თუ ბავშვი იატაკზე ხოხავს, თქვენ კი ქურაზე სადილს ამზადებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი:
• არასდროს დატოვოთ ბავშვი ქურასთან მარტო, როდესაც მასზე რამეს ადუღებთ.
• ქვაბის ან ტაფის სახელური აუცილებლად კედლისკენ შეატრიალეთ, რომ ბავშვმა ვერაფრით მოახერხოს მასთან შეხება.
• ნებისმიერი ჭურჭელი, რომელშიც ცხელი მასა იქნება მოთავსებული, მაღალ ადგილას უნდა დაალაგოთ, ისე, რომ ბავშვი მას ვერ მისწვდეს.
• არ აიყვანოთ ბავშვი ხელში, თუ ცხელ ყავას ან ჩაის მიირთმევთ ან თუნდაც ცხელ კერძს ჭამთ.
• ყურადღებით იყავით, რომ ელექტროჩაიდნის, უთოს ან მადუღარის სადენი იატაკზე არ იყოს, ბავშვმა მისი აღება რომ ვერ მოახერხოს.
• აუცილებლად შეამოწმეთ წყალი, რომელშიც ბავშვი უნდა დაბანოთ, განსაკუთრებით გამდინარე, რადგან შესაძლოა ტემპერატურა შეიცვალოს.
• არასდროს დატოვოთ ბავშვი მარტო თუნდაც ნახევრად სავსე აბაზანაში, შესაძლოა ბავშვს უბრალოდ ფეხი აუსრიალდეს და წაიქცეს.
• არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ ანთებული სანთლები.
• ყველა ჩამრთველს გაუკეთეთ დამცავი. არასდროს დატოვოთ ბავშვისთვის ხელმსაწვდომ ადგილზე პატარა და ბასრი საგნები.
• არასდროს დატოვოთ ბავშვი მარტო გადასახვევ მაგიდაზე მაშინაც კი, თუ მან ჯერ კიდევ არ იცის გადაბრუნება.
• არ დატოვოთ მარტო სავარძელში ან საწოლზე, რომ არ ჩამოცურდეს.
• ყურადღება მიაქციეთ ფანჯრებს და კარებს, დარწმუნდით, რომ ის ბავშვს საფრთხეს ვერ შეუქმნის.
• დარწმუნდით, რომ თაროები და კარადები კედელზე საიმედოდ არის დამაგრებული. ეს ასევე ეხება ტელევიზორს და სხვა მძიმე ნივთებს.