ახალშობილთა აკნე - ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის რეკომენდაციები

04-09-2021

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის რეკომენდაციები - ჩემს პატარას სახეზე აკნე აქვს?

აკნე, ძირითადად, თინეიჯერობის ასაკში ჩნდება, მაგრამ ის შეიძლება ჩვილ ბავშვებსაც გაუჩნდეთ. ახალშობილთა აკნე უხშირესად სანერვიულო არ არის. მას ახალშობილთა 20%-ში ვხვდებით და  ნეონატალური აკნე ეწოდება. ნეონატალური აკნე დაახლოებით 2 კვირის ასაკში იჩენს თავს. თუმცა, ის შეიძლება 6 კვირამდე ასაკში ნებისმიერ დროს განვითარდეს. ზოგჯერ ბავშვები აკნეთი იბადებიან კიდეც. თუ თქვენს პატარას აკნე აქვს, გამონაყარს ცხვირზე ან ლოყებზე შეამჩნევთ. ასევე აკნე შეიძლება შუბლზე, ნიკაპზე, თავის კანზე, კისერზე, ზურგზე ან გულმკერდზე გაჩნდეს. ნეონატალური აკნე საკმაოდ უვნებელია. ის ძალიან იშვიათად იწვევს დანაწიბურებას და რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისით ალაგდება.

ახალშობილთა აკნე,

აკნეს გაჩენა უფრო საშიში 6 კვირის ასაკის შემდეგ არის.

როდის მივმართოთ ექიმს?

როდესაც აკნე  6 კვირის ასაკის შემდეგ ვითარდება, მას ინფანტილური აკნე ეწოდება. ძირითადად, ეს 3-6 თვის ასაკში ხდება. ამ შემთხვევაში უმჯობესია დერმატოლოგს ან პედიატრს მიმართოთ, რათა:
•    დარწმუნდეთ, რომ ეს მართლაც აკნეა
კანის სხვა დაავადებები ჰგავს აკნეს, კანის ინფექციები ან ეგზემა.
•    გამორიცხოთ სხვა პათოლოგია.
აკნეს 6 კვირის ასაკის შემდეგ გაჩენა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებდეს. ამის გამოსარიცხად კანის გამოკვლევა და სისხლის ანალიზია  საჭირო.
•    გაარკვიოთ, კანის მოვლის საშუალება ხომ არ იწვევს აკნეს.
ზოგ შემთხვევაში აკნეს მალამო ან ზეთი იწვევს, რომელსაც ბავშვს კანზე უსვამთ.
•    თავიდან აიცილოთ  დანაწიბურება. 
ინფანტულური აკნე ხშირად იწვევს ნაწიბურს. დერმატოლოგს შეუძლია ეს პრობლემა თავიდან აგარიდოთ.

როდის ხდება განკურნება?

ინფანტილური აკნე 6 თვიდან  1 წლამდე პერიოდში ალაგდება. თუმცა, ზოგ ბავშვს შეიძლება უფრო გაუხანგრძლივდეს და თინეიჯერობამდეც კი გაჰყვეს.
აკნეს მოვლა:
თუ თქვენს ბავშვს აკნე აქვს, რეკომენდებულია:
•    არ გამოიყენოთ აკნეს სამკურნალო საშუალება დერმატოლოგის ან პედიატრის რეკომენდაციის გარეშე.
•    ძალიან ფაქიზად მოექცეთ ბავშვის კანს და არ გამოიყენოთ სკრაბი აკნეზე.
•    დაბანოთ ბავშვი ნელთბილი წყლით.
•    შეწყვიტოთ რაიმე სახის ზეთის ან მაღალი ცხიმიანობის მქონე კანის მოვლის საშუალებების გამოყენება.

წყარო: aad.org 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან. 

ასევე დაგაინტერესებთ: