახებ, რომლებიც განვითარებად ნაყოფს ვნებს. აივ ინფექცია: ორსულობის დადგომის შემდეგ და ორსულობამდეც სასურველია გაიკეთოთ აივ ტესტი და თქვენ პარტნიორსაც მოუწოდოთ გააკეთოს იგივე. თუ ორსულობისას დაგიდგინდათ აივ ინფექცია არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც დაიცავს ნაყოფს ამ ინფექციისგან, თქვენ კი ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ.
დიაბეტი: დიაბეტის არასათანადო მენეჯმენტი ორსულობის განმავლობაში ზრდის ნაყოფის განვითარების დეფექტების და სხვა პრობლემების რისკს. ასევე, მოსალოდნელია რომ თქვენც შეგხვდეთ გარკვეული გართულებები.
მაღალი არტერიული წნევა: გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა ზრდის ორსულობის განმავლობაში გართულებების რისკს.
მედიკამენტები: ზოგი მედიკამენტი სერიოზულად ნეგატიურ გავლენას ახდენს ნაყოფზე და იწვევს განვითარების მანკებს. აუცილებელია, რომ ყოველი მედიკამენტის მიღება შეათანხმოთ ექიმთან. ეს ეხება რეცეპტის გარეშე გაყიდვად, მცენარეულ მედიკამენტებს და კვებით დანამატებსაც.
დეპრესია: დეპრესია საკმაოდ გავრცელებული, განკურნებადი დაავადებაა. თუ თქვენ გაქვთ დეპრესიის ნიშნები აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, რაც შეიძლება მალე.
გარემო ფაქტორების ზეგავლენა: ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას. სამუშაო ადგილი შეიძლება მრავალ საფრთხეს შეიცავდეს ნაყოფისთვის
რადიაციული გამოსხივება: თუ თქვენი სამუშაო მოიცავს რადიაციულ გამოსხივებასთან ურთიერთობას აუცილებლად ესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
წონაში ნამატი ორსულობის დროს: მოიძიეთ ინფორმაცია თქვენთვის ინდივიდუალური რეკომენდაციის შესახებ.
თქვენთვის დამახასიათებელი გენეტიკური ფაქტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება მეტ შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ განვითრების თანდაყოლილი მანკები, განვითარების შეფერხება და სხვა იშვიათი დაავადებები, რომლებიც შეიძლება ბავშვს აღმოაჩნდეს. ოჯახის წევრები იზიარებენ გენებს, საცხოვრებელ გარემოს, ცხოვრების სტილს და ჩვევებს. ოჯახური ისტორიის შეგროვება ექიმს ეხმარება თქვენი და თქვენი ნაყოფისთვის შესაძლო რისკები და გართულებები შეფასებაში. თუ ოჯახური, გენეტიკური დაავადება გაქვთ, ან გქონდათ მრავალი თვითნებური აბორტი შეიძლება ექიმმა კონსულტაციისთვის გენეტიკოსთან გადაგამისამართოთ.
სისხლის შედედების სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები: სისხლის შედედების სისტემის დარღვევებმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს ორსულობისას, მათ შორის თვითნებური აბორტი. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი დიაგნოზი, აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ.
მოგზაურობა: თუ საზღვარგარეთ გეგმავთ მოგზაურობას, ჯერ ექიმს ჰკითხეთ რჩევა. ორსულობის დროს მოგზაურობა ზოგჯერ პრობლემებს ქმნის. მოიძიეთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ღირებულების შესახებ იმ ქვეყანაში, სადაც გამგზავრებას გეგმავთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის დაბადებამდე?
ძუძუთი კვება: დედის რძე ახალშობილისთვის ადვილი მოსანელებელია და მას დამცავ ანტიბიოტიკებს აწვდის. ძუძუთი კვებას მრავალი სარგებელი მოაქვს როგორც პატარასთვის, ასევე დედისთვისაც.
სიყვითლე და კერნიქტერუსი: ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ სიყვითლე. სიყვითლის მძიმე ფორმა, კერნიქტერუსი, მკურნალობის გარეშე, ტვინის დაზიანებას იწვევს. ახალშობილის გასინჯვა უნდა მოხდეს სამშობიაროში და სამშობიაროდან გამოწერიდან 48 საათის შემდეგ. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ ბავშვს სიყვითლე აქვს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პედიატრს.
ახალშობილთა სკრინინგი: დაბადებიდან 48 საათში სამშობიაროში იღებენ ახალშობილის სისხლს და ამოწმებენ მას რამდენიმე თანდაყოლილი დაავადების გამოსავლენად.
ბავშვისთვის უსაფრთხო სავარძელი: შეიძინეთ ასაკისთვის შესაფერისი „ქარ სითი“ და ყოველთვის მასში მოათავსეთ ბავშვი ავტომანქანით გადაადგილებისას. „ქარ სითი“ და უსაფრთხოების ღვედი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სერიოზული და ფატალური დაზიანებების რიკს თითქმის 80%-ით ამცირებს.
წყარო: cdc.gov