ბავშვობაში გულყრა ხშირად ისე არ ვლინდება, როგორც მშობლების უმეტესობას წარმოუდგენია. ცნობიერების დაკარგვის და კუნთების სპაზმის მაგივრად, ბავშვებს უფრო ხშირად ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები აღენიშნებათ, რომლებიც შეიძლება გამოგვრჩეს.
ბავშვთა სასკში გულყრის ხუთი ძირითადი ნიშანი არსებობს:
კუნთების უკონტროლო მოძრაობები ყველაზე მარტივი ამოსაცნობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველთვის ადვილად შესამჩნევია. თქვენ შეიძლება ვერ დაინახოთ მოძრაობა, თუ ის მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება. ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გენერალიზებული გულყრები, ხოლო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ფებრილური გულყრები, ანუ გულყრები მაღალი ტემპერატურის საპასუხოდ. ორივე შემთხვევაში, გულყრა მოიცავს კუნთების შეკუმშვას ან კანკალს (მთელ სხეულში ან ხელებსა და ფეხებში) და გონების დაკარგვას.
გულყრის დროს კუნთების მოძრაობის რამდენიმე მაგალითი მოიცავს:
• თავის დაქნევა ან მოტრიალება
• თვალის სწრაფი დახამხამება
• ღეჭვის მოძრაობები
• ტუჩის კვნეტა
• ხელების ერთმანეთზე ხახუნი
• კიდურების კუნთების გამაგრება და სიხისტე
• კუნთების ტონუსის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე ან კოჭლობა.
• ცვლილებები ცნობიერებაში
ცნობიერების დაკარგვა ხშირად განიხილება გულყრის პირველად სიმპტომად, მაგრამ ცნობიერების ცვლილებები დამოკიდებულია გულყრის ტიპზე, მაგალითად, გენერალიზებული გულყრის დროს პროცესი ტვინის ორივე მხარეს მოიცავს და იწვევს ცნობიერების სრულ დაკარგვას.
თუმცა, ბავშვები უფრო ხშირად ავლენენ ცნობიერების შეცვლის უფრო ძნელად შესამჩნევ ნიშნებს, მაგალითად, ისინი გამოიყურებიან ისე, თითქოს ოცნებობენ, დაბნეულები არიან, ან ყურადღებას არ აქცევენ მოსაუბრეს. მათ შეიძლება ხანმოკლე დროით შეწყვიტონ ნორმალური ქცევა. მაგალითად, ბავშვი შეიძლება მაგიდასთან იჯდეს და წერდეს ან ხატავდეს, შეაჩეროს ეს აქტივობა რამდენიმე წამით ან წუთით და შემდეგ განაგრძოს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
თუ ბავშვის გულყრა თქვენთან ურთიერთობის დროს მოხდა, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ის დროებით ვერ ახერხებენ კომუნიკაციას. ის ასევე შეიძლება უეცრად დაეცეს (გონების დაკარგვის გარეშე) ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე.
ბავშვები ხშირად განიცდიან ცვლილებებს შეგრძნებებში. მათთვის საგნებს შეიძლება გემო, სუნი, ჟღერადობა შეეცვალოს. ბავშვმა შეიძლება იგრძნოს ისეთი სუნი, რომლებიც მოცემულ ადგილას შეუძლებელია იყოს, ან მიზეზის გარეშე განიცადოს ჩხვლეტის შეგრძნება. მას შეიძლება ესმოდეს ზუზუნის ხმა, ან ხმები შეიძლება განსხვავებულად შეიგრძნოს.
ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სენსორული სიმპტომები გულყრის დაწყებამდე გამოუვლიდეს. ამ ფენომენს აურას უწოდებენ. მან შეიძლება დაინახოს მოციმციმე შუქები, შეამჩნიოს უჩვეულო სუნი ან ჰქონდეს უჩვეულო ემოციური ან ფიზიკური შეგრძნებები.
ბავშვმა შეიძლება მოულოდნელად იგრძნოს გაბრაზება, შიში ან შფოთვა რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე. გულყრის შემდეგ ისინი შეიძლება ჩანდნენ შეშინებული, აღელვებული, მოწყენილი ან დარცხვენილი. კოგნიტური სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება გულყრის შემდეგ, რაც გამოიხატება დაბნეულობაში, მეხსიერების დაკარგვაში ან აზროვნების პროცესის შენელებაში.
ავტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს სხეულის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, როგორიცაა გულისცემა, სხეულის ტემპერატურა, სუნთქვა, არტერიული წნევა და საჭმლის მონელება. გულყრის დროს ბავშვმა შეიძლება განიცადოს ამ ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევის ნიშნები, როგორიცაა:
• მუცლის ტკივილი
• გულისრევა
• ღებინება
• წამოხურების და შეციების მონაცვლეობა
• გულის ფრიალი (გულის ფრიალი მოიცავს აჩქარებულ გულისცემას და მკერდის არეში სიმძიმის, ტკივილის, ან დაჭიმულობის შეგრძნებას.)
თუ თქვენ შეამჩნევთ გულყრის რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანს, მნიშვნელოვანია ბავშვს ჩაუტარდეს საფუძვლიანი ნევროლოგიური გამოკვლევა. საჭიროა ჩატარდეს პროცედურები, როგორიცაა ელექტროენცეფალოგრამა (EEG), რათა ექიმმა შეაფასოს ტვინის ელექტრული აქტივობის სურათი, რომელიც აჩვენებს, ჰქონდა თუ არა პაციენტს გულყრის ეპიზოდი.
წყარო: thinkkids.com
ასევე დაგაინტერესებთ: