საჭიროა თუ არა ბავშვის „გადაყენება“ ადრეულ ასაკში?

21-11-2021

საჭიროა ბავშვის გადაყენება ადრეულ ასაკში?

3 თვის ბავშვი დიდი ხნით რომ დაიჭიროთ ქოთანთან და ეცადოთ, რომ მოშარდოს, ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ იტრაბახოთ დაქალებში, რომ თქვენი შვილი ქოთანში სამი თვის ასაკიდან შარდავს.  

ძალიან რთულია ბუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ბუნებრივად კი ბავშვის ისეთი ფიზიოლოგიური მოვლენა, როგორიც არის მოშარდვა და დეფეკაცია, ვითარდება ერთი წლის ასაკიდან და ორი წლისთვის ბავშვის მიერ ეს ფიზიოლოგიური მოვლენა თითქმის ბოლომდე კონტროლირებადი ხდება. საშუალო ასაკი, კი, როდესად ბავშვი ასე თუ ისე ახერხებს მოშარდვისა და დეფეკაციის ნაწილობრივ კონტროლს, გახლავთ 22 დან 30 თვემდე ასაკი. 

რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ და სცადოთ ბავშვის გადაყენება მაშინ, როდესაც ერთი წლის გახდება. შანსი ბევრი ნამდვილად არ გექნებათ, თუმცა ბავშვიც თქვენია და თავისუფალი დროც, და თუ არც ენერგია გენანებათ, შეგიძლიათ სცადოთ. 

ისე, 21-ე საუკუნეში ბავშვის მშობლებს ბევრად მეტი საინტერესო და პერსექტიული საქმიანობა შეიძლება ჰქონდეთ. 
 

ევგენი კომაროვსკი - „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“