თითის წოვა ჩვილებში - მავნე ჩვევა თუ განვითარების ეტაპი?

10-12-2021

ჩვილი ბავშვისთვის თითის პირში ჩადება და მისი წოვა არანაირ უცნაურობას არ უკავშირდება და გადახრად ნამდვილად არ მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვილისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და ამაში საშიში არაფერია, რადგან როგორც წესი, ბავშვის თითი ჭუჭყიანს არაფერს ეხება, ინფექციის გავრცელების წყაროდ რომ იქცეს. 

თითებს ძირითადად წოვენ ბავშვები, რომელთაც ზედმეტად აქვთ განვითარებული წოვის რეფლექსი, ეს პროცესი მათ ამშვიდებს და აწყნარებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ბუნებრივია, ნორმალურია, თუმცა მხოლოდ ჩვილობის ასაკში. ასაკთან ერთად კი ეს ჩვევაში გადადის და ნორმად აღარ მიიჩნევა და არც ესთეტიკურად არის ლამაზი. 

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი აქტიურდება და პირში უდევს არა მხოლოდ თითი, არამედ ჭუჭყიანი თითი. და კიდევ ერთი ფაქტორი - ნერწყვის ფერმენტის ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია თითს შეექმნას  პრობლემა, შესაძლებელია თავი იჩინოს ანთებითმა პროცესმა. ერთი სიტყვით, რაც ჩვენი შვილის ჩვილობის ასაკში არ არის პრობლემა, შესაძლებელია სამომავლოდ სერიოზული უსიამოვნებების წყაროდ იქცეს. 

პირველ რიგში მშობელმა კარგად უნდა გაითავისოს, რომ თითზე უარის თქმა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი შესთავაზოთ, არ გამოვა, ეს არარეალურია.  ამიტომ თითი უნდა ჩავანაცვლოთ საწოვარათი. თითი თბილია, მისია, ნაცნობია, მისი სუნი მშობლიურია, საწოვარა კი ასეთი არ არის. ის ხშირად ვარდება და იკარგება კიდეც ხოლმე. საწოვარა არის სხვა ფორმის, ზომის, სტრუქტურის, ფერის, აქვს სულ სხვა, განსხვავებული სუნი და გემო. მიუხედავად ამისა, ჩანაცვლება მაინც უნდა მოხდეს. შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ცვალოთ ზომა, ფერი, ტექსტურა და სხვა მახასიათებლები იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. არ დაიზაროთ ამის გაკეთება, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ბავშვს თითის წოვა დროულად გადააჩვიეთ, იცოდეთ, საწოვარას გადაჩვევა ბევრად მარტივია, ვიდრე თითის წოვის. 

წყარო: ევგენი კომაროსვკი „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“