ყველაფერი ბავშვის ერთჯერადი საფენების შესახებ: ფაქტები, ჭორები, მითები და შიშები

28-03-2023

მას შემდეგ, რაც ერთჯერადი საფენები შემოვიდა, დედებს ყოფა ერთიორად შეუმსუბუქდათ. ბავშვის მოვლა ბევრად გამარტივდა. დღესდღეობით  კი ერთჯერადი საფენების გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. სიცოცხლის პირველ წელს ჩვილი დაახლოებით 3 000 ერთჯერად საფენს ხმარობს. 

ფაქტები და ისტორია პირველი ერთჯერადი საფენების შესახებ

ერთჯერადი საფენები პირველად 1961 წელს გამოჩნდა. ის ამერიკელმა ბაბუამ, ვიქტორ მილსმა შექმნა. დროდადრო ქალიშვილი მას, ყოფილ ინჟინერს, ბავშვთან დარჩენას სთხოვდა. მილსი ძალიან ფეთიანი ძიძა არ ყოფილა, თუმცა მოსიყვარულე ბაბუა იყო და დაფიქრდა იმის შესახებ,  როგორ შეიძლებოდა გაემარტივებინა ჩვილის მოვლის პროცესი. საინჟინრო ალღოს არ უღალატია მისთვის და მან მსოფლიოში პირველი ერთჯერადი საფენი გამოიგონა. 
საკუთარ შემოქმედებას მილსმა პამპერსი (pampers) უწოდა, რაც ინგლისურიდან თარგმანში განებივრებას ნიშნავს. დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში ეს სახელწოდება ბევრად ფართოდ გამოიყენება, მან თითქმის ჩაანაცვლა სიტყვა ერთჯერადი საფენი.

პამპერსი, ბავშვის ერთჯერადი საფენი,

საინტერესო ფაქტები ერთჯერადი საფენის შესახებ.

თანამედროვე საფენი ძირითადად ქაღალდისგან შედგება, შემწოვი მასა კი ცელულოზა და სუპერძლიერი ადსორბენტი გახლავთ. როგორც წესი, ადსორბენტის მაგივრად გამოიყენება პოლიაკრილის პოლიმერი, რომელიც საკუთარ მასაზე 50-ჯერ მეტ მასას იწოვს. 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები ერთჯერად საფენებს უფრო მარტივად და სწრაფად უმკლავდებიან, ვიდრე ქალბატონები. დედები ერთჯერადი საფენის გამოცვლას საშუალოდ 2 წუთს ანდომებენ, მამები კი 1 წუთსა და 30 წამს. 
ერთჯერადი საფენის ყველაზე დიდი ნაკლი მის უტილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც  მსოფლიო ეკოლოგების პრობლემას წარმოადგენს. დადგინდა, რომ ერთი საფენის განადგურებას 100 წელზე მეტი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მილსის შვილიშვილის ნახმარი საფენი ჯერ კიდევ არ განადგურებულა. არადა, მაგალითად აშშ-ის მთლიანი ნაგვის 1% სწორედ ერთჯერადი საფენებია. 

მითები ერთჯერადი საფენის შესახებ

1.    ერთჯერადი საფენის ხმარების შემდეგ ბავშვები ძნელად ეჩვევიან ღამის ქოთანს. 
ბევრი ქვეყანა ეცადა ამ თეზისის დამტკიცებას, თუმცა ამაოდ. არანაირი კავშირი არ არსებობს საფენის ხმარებასა და ღამის ქოთანს მიჩვევას შორს. უფრო მეტიც, მედიცინამ დაამტკიცა, რომ 20-22 თვემდე ბავშვს უბრალოდ არ აქვს იმის უნარი, რომ ისწავლოს ღამის ქოთნით ან უნიტაზით სარგებლობა. 

პამპერსი, ბავშვის ერთჯერადი საფენი,

2.    საფენი იწვევს კანის გაღიზიანებას
ასე არ არის. როგორც წესი, კანის გაღიზიანების მიზეზი, როგორც წესი, ოთახში არსებული არასწორი ტემპერატურაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩახურებას იწვევს არა საფენი, არამედ ოთახის ტემპერატურა, ზედმეტი სიცხე, ასევე შარდთან და ფეკალიებთან კონტაქტი.

როდის უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი საფენებს

მშობელს უნდა ესმოდეს, რომ საფენი ბავშვს არაფერში სჭირდება, მისთვის აბსოლუტურად სულერთია, ეკეთება თუ არა საფენი,  ეს მის მომვლელს სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე უნდა ეკეთოს ბავშვს ერთჯერადი საფენი, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ 4 წლამდეც რომ იხმაროს საფენი ბავშვმა, ეს ტრაგედია არ არის. როდესაც ბავშვის ტვინი მზად იქნება ქოთნისა და უნიტაზისთვის, ის ადვილად მიეჩვევა ამ სიახლეს. 

როგორ შევარჩიოთ ბავშვის საფენი

საფენის მთავარი ფუნქციაა შეიწოვოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხე. ასე რომ, კარგი საფენის მთავარი მაჩვენებელი კარგი შეწოვაა. ამ მაჩვენებლის შემოწმება მხოლოდ გამოცდილებით არის შესაძლებელი. 

პამპერსი, ბავშვის ერთჯერადი საფენი,

რამდენად ხშირად უნდა გამოვუცვალოთ ბავშვს საფენი

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება საფენი, როგორც წესი, უნდა გამოიცვალოს ორ შემთხვევაში:
•    დეფეკაციისთანავე
•    ყოველ 3-4 საათში ან მაშინ, როდესაც შეატყობთ, რომ საფენი ბოლომდეა გაჟღენთილი. 

რით განსხვავდება გოგოს და ბიჭის ერთჯერადი საფენი

პრინციპში არაფრით, შეწოვა ორივეს ერთნაირი აქვს. ერთადერთი სხვაობა  დიზაინშია, ეს მარკეტინგული სვლაა, რომელიც ძალიან კარგად ამართლებს. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: