წიგნი და თქვენი პატარა

10-08-2021

6 თვის ასაკიდან წიგნის წაკითხვა ბავშვის განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო გზაა. წიგნის კითხვა აძლიერებს ბავშვის დამოუკიდებლობის შეგრძნებას, არჩევანის გაკეთების უნარს. მას განსაკუთრებით მოსწონს, როდესაც მშობლები ან ახლობლები ხმამაღლა უკითხავენ წიგნს. ცხადია, ადრეული ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნი უნდა შეესაბამებოდეს ასაკს. ის აუცილებელია იყოს მყარი, ხელში ადვილად დასაჭერი და მკვეთრი ფერებით. მნიშვნელოვანია, რომ საღებავი არ შეიცავდეს ტყვიას. ინფორმაცია მასში წრმოდგენილი უნდა იყოს ასაკის შესაბამისად ადექვატური და ადვილად აღსაქმელი ფორმით.

6 თვის ასაკიდან -ამ ასაკის ბავშვებს უყვართ წიგნი ძილისპირულით , რომელიც აკომპონირებულია ხმოვანი ბგერებით, სხეულის მოძრაობებით, სანახავად მომხიბვლელი, ფიზიკური შეხებით აღსაქმელი და ზოგჯერ “გემრიელიც”. 

9 თვის ასაკიდან -ამ ასაკის ბავშვებს უყვართ მკვეთრი ფერების მქონე წიგნი. ის უნდა მოიცავდეს საოჯახო ყოველდღიურ ნივთებს და პატარა ბავშვების ფიგურებს; 

12 თვის ასაკიდან- ამ ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი წიგნი უნდა იყოს მაგარი ყდის მქონე, ასახული ფიგურები უნდა გამოხატავდეს რაიმე ქმედებას: ჭამა, ძილი, თამაში. გამოსახული უნდა იყოს პატარა ცხოველები, ამასთან უნდა იყოს პატარა საბავშვო ლექსები. ამ ასაკის ბავშვს მოზრდილთან კონტაქტი უკვე გამყარებული აქვს.

15 თვის ასაკიდან -ამ ასაკის ბავშვს უყვარს წიგნი – მოკლე და მარტივი ფრაზებით, რადგან თანდათანობით სწავლობს და ასრულებს მოქმედებებს; 

18 თვის ასაკიდან - ამ ასაკის ბავშვებს უყვართ წიგნები, რომლებიც მოუთხრობენ ცხოველებზე (ცხოველთა ხმაზე რეაგირებს ხმაურით, იმიტირებს, ყვება.) ყოველდღიურად ითვისებს მოკლე და მარტივ ფრაზებს. 

24 თვის ასაკიდან-  ამ ასაკის ბავშვს მოსწონს წიგნები, სადაც არის ცალკეული პერსონაჟები; ყვება გახარებული სახით ამბებს და მერე იცინის, სეირნობის დროს ბავშვს თან ელეპარაკეთ, უკითხეთ, დააწერინეთ ფურცლებზე და მოუყევით ამბები. 

30 თვის ასაკიდან ბავშვს უყვარს ისტორიები, რომელიც მოუთხრობს მისი ასაკის ბავშვების ცხოვრების ეტაპების შესახებ (წასვლას სკოლაში ან თამაშს), მეგობრების შესახებ, ძმებზე, დებზე, აგრეთვე სხვა წიგნებზე. არსებული ტექსტი უნდა იყოს მარტივი, რომ ბავშვს კითხვის დროს ავტომატურად კარგად დაამახსოვრდეს და შემდეგ გამოიტანოს დასკვნები. ზღაპარი ეხმარება ბავშვებს რომ დაძლიო შიში, ემოციები. ბავშვს უყვარს გააკეთოს არჩევანი წიგნებს შორის და საყვარელი წიგნი წაგაკითხოთ რამდენიმეჯერ. 

წყარო: Unicef.org