დაბადებისთანავე, სიცოცხლის პირველ თვეებში, ბავშვი ფიზიკური განვითარების უზარმაზარ გზას გადის. თავის დაჭერისა და მობრუნების უნარი არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მოძრაობის უნარების განვითარებაში, რომლის ხარისხი და პროგრესი კუნთებისა და ნერვული სისტემის მომავალ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.
რომელ თვეში იწყებს ბავშვი თავის დაჭერას?
როგორც განვითარების სხვა საკითხებში, აქაც არ არსებობს ერთი პასუხი კითხვაზე, როდის იწყებს ბავშვი თავის დამოუკიდებლდ დაჭერას. არსებობს საშუალო ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოების მიერაა გამოყვანილი სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებში მოძრაობის აქტივობის განვითარების დინამიკის მრავალწლიანი შესწავლის საფუძველზე.
1 თვემდე ახალშობილი თავს დამოუკიდებლად ვერ აწევს მაღლა. მისი ზურგისა და კისრის კუნთები სუსტია იმისათვის, რომ თავის სიმძიმეს გაუძლოს, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა მას აიყვანთ ან გვერდზე აბრუნებთ, საჭიროა თავი ხელით დაუჭიროთ. ერთი თვის ასაკამდე თავის დამოუკიდებლად აწევის მცდელობა ნორმალურია. ამავდროულად, პირველი თვის ბოლოს, ბავშვი შეიძლება შეეცადოს თავის დაჭერას თავდაყირა მდგომარეობაში, როცა მას ხელებში უჭერთ.
1-დან 3 თვემდე ბავშვი ძლიერდება. თუ ბავშვს მუცელზე დააწვენთ, ის ცდილობს თავი გაასწოროს, აწიოს. სიცოცხლის მეორე თვის დასაწყისში ეს მცდელობები ხშირად მარცხით მთავრდება - ბავშვი თავს ვერ იჭერს, თუმცა მცდელობები აქვს. მაგრამ სწორედ ეს ეხმარება მას ზრდაში: ვესტიბულარული აპარატი ვარჯიშობს, ზურგის კუნთების ფიზიკური განვითარება ხდება.
იმისთვის,რომ ბავშმა თავი სწორად დაიჭიროს შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრასტული წიგნები და ბარათები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სენსორული ჰულა ჰუპი, რომლის დამზადებაც თავადაც შეგიძლიათ
როდის იწყებს ბავშვი თავის დაჭერას?
6-7 კვირისთვის ბავშვს უკვე შეუძლია მუცელზე დაწოლისას თავის რამდენიმე წამით დაჭერა, ხოლო ზურგზე დაწოლისას შეუძლია მოტრიალდეს ან ოდნავ აწიოს კიდეც. მეორე თვის ბოლოს ახალშობილი თავდაჯერებულად უნდა აბრუნებდეს თავს ძახილზე. 3-დან 5 თვემდე ბავშვს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია აწიოს თავი "მოცურავის" პოზაში - ანუ მუცელზე დაწოლა სხეულის გასწვრივ გაშლილი ხელებით. როდესაც ის წინამხრებზე ეყრდნობა, შეუძლია თავი კარგად დაიჭიროს და გვერდიდან გვერდზე გაიხედოს, კისრის 45 გრადუსით მობრუნებით. ხუთ თვეში ახალშობილს შეუძლია გადაბრუნება და თავის დაჭერაც.
როგორ იჭერს ბავშვი თავს 6 თვის ასაკში?
ბავშვი თავდაჯერებულად აბრუნებს თავს ყველა მიმართულებით, ამ ასაკში ბევრი იწყებს ჯდომას. მას შეუძლია მომხრელი და გამშლელი კუნთების სინქრონიზებული მუშაობა, ჩამოყალიბებულია ხერხემალი, შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა. ახლოვდება მომენტი, როცა დაიწყებს წამოდგომას, საყრდენთან დგომას და შემდეგ სიარულს.
როგორც წესი, შემდგომ განვითარებაზე გავლენას ახდენს მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობა და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი თავს ვერ იჭერს?
თუ გამორიცხულია ისეთი მიზეზები, როგორიცაა წონა, ნევროლოგიური პრობლემები და ბავშვი არც დღენაკლულია, ზურგის კუნთების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მის განვითარებას და დაეხმარება თავის დამოუკიდებლად დაჭერაში:
• ხშირი მოთავსება მუცელზე. ეს ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას, კისრის კუნთების განვითარებას და ავარჯიშებს თავის დაჭერის უნარს.
• ვარჯიში ახალშობილებისთვის. ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკური განვითარების ნორმალიზებას.
• პროფესიონალური მასაჟი. დაუკავშირდით თქვენს ნევროლოგს მასაჟის ან მანუალური თერაპიისთვის მიმართვისთვის. ეს ზომები აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების, ტორტიკოლისისა და ჰიპერტონიურობის მქონე ბავშვებისთვის.
• ცურვა. აუზი არის დასვენება და ვარჯიში ერთდროულად, რაც კარგია არა მხოლოდ ახალშობილთა მოძრაობის უნარების განვითარებისთვის, არამედ ხელს უწყობს ემოციური ფონის ნორმალიზებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, სასუნთქი სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვარჯიშს.
ყველა ბავშვი განსხვავებულია, მხოლოდ თქვენი ყურადღებაა თქვენი ბავშვის სწორი განვითარების გასაღები ასაკის მიხედვით. თუ ბავშვი 2 თვის განმავლობაში არ ცდილობს თავის მაღლა აწევას და დაჭერას, სძინავს მხოლოდ ერთ მხარეს, არ სურს გადაბრუნება, მიმართეთ ექიმს.