რატომ არის სასარგებლო და კომფორტული ბავშვის სლინგით ტარება

06-12-2023

ბავშვის  სლინგით ტარება არა მხოლოდ დედისთვისაა მოსახერხებელი, არამედ სასარგებლოა პატარასთვისაც.

ყველა მშობელს შეუძლია ამ გზით შვილზე იზრუნოს მაშინ, როცა პარალელურად მუშაობა ან სწავლა უწევს.
•    ბავშვები, რომლებსაც სლინგით ატარებენ, არიან უფრო მშვიდად და ნაკლებად ტირიან.
•    სლინგი ხელს უწყობს ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციას. სლინგში ჩასმული ბავშვი ირხევა მშობლის მოძრაობებთან ერთად და ესმის დედის გულისცემა, ისევე როგორც საშვილოსნოში ყოფნის დროს. ეს ეხმარება ბავშვს დამშვიდებასა და საკუთარი სისტემის რეგულირებაში.
•    სლინგში მოთავსებული ბავშვი უფრო მიმღებია ახალი ინფორმაციისადმი, გაზრდილი აქვს სმენითი ყურადღება და მზად არის სწავლისთვის.
•    ბავშვის სლინგით ტარება ხელს უწყობს მასა და მომვლელს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. როდესაც პატარები სხეულთან ახლოს უჭირავთ, მომვლელი და ბავშვი უფრო ხშირად უყურებენ ერთმანეთს სახეში, რაც იწვევს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სიხშირის გაზრდას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას.

ბაგანა, სლინგი,


•    ბავშვებს, რომლებიც სლინგში მზრუნველისკენ ზურგით არიან მოთავსებულნი, გარე სამყაროზე ზრდასრული ადამიანის სიმაღლის შესაბამისი ხედი აქვთ. ეს  მათ გარემოზე საკუთარი ტემპით, დამოუკიდებლად დაკვირვებასა და შესწავლაში ეხმარება. ამ პოზიციაში შეგიძლიათ მოათავსოთ ბავშვი მას შემდეგ, რაც ის კისრის დაჭერას ისწავლის (5-6 თვის ასაკში), თავიდან მაქსიმუმ 20 წუთის ხანგრძლივობით. ამ პოზიციაში ბავშვს არ უნდა ეძინოს. 
•    მრავალფეროვანი სტიმულების მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს თავისი სრული პოტენციალის განვითარებაში. სცადეთ სხვადასხვა პოზიცია, მაგალითად, თეძოს ან ზურგის კენგურუ, თუ ბავშვს ტანის დაჭერა შეუძლია.
•    მზრუნველს უფრო მარტივად შეუძლია სლინგში ან კენგურუში მყოფი ბავშვის დაწყნარება, თუ მას რაიმე შეაშინებს.
•    უფრო მარტივია სლინგში მოთავსებული ბავშვის ძუძუთი გამოკვება. სლინგის ნაჭერი იფარავს ბავშვს და დედას გარშემო მყოფების მზერისაგან.
•    კვლევების თანახმად, იმის მიუხედავადაც კი, თუ ბავშვს სლინგში ყოფნისას არ აწოვებთ ძუძუს, სლინგით ტარების შემთხვევაში ძუძუთი კვების სიხშირე მაინც იზრდება.
•    მშობლები და მზრუნველები უფრო იოლად ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმეებს, როდესაც ბავშვი სლინგში ან კენგურუში ჰყავთ მოთავსებული. მათი ორივე ხელი თავისუფალია და პატარები სწრაფად მშვიდდებიან. სახლის საქმეები, საყიდლები, სეირნობა და თავის მოწესრიგებაც კი უფრო იოლი ხდება. ზოგ მშობელს ბავშვი კენგურუთი სამსახურშიც კი მიჰყავს.
•    უფროსი შვილების საჭიროებების დაკმაყოფილებაც უფრო მარტივია, მაგალითად, მათი თასმების შეკვრა ან მათთვის წასახემსებლის მომზადება.

როგორ მოვირგოთ სლინგი, ნახავთ ვიდეოში

უსაფრთხოების ზომები

•    არ ატაროთ ბავშვი სლინგით პოტენციურად საშიშ სიტუაციებში, მაგალითად, ანთებული ქურის წინ კერძის მომზადებისას, ან მაშინ როდესაც ცხელი სასმელი გიჭირავთ ხელში, ან როდესაც ბასრ დანას იყენებთ.
•    თუ რაიმე საგნის აღება დაგჭირდებათ, მოიხარეთ მუხლებში, ერთი ხელით კი ბავშვი გეჭიროთ.

•     აკონტროლეთ ბავშვის ტემპერატურა და გახსოვდეთ, რომ ბავშვის მტარებელი მას ტემპერატურას და სითბოს უნარჩუნებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხებს და თავს. დააკვირდით, რომ ახლომახლო არ იყოს სახიფათო ნივთები, რომლებსაც  ბავშვი შეიძლება მისწვდეს.
•    მოგზაურობისას ბავშვები უნდა მოთავსდნენ შესაბამის, სპეციალურ სავარძელში, რომელიც განკუთვნილია ავტომობილებისთვის ან ველოსიპედებისთვის და არავითარ შემთხვევაში - სლინგში.

ქართულ ბაზარზე სლინგების მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა, ხარისხით და დიზაინით ნამდვილად გამოირჩევა „ბაგანა“, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია ხელს უწყობს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს, განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. კომპანიის მისიაა, ნებისმიერი სივრცე გახადოს საბავშვო, უსაფრთხო და მშობელზე მორგებული. სწორედ ამიტომ, „ბაგანა“ პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი ბრენდი გახდა 2017 წელს და მას შემდეგ განაგრძობს მომხმარებელთა განებივრებას მრავალფეროვანი არჩევანითა და ბიუჯეტური ფასით. 2023 წელს კომპანიამ ახალი პროდუქტი დაამატა: ლაქტაციის მაისურები. დახვეწილი დიზაინის, პრემიუმ ხარისხის ქსოვილისა და პრაქტიკულობის წყალობით, მაისურებით ძალიან მოიხიბლნენ დედები, ამიტომ კომპანია ლაქტაციის წამახალისებელი პროდუქტების არჩევანის გაზრდას გეგმავს.

ბაგანა, სლინგი,

„ბაგანაში“ კარგად ესმით, რომ დედობა ზოგჯერ ცოტა მძიმეა, ამიტომ ცდილობენ შეამსუბუქონ ეს ტვირთი და გააბედნიერონ დედიკოები საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში, ასევე, მაღაზია ქიდს კონცეპტში დავით გამრეკელის 9-ში.

საიტი: https://www.parenthoodbybagana.com/

ფბ. ფეიჯი: https://www.facebook.com/BabyWrapBagana

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/bagana_babywrap/

youtube: https://www.youtube.com/@babywrapbagana490