კარტოფილის პიურე ირლანდიურად

08-05-2022

რეცეპტი: კოლკანონი (კარტოფილის პიურე ირლანდიურად)

ინგრედიენტები:
•    1 დიდი კარტოფილი
•    1 კბილი ნიორი
•    1 მცირე ზომის ხახვი
•    4 ისპანახის ღერო, ან 1 ჭიქა გაყინული ისპანახის ფოთლები
•    2 სუფრის კოვზი დაუმარილებელი კარაქი ან ზეითუნის ზეთი
•    ½ ჭიქა რძე
•    ¼ ჭიქა ყველი მასკარპონე, რიკოტა ან დაუმტკბარი იოგურტი
მომზადების წესი:
•    გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით კარტოფილი მსხვილ ნაჭრებად.
•    მოათავსეთ კარტოფილი ქვაბში და დაფარეთ წყლით.
•    მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, შემდეგ დაახურეთ ქვაბს თავსახური და დაიყვანეთ ცეცხლი საშუალო დონეზე. მოხარშეთ კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე.
•    სანამ კარტოფილი იხარშება, გაფცქვენით და დაკეპეთ ხახვი და ნიორი. მოაშორეთ ისპანახის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი.
•    გაადნეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი და ხახვი და მოთუშეთ 5 წუთით.
•    დაამატეთ ხახვს და ნიორს ისპანახი და მოთუშეთ, სანამ ფოთლები ხასხასა ფერს შეიძენს, დაახლოებით 3 წუთით.
•    დაუმატეთ რძე. როდესაც ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ მოხარშული კარტოფილი, ყველი ან იოგურტი. დაჭყლიტეთ კარტოფილი ერთიანი ტექსტურის მიღებამდე.
•    გამორთეთ გაზქურა და გააგრილეთ კერძი ოთახის ტემპერატურამდე.
•    მიეცით ბავშვს უფლება, დამოუკიდებლად მიირთვას პიურე ჯამიდან, ასევე შეგიძლიათ აიღოთ პიურე კოვზით და მიაწოდოთ კოვზი ბავშვს. მისართმევი ულუფის განსაზღვრა მიანდეთ ბავშვის მადას.
შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში.

გემოების შეხამება:
მოამზადეთ კარტოფილი მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეულებთან, როგორებიცაა: ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, თალგამი, გოგრა, ძირთეთრა, კეჟერა, ან არტიშოკი. ასევე კარტოფილს უხდება ცხიმიანი პროდუქტები, როგორებიცაა: ყველი, იოგურტი, ხაჭო, ხორცპროდუქტები. კარტოფილის კერძის შესაკმაზად გამოიყენეთ ლიმონის წვენი, ტარხუნა, ცხარე წიწაკა, ნიორი, ლიმონგრასი, ოხრახუში, კიმჩი.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ბავშვებისთვის?

6 თვიდან: შესთავაზეთ ბავშვს კარტოფილის მოზრდილი ნაჭრები, რომელთა ხელში დაჭერას და დამოუკიდებლად მირთმევას შეძლებს, ან დაუდეთ კარტოფილის პიურე კოვზზე და მიაწოდეთ. ასევე შეგიძლიათ პიურეს შეურიოთ დედის რძე, ხელოვნური რძე, ყველი ან იოგურტი, დაფქვილი თხილი ან მცირეოდენი ზეთი. შეგიძლიათ კარტოფილს შეურიოთ ბავშვისთვის ძნელად მოსახელთებელი საკვები, როგორიცაა მოხარშული ბრინჯი, ბარდა, ამარანტი, რათა მათი მირთმევის პროცესი უფრო კომფორტული გახდეს.
9 თვიდან: ამ ასაკში ბავშვები იწყებენ მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღების უნარის განვითარებას. შეამცირეთ კარტოფილის ნაჭრების ზომა და მიეცით ბავშვს საშუალება ივარჯიშოს მათ აღებაში. 
12 თვიდან: შესთავაზეთ ბავშვს კიდევ უფრო პატარა ზომის ნაჭრები და სცადეთ ასწავლოთ ჩანგლის და კოვზის გამოყენება. ეცადეთ არ დააძალოთ ბავშვს ჩაგლის გამოყენება, მან შეიძლება ისევ თითებით ჭამა არჩიოს, რაც ამ ასაკისთვის სრულიად ბუნებრივია. ჩანგლის და სხვა საკვები მოწყობილობების გამოყენებას ბავშვები საშუალოდ 18-24 თვის ასაკში სწავლობენ.

წაიკითხეთ სრული ინფორმაცია კატროფილზე - სტატიაში 

 

წყარო: solidstarts.com