როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - საინტერესო რჩევები

14-03-2024

რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც გვსურს, რომ ბავშვის სიმაღლეში ზრდას შევუწყოთ ხელი. 

ზოგადად, ბავშვის ზრდის დიაპაზონი  დაბადებიდანვეა განსაზღვრული -  ეს არის მემკვიდრეობითი ფაქტორი. არსებობს რამდენიმე ფორმულა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვის სავარაუდო სიმაღლის გამოსათვლელად. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი ბევრად ჩამორჩება ნორმას, უნდა მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ მიზეზი.

პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვის სიმაღლის მაჩვენებლის რადიკალურად შეცვლა შეუძლებელია, რადგან გენები ძალიან დიდ როლს თამაშობს, თუმცა შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ სიმაღლემ მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. ამისათვის მნიშვნელოვანია მზარდი ორგანიზმის ფიზიკურ განვითარებაზე მოქმედი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება.

სიმაღლეში ზრდა, სიმაღლე,

ფიზიკური აქტივობა და სიმაღლეში ზრდა. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაკავდეს სპორტის იმ სახეობით, რომელიც  ჭიმავს მის სახსრებს და კუნთებს უფრო ელასტიურს ხდის. აზიდვები და ძელზე უბრალოდ დაკიდებაც კი ნამდვილად სასარგებლოა მოზარდის ირგანიზმის ზრდისთვის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია უფროსებისთვისაც კი, რომლებიც დილით უფრო მაღლები არიან, ვიდრე საღამოს, როდესაც ათასი პრობლემის ზემოქმედების ქვეშ, ასე ვთქვათ, „იხრებიან“.
თუ ბავშვს სომატოტრომულ ჰორმონთან (რომელიც პასუხისმგებელია ძვლების, ხრტილისა და რბილი ქსოვილების ზრდაზე)  დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაშინ ისეთი სახის ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა იოგა, აერობიკა, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა და ხტომა, ძალიან ეფექტურია. კარგია ასევე უბრალოდ  ცეკვაც. აი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მძიმე წონის აწევა კი პირიქით, უკუჩვენებად მიიჩნევა. 
ბევრი თანამედროვე მშობელი ვერ აფასებს ძილის როლს ბავშვის განვითარებაში და ავიწყდება, რომ ზრდის ჰორმონის 90%-მდე ღამით წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვალში. ბავშვებს საღამოს 23:00 საათამდე უნდა ეძინოთ, სასურველია დაიძინონ ერთი საათით ადრე. ამ დროს ხდება  სომატოტროპული ჰორმონის სრული გამოყოფა.

სიმაღლეში ზრდა, სიმაღლე,
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ  გვიანი ძილის დრო ანელებს ბავშვის ზრდის ტემპს. ამიტომ მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის დროული ძილი. 
მელატონინის წარმოებისთვის, რომელიც, ასევე განაპირობებს  ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, მნიშვნელოვანია სიბნელეში ძილი. ბევრ ბავშვს ეშინია სრულ სიბნელეში ჩაძინების. თუ ასეა, შეგიძლიათ დატოვოთ სუსტი შუქი ბავშვის ჩაძინებამდე, ძილის შემდეგ კი ჩააქროთ, რომ ბავშვს მიეცეს საშუალება სრულ სიბნელეში დაიძინოს. ამ შემთხვევაში, ძილისთვის საჭირო მელატონინი უფრო სრულყოფილად წარმოიქმნება.

საკვები და სიმაღლეში ზრდა. 

ბავშვის ზრდის ტემპზე გავლენას ახდენს ასევე ცილოვანი საკვები, ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ვიტამინების საჭირო დონე და ცხიმები, განსაკუთრებით ჯანსაღი ომეგა-3. ჭარბი ტკბილეული და მარტივი ნახშირწყლები უარყოფითად მოქმედებს ზრდაზე. ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი უკეთ გაიზარდოს, რეგულარულად შეიტანეთ მის დიეტაში თხილი, თევზი (მათ შორის ცხიმოვანი ჯიშები), ქათმის კვერცხი (დღეში ორამდე), უცხიმო ხორცი და ფრინველი, მარცვლეული (შვრიის ფაფა, წიწიბურა, ოსპი, ფეტვი, ქერი). ტკბილეული ჩაანაცვლეთ ხილით და კენკრით.

სიმაღლეში ზრდა, სიმაღლე,


კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს აღენიშნებათ ძვლის მინერალიზაციის დაბალი დონე და ჰიპერგლიკემიის გამო ზრდის ტემპის შენელება. ჯანმრთელი ბავშვები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ტკბილეულს, ასევე განიცდიან ნელ ზრდას. მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მის ზრდაზე.

ხშირად, სწორი კვებით ზრდის შეფერხება ასოცირდება ნაწლავის შეწოვის დარღვევასთან, პანკრეასის ფერმენტების არასაკმარის წარმოებასთან და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევებთან. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ზრდის ტემპს, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას - ეს ხშირად ზოგიერთი მიკროელემენტის ნაკლებობის მაჩვენებელია. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის მადის ცვლილებებს, ტკივილს და დისკომფორტს მუცლის არეში. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ სრული გამოკვლევა. მას შეუძლია დანიშნოს სისხლის ან თმის ანალიზი მიკროელემენტებზე. აუცილებლად უნდა ჩააბაროთ სისხლი ჰორმონების დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში ვინმეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს.