ყველაზე ბინძური ნივთები, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად  ეხებიან

17-10-2023

მართალია, ახალშობილს სუსტი იმუნიტეტი აქვს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის სტერილურ გარემოში უნდა იყოს, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი, მას სჭირდება მზის სხივები და სუფთა ჰაერი. თუმცა გარკვეული წესების დაცვა მაინც საჭიროა.

რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ?

პირველ რიგში ეცადეთ, რომ სეირნობის დროს არ შეარჩიოთ ხალხმრავალი ადგილები, მაგალითად -  სუპერმარკეტები, მაღაზიები, ხალხმრავალი პროსპექტები. ასევე ეცადეთ თავი აარიდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თუ იმის აუცილებლობა არსებობს, რომ ჩვილი თან უნდა იყოლიოთ ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ეცადეთ თან იქონიოთ არა საბავშვო ეტლი, არამედ ე.წ. სლინგი. ასე უცხო ადამიანები ნაკლებად შეეხებიან ჩვილს. 
თუ თქვენი შვილი უკვე დადის დამოუკიდებლად, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ და დაუკვირდეთ რას ეხება ხელებით. საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობის დროს ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რომ ბავშვმა ხელი არაფერს მოკიდოს, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ არის. 

ბაქტერიები,

მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე 135 ათასი ბაქტერიაა, უნიტაზის დასაჯდომის ქვეშ - 3 მილიონი, უფრო მეტი, ზოგიერთი მიკრობი, ისეთი, როგორიც არის მაგალითად სალმონელა, შესაძლოა ხორცის საჭრელ დაფაზე არსებობდეს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო ადგილები არის საპირფარეშო, სამზარეულო და კორიდორი. ამ საშიშროებების შესახებ მშობლებმა ძირითადად იციან და ცდილობენ ხოლმე, რომ ბავშვები ამ ადგილებს მოარიდონ, ჩვენ კი გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ სახლის გარეთაც, ეზოშიც დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სუსტი იმუნური სისტემა აქვს. 
 

მაშ ასე, რას უნდა მოვერიდოთ განსაკუთრებით სასეირნოდ წასულები:

  • საზოგადოებრივ საპირფარეშოს, უკვე აღვნიშნეთ, რომ ბავშვი არაფერს არ უნდა შეეხოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი აუცილებლად უნდა დაბანოთ ხელები და დაუმუშაოთ სველი ხელსახოცით. 
  • ლიფტის ღილაკებს, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ეხება. 
  • სახელურები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 
  • ფული. 
  • კომპიუტერის კლავიატურა. 
  • ეტლი სუპერმარკეტებში, რომელზეც დღის განმავლობაში ასევე უამრავი ბაქტერია გროვდება. 
  • პოლიკლინიკა, სადაც ძალიან სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა  ინფექცია და ვირუსები.