ლიპაზა დედის რძეში მიზეზი, შედეგები და მკურნალობა

29-01-2023

რა არის ლიპაზა?

ლიპაზა მნიშვნელოვანი ფერმენტია, რომელიც პატარას დედის რძის მონელებაში ეხმარება, რათა მან  ყველა სასარგებლო საკვები ნივთიერების ათვისება. ეს ფერმენტი პანკრეასში წარმოიქმნება  და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამოიყოფა. ლიპაზა ფუნქციონირებს ნაწლავებში და შლის ცხიმებს. ლიპაზა ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში და ითვლება, რომ ამ ფერმენტის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს დედის რძის გემოს შეცვლა რძის დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას. არსებობს ეჭვი, რომ ლიპაზის მაღალი დონე იწვევს რძეში ცხიმების უფრო სწრაფად დაშლას, რაც გავლენას ახდენს მის გემოსა და სუნზე. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ დედის რძეში ლიპაზას რაოდენობა მომატებულია, შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ცდა:
ცოტაოდენი რძის გამოწურვის შემდეგ შეინახეთ ის საყინულეში ან მაცივარში. გააჩერეთ ერთი-ორი დღე და შემდეგ შეამოწმეთ მისი სუნი. თუ რძეს საპნის სუნი ასდის, დიდი შანსია, რომ დედის რძე ლიპაზის მომატებულ რაოდენობას შეიცავს.

რა გავლენას ახდენს ჭარბი ლიპაზის შემცველი რძე?

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ლიპაზის დიდი რაოდენობა რძეში საზიანოა ბავშვისთვის, ან რომ ის მომავალში გამოიწვევს პრობლემებს - თქვენს პატარას მისი მონელება უპრობლემოდ შეუძლია. ერთადერთი მოსალოდნელი პრობლემა არის ის, რომ ბავშვმა შეიძლება უარი თქვას შეცვლილი სუნის და გემოს მქონე რძის მირთმევაზე. 

ლიპაზა, ლიპაზა დედის რძეში,

რა იწვევს რძეში ლიპაზის დონის მომატებას?

რძის მჟავე სუნისა და გემოს ნამდვილი მიზეზი არა მასში შემავალი ლიპაზის გაზრდილი რაოდენობა, არამედ ამ ფერმენტის აქტივობის მომატებაა.  ვარაუდობენ, რომ რძის შენახვისას მისი სუნის და გემოს ცვლილებას ცხიმის დაშლის გაზრდილი ტემპი იწვევს. ასევე, მნიშვენლოვანია აღვნიშნოთ, რომ მაღალი ლიპაზური აქტივობის მქონე რძის წარმოება არ არის რაიმე პათოლოგიის მაჩვენებელი.

როგორ შევამციროთ დედის რძეში შემავალი ლიზაპის აქტივობა?

  • აკონტროლეთ რძის გამოწველის დრო. მაღალი ლიპაზური აქტივობის მქონე რძის გემო შეიძლება შეიცვალოს 24 საათის განმავლობაში, ან უფრო გვიან. სასურველია, რომ ზუსტად დაადგინოთ, რა პერიოდის შემდეგ ეცვლება რძეს სუნი და გემო. ამ ინფორმაციის მიხედვით შეგიძლიათ რძის გამოწველის დრო სწორად განსაზღვროთ.
  • დაარეგულირეთ გამოსაწველი აპარატის პარამეტრები. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ზოგ შემთხვევაში რძის შენახვის ვადა იზრდება, როდესაც დედა რძის გამოწველისას ტუმბოს უფრო მცირე წნევასა და სიჩქარეს იყენებს.
  • შეურიეთ შენახული რძის ულუფას ახლად გამოწველილი რძე. შენახული რძის მჟავე გემოს მასში ახლად გამოწველილი რძის შერევა ანეიტრალებს. ამ მიზნით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი კონსისტენციის მქონე მყარი საკვები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ასაკობრივად ამისთვის მზად არის), როგორიცაა მარცვლეულის ფაფა, ან სმუზი.
  • გააცხელეთ რძე - დასაშვებია მხოლოდ ახლად გამოწველილი რძის გაცხელება - ეს ზრდის რძის შენახვის ვადას. რძე გააცხელეთ მანამ, სანამ მის ზედაპირზე ბუშტების წარმოქმნა დაიწყება, ფრთხილად იყავით, რომ არ ადუღდეს, რადგან ამ შემთხვევაში მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ნადგურდება. ამის შემდეგ, სანამ რძეს შეინახავთ, სწრაფად გააცივეთ ის ყინულით სავსე თასში მოთავსებით და გაყინეთ. 


წყარო: healthline.com

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევინახოთ დედის რძე(+ცხრილი)