3 ანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში შეძლებთ ბავშვის გაჩენას

27-04-2023

ითვლება, რომ ქალის რეპროდუქციული, ფერტილური ასაკი 15-დან  49 წლის ჩათვლით  გრძელდება, თუმცა შესაძლოა მოულოდნელმა პაუზამ თავი 30 წლის ასაკშიც კი იჩინოს. ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს 50 წლის ასაკის ზემოთაც კი აქვს უნარი, გააჩინოს ბავშვი, მედიცინას ამის ძალიან ბევრი მაგალითი აქვს.  

როდის შეიძლება დაიწყოს ნაადრევი მენოპაუზა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკვერცხე 30 წლის ასაკშიც კი ქვეითდება, ამ დროს თავს იჩენს ნაადრევი მენოპაუზა. 
საერთოდ, ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვის გაჩენის გასაჩენად საუკეთესო ასაკი 20-დან 35 წლამდეა. მოდით გავეცნოთ პროფესიონალი გინეკოლოგის  რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი 3 ანალიზით არის შესაძლებელია იმის გაგება, თუ კიდევ რამდენი წელი შეძლებს ქალი ბავშვის გაჩენას.

„ყველა ქალს კვერცხუჯრედების მხოლოდ ერთი მარაგი აქვს, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ეყოს. თავდაპირველი რაოდენობა 6-8 მლნ.-ს აღწევს, თუმცა, როდესაც გოგონა იბადება რჩება მხოლოდ 1-2 მლნ და ეს რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. აღსანიშნავია, რომ ოვულაციის პერიოდში დანიშნულებისამებრ მხოლოდ კვერცხუჯრედის მცირე ნაწილი იხარჯება, უმეტესობა უბრალოდ იღუპება. ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი ყველას ინდივიდუალური აქვს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალის ცხოვრების წესზე, დაავადებებზე, გენეტიკაზე, გადატანილ ოპერაციებზე და ა.შ. ზოგ ქალბატონს კვერცხუჯრედების რაოდენობა შესაძლოა 30 წლის ასაკში ამოეწუროს, ზოგს კი - 50 წლის ასაკში ან კიდევ უფრო გვიან. 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა,

3 ანალიზს შორის, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი რეპროდუქციული ხარისხის გაგებაში, გახლავთ

  • ანტი-მიულერის ჰორმონი (AMH), რომელიც განსაზღვრავს კვერცხუჯრედების ფოლიკულურ მარაგს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა გადაიზარდოს აქტიურ ფაზაში. ეს ჰორმონი პიკს 20-30 წლის ასაკში აღწევს. ვარდნა 30 წლის ასაკში ფიქსირდება. არსებობას კი მენოპაუზის დადგომისთანავე წყვეტს.  თუ ეს მაჩვენებელი დაბალია, კერძოდ 1,0 -ზე დაბალი,  უნდა მიმართოთ ექიმს. 
  • ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) -წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვალში და ხელს უწყობს ახალი ფოლიკულების მომწიფებას საკვერცხეში. თუ ჰორმონის დონე ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკვერცხეები მასზე ძალიან სუსტად რეაგირებენ და ჰიპოფიზის ჯირკვალი ცდილობს მათ სტიმულირებას. დაბალი AMH მიუთითებს საკვერცხეების ამოწურვაზე.
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჰორმონების გარდა, კვერცხუჯრედების რეზერვის შეფასებისთვის აუცილებელია მცირე  მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიის ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის მე-5-მე-7 დღეს. ულტრაბგერა აჩვენებს ფოლიკულების რაოდენობას და ენდომეტრიუმის მდგომარეობას. ამ კვლევების დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენი დრო გაქვთ რეპროდუქციული გეგმების განსახორციელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ: